ადამიანის სილუეტი

მოემზადეთ მაგნიტური ქარიშხლებისა და „ცუდი“ დღეებისთვის სექტემბერში: თარიღები და რჩევები

605
(განახლებულია 19:21 28.08.2020)
იმ დღეების წინასწარ ცოდნა, როდესაც მაგნიტური ქარიშხლებია მოსალოდნელი, დაგეხმარებათ მოემზადოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი ნეგატიური ზემოქმედება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის სექტემბერში მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლები ნეგატიურად აისახება მეტეომგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობაზე. მათ გარდა, გეომაგნიტური გამოსხივების პერიოდში რისკის ქვეშ არიან ასევე ორსულები, ბავშვები და ხანდაზმულები.

ამინდის ცვლილების გამო ადამიანები უფრო და უფრო ხშირად გრძნობენ ნეგატიურ გავლენას, არახელსაყრელ დღეებში ეწყებათ თავის ტკივილი და უძილობა. ამ პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელ ადამიანსაც კი აშკარა მიზეზების გარეშე შეიძლება გაუუარესდეს განწყობა.

მაგნიტური ქარიშხლების განრიგი სექტემბერში

გეომაგნიტური აქტივობის პიკი, სინოპტიკოსების პროგნოზით, მოდის სექტემბრის პირველ დღეებსა და თვის ბოლოს.

6 სექტემბერი

მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რამაც შეიძლება თავის ტკივილი, თავბრუხვევა, არტერიული წნევის მატება გამოიწვიოს.

29 სექტემბერი

უნდა ველოდოთ საშუალო სიმძლავრის გეომაგნიტურ მოქმედებას. მეტეოდამოკიდებული ადამიანები გეომაგნიტური ფონის გაუარესებისთვის უნდა მოემზადონ.

30 სექტემბერი

მაგნიტური ქარიშხალი სულ უფრო მატულობს და უარყოფით გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე. შესაძლოა მოიმატოს არტერიულმა წნევამ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეტეოდამოკიდებული ადამიანები წინასწარ გრძნობენ ქარიშხლის დაწყებას. პიკამდე ერთი დღით ადრე უარესდება განწყობა, იწყება თავის ტკივილი, აღინიშნება არტერიული წნევის ნახტომისებრი ხასიათი.                                   

არახელსაყრელი დღეები

მეტეოროლოგების პროგნოზის თანახმად, ამინდზე დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის ყველაზე არახელსაყრელი დღეები 2020 წლის სექტემბერში 6 და 26 რიცხვები იქნება.

5 და 25 სექტემბერს, ანუ ზემოთ მითითებული თარიღების წინა დღეებში, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, მოსალოდნელია თავის ტკივილის დაწყება და წნევის მატება. ეს იმის გამო ხდება, რომ მზის ქარიშხლის მოახლოებისთანავე პლანეტაზე გეომაგნიტური ფონი იცვლება.

მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

წნევის ვარდნა დედამიწის ატმოსფეროში, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. მაგნიტური ქარიშხლები უარყოფითად მოქმედებს ამინდზე დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობაზე. გამომდინარე მზეზე მომხდარი აფეთქების სიმძლავრიდან და ასევე ადამიანის მგრძნობელობის ხარისხის გათვალისწინებით, სიმპტომები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს.

გეომაგნიტური გამოსხივების წინა დღეს ადამიანები გრძნობენ მომატებულ წნევას, ტკივილს გულის არეში, უარესდება ზოგადი ჯანმრთელობა, ირღვევა ძილი და ა.შ. ასევე შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:

არტერიული წნევა

მაგნიტური ქარიშხლის დროს გეომაგნიტური გამოსხივება არის გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ტვინს შორის კავშირის გაწყვეტის მიზეზი. შედეგად – სისხლძარღვთა კედლები გაურკვეველი მიზეზის გამო ხან ფართოვდება და ხან ვიწროვდება. არტერიული წნევის მკვეთრი აწევა ბევრი მეტეოდამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

თავის ტკივილი

ძლიერი თავის ტკივილი ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი იქნება, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მაგნიტური ქარიშხლის დროს შეგვხვდება. ამინდზე მგრძნობიარე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ძლიერი შაკიკი, რომლის შემსუბუქებაც სამკურნალო პრეპარატების მიღებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ტკივილი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ „ჭკუიდან გადაგიყვანოთ“ და განწყობა გაგიფუჭოთ.

სხვა შესაძლო სიმპტომები

  • ძალის დაკარგვა და ადვილად დაღლა;
  • გაღიზიანებადობა;
  • უმიზეზო ბრაზი;
  • ქრონიკული დაავადებების რეციდივი;
  • ემოციური არასტაბილობა.

სპეციალისტების რჩევები

ჯანმრთელობაზე გეომაგნიტური გამოსხივების გავლენის თავიდან აცილების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა:

  • ფიზიკური აქტივობის შემცირება;
  • მაგნიტური გამოსხივების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნოზოლოგიებით დაავადებულებმა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინი) 1 აბი უნდა მიიღონ. ეს პრეპარატი ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის რისკს და აჯირჯვებს სისხლს;
  • რამდენიმე დღის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხეთ ყავა, მაგარი ჩაი და სხვა სასმელები, რომლებიც ბევრ კოფეინს შეიცავს;
  • გულის ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა წინასწარ უნდა მოიმარაგონ წამლები;
  • ბევრი იარეთ ფეხით და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • თუ ხშირი დეპრესიისა და ემოციური დარღვევებისკენ ხართ მიდრეკილი, წინასწარ დაიწყეთ დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება;
  • კატაბალახას, კუნელის, გვირილის, სალბის ან ასკილისგან მომზადებული ჩაი ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ, მოადუნებს სხეულს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას;
  • თავის ძლიერი ტკივილის დროს არ ღირს მედიკამენტებზე უარის თქმა – ნუ მოითმენთ ტკივილს, უმჯობესია წამალი დაუყოვნებლივ მიიღოთ.
605
თემები:
მსოფლიო დღეს (2097)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

