სუნთქვითი ვარჯიში წნევის დასარეგულირებლად: ექიმი გთავაზობთ ვიდეოგაკვეთილს

© Pixabay / alfcermedЖенщина с раскинутыми руками в лесу радуется солнцу и теплу
Женщина с раскинутыми руками в лесу радуется солнцу и теплу - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
ექიმი-კარდიოლოგი აგიხსნით, როგორ უნდა ისუნთქოთ იმისთვის, რომ მაღალი არტერიული წნევა სწრაფად და ეფექტურად შეიმციროთ. ასევე განმარტავს, ვისთვის იკრძალება ეს ვარჯიში

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მაღალი არტერიული წნევა შეიძლება ექიმისა და წამლების გარეშეც დაირეგულიროთ სახლის პირობებში, თუ ყოველდღე შეასრულებს სუნთქვით ვარჯიშს, აცხადებს ექიმი–კარდიოლოგი მარია ჩაიკოვსკაია.

მისი თქმით, წნევის სწრაფად და ეფექტურად ნორმალიზებასა და პულსის შემცირებაში ნელი და ღრმა დიაფრაგმული სუნთქვა დაგეხმარებათ. ვარჯიშის დროს შეგიძლიათ იჯდეთ ან იწვეთ.

„დიაფრაგმის ასამოქმედებლად დაიდეთ ერთი ხელი მკერდზე, მეორე კი მუცელზე — ჭიპის მიდამოებში. ჩაისუნთქეთ ცხვირით ნელა და ღრმად ისე, რომ მუცელი გაგებეროთ. შემდეგ კი ამოისუნთქეთ ისე, რომ მუცელი დაგეჩუტოთ. ამასთან ხელი, რომელიც მკერდზე გიდევთ, არ უნდა გაანძრიოთ. სრულად კონცენტრირდით სუნთქვაზე: ისუნთქეთ ნელა და ღრმად. წუთში ექვსჯერ უნდა ჩაისუნთქ–ამოისუნთქოთ. ანუ, ხუთი წამი ჩასუნთქვას უნდა მოანდომოთ, ხუთი წამი — ამოსუნთქვას“, — ამბობს ექიმი.
წნევის გაზომვა  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
აბებისა და ექიმის გარეშე: როგორ დავწიოთ მაღალი არტერიული წნევა

კარდიოლოგის განმარტებით, ეს ვარჯიში არტერიული წნევის რეგულაციის შიდა სისტემას რთავს ნერვული სისტემის მეშვეობით. ამიტომ თუ დღეში სამჯერ შეასრულებთ მას, უკვე თვენახევრის შემდეგ სტაბილურ შედეგებს მიაღწევთ.

ამასთან სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ  ღრმა დიაფრაგმული ვარჯიშის მეთოდი არ უნდა გამოიყენონ იმ ადამიანებმა, ვისაც გულის რიტმი და გამტარობა დარღვეული აქვს. ეს მეთოდი ასევე იკრძალება მათთვის, ვისაც პულსი წუთში 55 დარტყმაზე ქვემოთ უვარდება ხოლმე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0