საქართველოში დაბალი მოსავლიანობის პრობლემის გადაჭრას შეეცდებიან

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
მზადდება მოხსენება სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. მოსავლიანობა საქართველოში ერთ ჰექტარ მიწაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, განაცხადა აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი ამზადებს თემატურ მოხსენებას სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე. ამასთან დაკავშირებით წილოსანმა სამუშაო შეხვედრა გამართა სოფლის განვითარების სააგენტოს, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან.

„საქართველოში ჰექტარზე მოსავლიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებში არის და, რა თქმა უნდა, ქართული აგროპროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოსავლიანობა გავზარდოთ“, – განაცხადა წილოსანმა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება მოსავლის გაზრდის მიღწევა, აღნიშნა მან.
„ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. თემატურ მოხსენებაში ასახული იქნება ის, თუ რა უნდა გააკეთონ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ და სხვა უწყებებმა სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით“, – განაცხადა წილოსანმა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევა შედეგს მოიტანს.
თემატური მოხსენება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მზადდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0