მოსალოდნელია დოლარის მკვეთრი ვარდნა: ამერიკელი ექსპერტი სამ ფაქტორს ასახელებს

41
(განახლებულია 10:40 28.09.2020)
აშშ დოლარი ამ მომენტისთვის მკვეთრი ვარდნის ადრეულ სტადიაზე იმყოფება და ეს მხოლოდ დასაწყისია, მიაჩნია იელის უნივერსიტეტის პროფესორს

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკული დოლარის კურსი უახლოეს მომავალში შესაძლოა მკვეთრად დაეცეს, წერს Morgan Stanley Asia–ს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად მთავარი ეკონომისტი სტივენ როუჩი Project Syndicate-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

Morgan Stanley - ეს ამერიკული ფინანსური კონგლომერატია (2008 წლამდე საინვესტიციო ბანკი), რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ბროკერულ ბიზნესს ფლობს. 

ექსპერტის თქმით, მაისიდან აგვისტომდე ამერიკული ვალუტის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4,3%-ით შემცირდა, თუმცა აშშ დოლარი მაინც ყველაზე ძლიერ ვალუტად რჩება მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით. 

ამასთან სტივენ როუჩმა დაასახელა სამი მიზეზი, რომელთა საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ დოლარის ფართო ინდექსი 2021 წლის ბოლოსთვის 35%-ით დაეცემა.

„მე კვლავ ველი, რომ დოლარის ფართო ინდექსი 35%-ით დაეცემა 2021 წლის ბოლოსთვის. ამას სამი ფაქტორი განაპირობებს: აშშ–ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი ზრდა, ალტერნატიული ვალუტების — ევროსა და იუანის როლის ამაღლება, და ასევე ის, რომ გაქრა ამერიკული გამორჩეულობის განსაკუთრებული აურა, რომელიც დოლარს ტეფლონის გამძლეობას სძენდა თითქმის მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში“, —  წერს როუჩი.

მისი აზრით, ამ ფაქტორებიდან ყველაზე მეტ ყურადღებას პირველი პუნქტი იმსახურებს. ექსპერტი აცხადებს, რომ აშშ–ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი და სწრაფი ზრდა გამოწვეულია შიდა ანაბრების რეკორდული ვარდნითა და მიმდინარე ოპერაციების დეფიციტის ზრდით.

სტივენ როუჩს მიაჩნია, რომ ეს „დოლარის დაცემის მხოლოდ დასაწყისია“.

41
თემები:
მსოფლიო დღეს (2097)
ვაქცინაცია

COVID-19-ის ჩინური ვაქცინა მალე გაყიდვაში გამოვა: ცნობილია თარიღი

31
(განახლებულია 09:45 28.09.2020)
ამ დროისათვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი ჩინური ვაქცინა კლინიკური გამოცდების მესამე ფაზას გადის უცხოეთში, რაც მსოფლიოში მიმდინარე ყველა კლინიკური კვლევის 44%-ია

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ჩინური ვაქცინა COVID-19–ის წინააღმდეგ გაყიდვაში შესაძლოა წლის ბოლომდე გამოვიდეს, იუწყება РИА Новости ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.

კომიტეტის ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი ჩინური ვაქცინა უკვე გადის კლინიკური გამოცდების მესამე ფაზას უცხოეთში, რაც მსოფლიოში მიმდინარე ყველა კლინიკური კვლევის 44%-ია.

„თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ ჩინური ინაქტივირებული ვაქცინა გაყიდვაში უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოვა“, — აცხადებენ ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტში.

სულ ქვეყანა ამ დროისათვის 11 ვაქცინის კლინიკურ გამოცდას აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ჩინელმა სპეციალისტებმა ვირუსის აფეთქებისთანავე დაიწყეს ერთდოულად ხუთი მიმართულების ვაქცინებზე მუშაობა: რეკომბინანტული ცილების, ადენოვირუსული ვექტორის, ნუკლეინური მჟავების საფუძველზე დამზადებულ და ასევე ინაქტივირებულ და ატენუირებულ გრიპოზულ ვაქცინებზე.

მანამდე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ვან ციუნჩჟი აცხადებდა, რომ ადგილობრივი ვაქცინების კლინიკურმა კვლევებმა მხოლოდ მსუბუქი და მისაღები გვერდითი მოვლენები გამოავლინა.

 

31
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ზაზა ნადირაძე

ქართველმა კანოისტმა მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლი მოიპოვა

0
(განახლებულია 10:51 28.09.2020)
უფრო ადრე ქართველი კანოისტი უნგრეთის ქალაქ სეგედში ორ შეჯიბრებაში გახდა ვიცე–ჩემპიონი– 2017 და 2018 წლებში

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს თასის ეტაპზე 200–მეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეჯიბრება უნ გრეთის ქალაქ სეგედში გაიმართა.

ნადირაძემ დისტანცია 40,38 წამში გადალახა და 29 მეასედით დაუთმო რუსეთის წარმომადგენელ ივან შტილს, რომელიც შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილზე ესოანელი ალფონსო ბენავიდესი გავიდა (40,39).

ნადირაძისთვის სეგედში მსოფლიო თასის ეტაპზე ეს უკვე მესამე ვერცხლია. უფრო ადრე ის ვიცე–ჩემპიონი 2017 და 2018 წლებში გახდა.

გასულ 2019 წელს იმავე სეგედში ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო.

0
თემები:
სპორტის ამბები