მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანიაში ლაფანყურის სპეცოპერაციის შუამავალი მოკლეს

© Pixabay / TechLineგერტმანიის პოლიცია
გერტმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანგოშვილი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და ტყვია სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მოხვედრილი.

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხანგოშვილის ახლობლების თქმით, ის გერმანიაში მარტო იმყოფებოდა. ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და ტყვია სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მოხვედრილი.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში ლაფანყურის სპეცოპერაციის შუამავალი დაჭრეს

2015 წლის 28 მაისს ხანგოშვილი თბილისში, საბურთალოზე დაუდგენელმა პირებმა დაჭრეს. მკურნალობის შემდეგ მან საქართველო დატოვა.

რაც შეეხება სპეცოპერაციას, ის ლაფანყურის ხეობაში 2012 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩატარდა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი იმ ბანდფორმირების ლიკვიდაცია გახლდათ, რომელსაც სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მძევლად ჰყავდა აყვანილი. ოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ მძევლები გათავისუფლებულები იყვნენ, ხოლო 12 ბოევიკი და სპეცრაზმის 3 თანამშრომელი – დაღუპული.  

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავიდან დაიწყო სპეცოპერაციის დეტალების გამოძიება. რამდენიმე თვის შემდეგ საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადაეცა და საქმის დეტალები გასაიდუმლოვდა. 

საკუთარი გამოძიება ჩაატარა საქართველოს სახალხო დამცველის საზოგადოებრივმა საბჭომ, რომელმაც 2014 წლის დეკემბერში სპეცოპერაციისას დაღუპულ სპეცრაზმელთა ოჯახების წევრების, შსს-ს ყოფილი თანამშრომლებისა და ლაფანყურის მოსახლეობის გამოკითხვებზე დაფუძნებული ანგარიში გამოაქვეყნა. გამოკითხვებში ასევე მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებიც ტყვეობაში იყვნენ და ისინიც, ვინც ამტკიცებდა, მოვლენების თაობაზე ინფორმაციას ვფლობო. 

ტერორისტული საფრთხე: რამდენი მომხრე ჰყავს „ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოში >>

ანგარიშში აღინიშნა, რომ დარღვევები იყო დაშვებული, როგორც  სპეცოპერაციის ისე გამოძიების დროსაც. კერძოდ: არ ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, შემთხვევის ადგილზე სამხილები არ მოიძიეს. ანგარიშმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსია, რომ ბანდფორმირება ქვეყანაში ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა.  

ყველა ახალი ამბავი
0