სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იგივე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „აწარმოე საქართველოში“  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სააგენტოა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერით არის დაკავებული. პროგრამის ფუნქციონირების დაწყებიდან მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორებში შეიქმნა 14 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და 870 მილიონი ლარის ღირებულების 5 333 ბიზნეს-პროექტი დაფინანსდა.   „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გერდზე.