თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. უმაღლესი კატეგორიის პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ალერგიის სიმპტომების ჯგუფები დაასახელა, რაზეც მშობლებმა განსაკუთრებით უნდა გაამახვილონ ყურადღება ალერგიული სეზონის დადგომასთან ერთად.
ექიმის თქმით, ალერგიის სიმპტომები ხუთ ჯგუფად იყოფა და თითოეულში რამდენიმე ნიშანი შედის. ესენია:
სასუნთქი გზების მხრივ: ცხვირის გაჭედილობა, ხველება, ხმის ჩახრინწვა და გაძნელებული სუნთქვა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი;
კანის მხრივ: ქავილი, შეწითლება, გამონაყარი და დასივება;
თვალების მხრივ: ცრემლდენა, თვალების გაწითლება და წვა;
სხვა სიმპტომები: სისუსტე, ფერმკრთალობა, ცნობიერების აღრევა, თავბრუს ხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება და ცივი ოფლი.
ექიმის განმარტებით, ალერგიული დაავადებები მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. პლანეტის მოსახლეობის 30-40% ალერგიულია სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ.
ალერგია — ეს არის მომატებული მგრძნობელობა ისეთი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ არ უნდა იწვევდნენ რამენაირ გართულებებს ადამიანის ორგანიზმში. ალერგიულობა არის არა იმუნური სისტემის სისუსტე, არამედ ამ სისტემის არასწორი მიმართულებით გაძლიერებული ფუნქციონირების შედეგი.