თამბაქოს ჯიხურთან

რატომ ეწევიან ქალები: მეცნიერული კვლევა და სპეციალური რეკომენდაციები მათთვის

846
(განახლებულია 20:47 18.05.2020)
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ქალები მამაკაცებისგან განსხვავებული მიზეზით ეწევიან და, ამასთან, მათ უფრო უჭირთ სიგარეტისთვის თავის დანებება, ამიტომ სპეციალურად მწეველი ქალებისთვის რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მწეველ ქალებს უფრო უჭირთ სიგარეტისთვის თავის დანებება, ვიდრე მამაკაცებს, ვინაიდან ძლიერი სქესი ამას მხოლოდ ნიკოტინის მორიგი დოზის მისაღებად აკეთებს, ხოლო სუსტი სქესი — ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოსახსნებლად, ირწმუნებიან ამერიკელი მეცნიერები. 

სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის სწავლულთა მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნერვოზულ ვითარებაში ქალები უფრო მეტ სტრესს განიცდიდნენ, ვიდრე მამაკაცები, შესაბამისად, მათ მყისიერად უჩნდებოდათ მოწევის სურვილი.

მეცნიერები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალი სიგარეტს მხოლოდ „ნიკოტინური შიმშილის“ დასაკმაყოფილებლად ეწევა, მას მარტივად შეუძლია უარი თქვას მავნე ჩვევაზე, რაშიც ნიკოტინის შემცვლელი თერაპია დაეხმარება: პლასტირები, საღეჭი რეზინები თუ ინჰალატორები.

„მაგრამ თუ სიგარეტი ქალისთვის „სულის მოთქმის“ საშუალებაა, მაშინ ამგვარი მეთოდი შედეგს ვერ გამოიღებს — მსგავსი თერაპია უშედეგო იქნება“, — აღნიშნავენ მეცნიერები და განმარტავენ, რომ ასეთ შემთხვევაში უპირველესი ამოცანა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაა.

იმისათვის, რომ მწეველ ქალებს მავნე ჩვევაზე უარის თქმა გაუადვილდეთ, მეცნიერებმა კვლევებზე დაყრდნობით რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს.

მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც მოწევას მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე 15 დღით ადრე, ან მისი დასრულებიდან 15 დღის შემდეგ ანებებენ თავს, უფრო წარმატებით ართმევენ თავს ამოცანას, ვიდრე ისინი, ვინც ამას ციკლის პერიოდში აკეთებს. 

ამასთან სწავლულები მოუწოდებენ ქალებს, არავითარ შემთხვევაში არ თქვან უარი სიგარეტისთვის თავის დანებებაზე წონაში მომატების შიშით. საქმე ისაა, რომ ამ დროს აკრეფილი ჭარბი კილოგრამები, როგორც წესი, მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში ისევ ქრება.

პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორის კენეტ პერკინსის თქმით, მოწევისთვის თავის დანებების პერიოდში კარგი იქნება, თუ დაბალკაროლიული საკვებს მოიმარაგებთ, განსაკუთრებით ისეთს, რომლითაც მოწევის იმიტირება შეგიძლიათ. მაგალითად, სტაფილო, ნიახური და სხვა მსგავსი ფორმის  ბოსტნეული.

საგანგაშო დასკვნა: ვეიპების მოწევა დნმ-ს სახიფათოდ ცვლის>>

გარდა ამისა, პერკინსი ირწმუნება, რომ ქალებს აუცილებლად სჭირდებათ ოჯახის წევრების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მამაკაცებს უფრო მარტივად შეუძლიათ ამის გარეშეც იოლად გავიდნენ.

ამასთან, პროფესორი ურჩევს სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რომ დროებით თავი შეიკავონ მწეველ მეგობრებთან ურთიერთობისა და წვეულებებზე სიარულისგან, სადაც შეიძლება ალკოჰოლის მიღების შემდეგ სიგარეტი მოუნდეთ.

„კარგი იქნება, თუ შეადგენთ  ჩამონათვალს, თუ რამ შეიძლება გაგიჩინოთ მოწევის სურვილი, და შეეცდებით თავი აარიდოთ მათ“, — ამბობს პროფესორი პერკინსი.

ამასთან, კარგი იქნება, თუ ყოველდღე ისეირნებთ სწრაფი ნაბიჯით ან იცურავებთ — ერთიცა და მეორეც, ფსიქიატრის თქმით, მოწევას გამორიცხავს.

 

846
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (576)

ტრირში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა: დაღუპულია ბავშვი

3
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ტრირში დღისით მოხდა
  • დანაშაული ჩაიდინა 51 წლის გერმანელმა მამაკაცმა
  • შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავდა 23
  • დაღუპულთა შორის აღმოჩნდა ცხრა თვის ჩვილიც
  • პოლიციის მონაცემებით, დანაშაულის ჩადენის მომენტში მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო
  • ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა
  • მამაკაცს ალკოჰოლის 1,4 პრომილე დაუდგინდა
  • პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა, დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობი და გაუგებარია“
  • რეინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმაროგერ ლევენცმა განაცხადა, რომ ავტომობილის კვალის მიხედვით, ეჭვმიტანილმა დანაშაული განზრახ ჩაიდინა
  • ეს არ არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც ავტომობილს იარაღის სახით იყენებენ. ამ წლის თებერვალში ფოლკმარზენში მამაკაცმა კარნავალის მსვლელობისას მსგავსი დანაშაული ჩაიდინა
გერმანიის ქალაქ ტრირში მძღოლი გამიზნულად შევარდა ქვეითების სავალ ნაწილზე. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები შემთხვევის ადგილიდან

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვიც, დაშავდა 23.

რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბოროტმოქმედი გამიზნულად მოქმედებდა.

3
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ტრირში დღისით მოხდა
    © AFP / Sebastian Schmitz / Various sources

    ავტოსაგზაო შემთხვევა ტრირში დღისით მოხდა

  • დანაშაული ჩაიდინა 51 წლის გერმანელმა მამაკაცმა
    © REUTERS / Thilo Schmuelgen

    დანაშაული ჩაიდინა 51 წლის გერმანელმა მამაკაცმა

  • შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავდა 23
    © AP Photo / Sebastian Schmitz / Lokalo.de

    შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავდა 23

  • დაღუპულთა შორის აღმოჩნდა ცხრა თვის ჩვილიც
    © REUTERS / Thilo Schmuelgen

    დაღუპულთა შორის აღმოჩნდა ცხრა თვის ჩვილიც

  • პოლიციის მონაცემებით, დანაშაულის ჩადენის მომენტში მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო
    © AFP / Jean-Christophe Verhaegen

    პოლიციის მონაცემებით, დანაშაულის ჩადენის მომენტში მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო

  • ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა
    © AFP / STEIL-TV

    ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა

  • მამაკაცს ალკოჰოლის 1,4 პრომილე დაუდგინდა
    © REUTERS / Thilo Schmuelgen

    მამაკაცს ალკოჰოლის 1,4 პრომილე დაუდგინდა

  • პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა, დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობი და გაუგებარია“
    © REUTERS / Thilo Schmuelgen

    პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა, დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობი და გაუგებარია“

  • რეინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმაროგერ ლევენცმა განაცხადა, რომ ავტომობილის კვალის მიხედვით, ეჭვმიტანილმა დანაშაული განზრახ ჩაიდინა
    © REUTERS / Thilo Schmuelgen

    რეინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმაროგერ ლევენცმა განაცხადა, რომ ავტომობილის კვალის მიხედვით, ეჭვმიტანილმა დანაშაული განზრახ ჩაიდინა

  • ეს არ არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც ავტომობილს იარაღის სახით იყენებენ. ამ წლის თებერვალში ფოლკმარზენში მამაკაცმა კარნავალის მსვლელობისას მსგავსი დანაშაული ჩაიდინა
    © REUTERS / Thilo Schmuelgen

    ეს არ არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც ავტომობილს იარაღის სახით იყენებენ. ამ წლის თებერვალში ფოლკმარზენში მამაკაცმა კარნავალის მსვლელობისას მსგავსი დანაშაული ჩაიდინა

ტრირის ეკლესიაში ავტოკატასტროფის მსხვერპლებს პატივი მიაგეს - ვიდეო

7
სამშაბათს გერმანიაში ავტომობილი ქვეითთა სავალ ზონაში შევარდა, რასაც ხუთი ადამიანის გარდაცვალება მოყვა.

ადგილობრივებმა ქალაქის მთავარ მოედანზე მოიყარეს თავი და პატივი მიაგეს დაღუპულებს, მემორიალთან კი სანთლები დაანთეს და სათამაშოები და ყვავილები მიიტანეს.

სამშაბათს მომხდარ ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 23. ეჭვმიტანილი გერმანელი ბერნდ ბ. ქალაქი ტრირის მკვიდრია. პროკურატურის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ ის ფსიქიურად დაავადებულია და გამოძიება ფსიქიატრიული ექსპერტიზის შემდეგ გაგრძელდება.

7
თბილისი

პირველად ისტორიაში: კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა

0
(განახლებულია 10:57 04.12.2020)
საქართველო ამ  რეიტინგში 37 -ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის შვიდწლიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2013 წლამდე  საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქვეყნად მიიჩნეოდა  – იყო 95-ე ადგილზე

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო და 40 საუკეთესო ქვეყანას შორის აღმოჩნდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი (GSC index 2020) ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს.

GSC index 2020-ის რეიტინგში საქართველო 37-ე ადგილზე გავიდა,  შეფასების ქულა წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 51.2 ქულით საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

საქართველო რეიტინგში უსწრებს ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა  ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ.

რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

2012 წელთან შედარებით საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. GSC index 2013-ის მიხედვით, რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, განთავსებული 95-ე ადგილზე პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.

მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს 5 აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ის და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს.

უწყების ინფორმაცით, შეფასების ხუთი აგრეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგი საქართველომ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა.  კერძოდ, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორული მაქსიმუმი – 59.3 ქულა მოიპოვა,  მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზე დასახელდა  და გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, სინგაპური საფრანგეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, უნგრეთი, კვიპროსი, იაპონია, შვედეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და ა.შ. 

0