ფინჯანი ყავა

კოფეინი და თირკმლის დაავადება მეცნიერების ახალი კვლევა

388
(განახლებულია 15:01 12.09.2018)
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონეთა სიკვდილიანობის შემცირება შესაძლებელია, თუ მათ მეტი კოფეინის მიღების რეკომენდაციას მივცემთ, აღნიშნავს კვლევის ავტორი.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კოფეინის მოხმარების გაზრდამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სიკვდილის რისკის შემცირებას თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Nephrology Dialysis Transplantation.

შესაძლო დამცავი ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს მისი მოქმედებით ორგანიზმზე სისხლძარღვების დონეზე. როგორც ცნობილია, ეს ნივთიერება ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლებას და ამით აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციონირებას.

კვლევამ, რომელშიც 4863 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა უკუკავშირი თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს შორის კოფეინის მოხმარებასა და სიკვდილიანობას შორის. იმ პაციენტებში, რომლებიც ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ, სიკვდილის რისკი საშუალოდ ხუთი წლის განმავლობაში თითქმის 25 პროცენტით შემცირდა იმათთან შედარებით, ვინც ნაკლებ კოფეინს იღებდა.

„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ დაავადებულების სიკვდილიანობის შემცირება შესაძლებელია, თუ მათ მეტი კოფეინის მიღების რეკომენდაციას მივცემთ. ამ ვარიანტს შეიძლება ვუწოდოთ მარტივი, კლინიკურად მომგებიანი და ხელმისაწვდომი. თუმცა, იდეალურ ვარიანტში საჭიროა ჩატარდეს რანდომიზირებული კონტროლირებადი ცდა, რომ ამის უპირატესობა დადასტურდეს", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა მიგელ ბიგოტე ვიეირამ.

 

388
თემები:
მსოფლიო დღეს (1317)