მაღვიძარა

თუ რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა გსურთ, დაიძინეთ: საინტერესო კვლევა

1030
(განახლებულია 16:51 14.05.2020)
მეცნიერების აზრით, ძილი აძლიერებს ტვინის მოქნილობას და „ასწავლის“ მას მოერგოს ახალ და მოულოდნელ ცხოვრებისეულ ვითარებებს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ამერიკელი სწავლულები ირწმუნებიან, რომ რთული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნაში ტვინს არა აქტიური ფიქრი, არამედ ძილი ეხმარება. ვაშინგტონისა და მისურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს, რომლის შედეგებიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Science Advances

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ძილი აუცილებელია მეხსიერების ნორმალური მუშაობისთვის. საქმე ისაა, რომ ძილის დროს მოკლევადიანი მახსოვრობა გრძელვადიანში გადადის, ხოლო ტვინი თავიდან იშორებს ინფორმაციას, რომელიც მას ზედმეტად ეჩვენება.

ახლა კი მეცნიერებმა, რომლებმაც ექსპერიმენტები დროზოფილა ბუზებზე ჩაატარეს, აღმოაჩინეს, რომ ძილს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს: ის ეხმარება ტვინს, მოერგოს მოულოდნელ ცხოვრებისეულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საექსპერიმენტოდ მეცნიერებმა ეს ბუზები იმის გამო აირჩიეს, რომ მათი ძილი ბევრით ჰგავს ადამიანისას. მაგალითად, დროზოფილა–ბავშვებს ბევრად მეტხანს სძინავთ, ვიდრე ასაკოვან ბუზებს, კოფეინის გავლენით ძილი უფრთხებათ, ხოლო ანტიჰისტამინური პრეპარატები თვლემას ჰგვრით.

კვლევისას მეცნიერებმა ბუზებს უკიდურესად ექსტრემალური სიტუაცია შეუქმნეს იმით, რომ ახალგაზრდა და ასაკოვან ინდივიდებს ფრენის საშუალება მოუსპეს. ეფექტი მოულოდნელი აღმოჩნდა: ყველა მათგანმა დიდი ხნით დაიძინა. 

მკვლევარებმა ბუზებს აღმოუჩინეს ნეირონები, რომლებიც აიძულებდნენ ტვინს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩაძირულიყო ძილში ფრენის უნარის დაკარგვის მომენტში.  

თუმცა ეს ყველაფერი არ არის — მეცნიერებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ. გაირკვა, რომ აღნიშნული ნეირონები მანამდე ფრთების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ, ახლა კი, როცა მათ ფრენის პრობლემა შეექმნათ, მუშაობის პრინციპი შეცვალეს.

დღისით ძილის საფრთხეები: მეცნიერებმა საშიში დაავადების რისკები დაადგინეს>>

სწავლულების დასკვნით, საქმე ისაა, რომ ფრენისა და ფრთების მართვის უნარი ბუზების ტვინში იმთავითვეა კოდირებული, მაგრამ მათ მაინც უწევთ ამ უნარების ათვისება. და როცა მათ მოულოდნელად ექმნებათ  ვითარება, როცა ცხოვრება ფრთების გარეშე უნდა განაგრძონ, ნეირონებში სერიოზული გადაწყობა ხდება, რაშიც მათ ძილი ეხმარება.

მეცნიერების აზრით, ძილი აძლიერებს ტვინის მოქნილობას და „ასწავლის“ მას მოერგოს ახალ და მოულოდნელ ცხოვრებისეულ ვითარებებს. სწორედ ამიტომ ადამიანმა ბევრი უნდა იძინოს, განსაკუთრებით, სტრესულ ვითრებაში.

 

1030
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (571)
საფრანგეთის სენატი

ცნობილია ოფიციალური პარიზის პოზიცია მთიანი ყარაბაღის აღიარების თაობაზე

21
(განახლებულია 10:49 27.11.2020)
მანამდე 305-მა ფრანგმა სენატორმა (ერთი წინააღმდეგი) მხარი დაუჭრა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლად ცნობას

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ოფიციალური პარიზი არ აღიარებს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„25 ნოემბერს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებას თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარებისკენ მოუწოდებს. დებატების დროს სახელმწიფო მდივანმა ჟან–ბატის ლემუანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მთავრობის პოზიციას აღნიშნულ საკითხზე. საფრანგეთი არ აღიარებს თვითგამოცხადებულ  მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“, — ნათქვამია კომუნიკეში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საფრანგეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაზე მოლაპარაკებების გზით იმუშაოს, „კერძოდ, მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის საკითხზე და ამ მოლაპარაკებების შედეგი ვერ იქნება ცალმხრივად წინასწარ განსაზღვრული“.

გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო უწყების კომუნიკეში ნათქვამია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერ აუცილებელს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

შეგახსენებთ: საფრანგეთის სენატმა 25 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. დოკუმენტს 305–მა დენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ერთი. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პარლამენტმა პროტესტი გამოთქვა და ეუთოს მინსკის ჯგუფიდან საფრანგეთის გარიცხვა მოითხოვა.

 

21
თემები:
მსოფლიო დღეს
რეჯეფ ერდოღანი ევროკავშირის დროშის ფონზე

რეზოლუცია მიღებულია: ევროპარლამენტმა თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვა

8
(განახლებულია 10:23 27.11.2020)
ევროპარლამენტის დეპუტატების რეზოლუციას ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები დეკემბრის დასაწყისში განიხილავენ სამიტზე

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხუთშაბათს მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მკაცრი შეზღუდვები დაუწესონ თურქეთს ხმელთაშუა ზღვაში მისი ქმედებების გამო.

„ევროპარლამენტის დეპუტატები მოუწოდებენ ევროსაბჭოს, შეინარჩუნოს ერთიანი პოზიცია თურქეთის უკანონო ქმედებების გამო და საპასუხოდ მკაცრი სანქციები დააწესოს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტის რეზოლუციას 631–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო სამი.

დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ევროკავშირსა და ანკარას შორის ურთიერთობები მაქსიმალურად გაუარესდა თურქეთის ქმედებების გამო ხმელთაშუა ზღვაში (კერძოდ, კვიპროსის ოკუპირებულ ნაწილში ყოფილი საკურორტო რაიონის გახსნით), ლიბიაში, სირიასა და ასევე „აზერბაიჯანის პირდაპირი მხარდაჭერის გამო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში“.    

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ  გადაწყვეტილება შესაძლოა 10–11 დეკემბრის სამიტზე მიიღოს.

შეგახსენებთ: თურქეთი ნავთობისა და გაზის დაზვერვით სამუშაოებს ეწევა კუნძულ კვიპროსის მახლობლად, რომელსაც საბერძნეთი საკუთარ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს. ევროკავშირმა ათენს სრული სოლიდარობა გამოუცხადა ამ საკითხში და თურქეთის ორ ფიზიურ პირს შემზღუდავი ზომები დაუწესა.

 

8
თემები:
მსოფლიო დღეს
ორსული ქალი

სკანდალური ბიზნესმენი ქორწილში ექვს ორსულ შეყვარებულთან ერთად მივიდა - ვიდეო

0
(განახლებულია 11:34 27.11.2020)
ნიგერიაში საქორწინო ცერემონიაზე ერთ-ერთი სტუმარი, ბიზნესმენი სახელად „ლამაზი მაიკი“ ექვს ორსულ შეყვარებულთან ერთად მივიდა. ვიდეო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს

ბიზნესმენი უჩვეულო სტუმრებით, ჰოლივუდელი მსახიობის უილიამს უჩომბის ქორწილში იმყოფებოდა. ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი, ქალებისადმი დიდი თანყვანისცემით ცნობილი მაიკი, თითოეულ გოგონას მუცეულზე კოცნით აცილებდა ცერემონიაზე.

„ლამაზი მაიკი ლაგოსიდან“ ცნობილია სკანდალური ქმედებებით. 2019 წლის სექტემბერში ის ხუთ გოგონასთან ერთად პოზიორობდა, რომლებიც საქორწინო კაბებში იყვნენ გამოწყობილები. მაშინ მაიკი ამბობდა, რომ ოცნებობდა ორ ყოფილ და სამ მოქმედ შეყვარებულთან ქორწინებაზე.

2017 წელს ის იმის გამო დააკავეს, რომ ერთ-ერთ ქორწილში რამდენიმე გოგონასთან ერთად მივიდა, რომლებიც ძაღლებივით საბელზე ყავდა გამობმული.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები