ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს

ხელის თითების მასაჟი მადის გასაქრობად: იაპონური მეთოდი

218
(განახლებულია 21:27 30.03.2021)
აკუპუნქტურის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ხელისგულზე უამრავი აქტიური წერტილია, რომლებიც ამა თუ იმ ორგანოს მუშაობაზე აგებენ პასუხს.

იაპონელები ირწმუნებიან, რომ სხვადასხვა ორგანოს ტკივილის დასაამებლად ან, ვთქვათ, მადის გასაქრობად ამ წერტილებზე ნემსებით ზემოქმედება (აკუპუნქტურა) სულაც არ არის აუცილებელი. ირკვევა, რომ საამისოდ მასაჟიც სრულიად საკმარისია. მთავარია იცოდეთ – რომელ წერტილზე როგორ და რა დროს უნდა გაიკეთოთ მასაჟი.

მასაჟი მადის დასაქვეითებლად – იმისათვის, რომ ბევრი არ ჭამოთ და არ გასუქდეთ, აუცილებელია, რომ ჭამის წინ ნეკა თითის წვერი (მისი ყველაზე ზედა წერტილი) საგულდაგულოდ დაიზილოთ.

მამაკაცებმა და ქალებმა ეს პროცედურა სხვადასხვაგვარად უნდა ჩაიტარონ.

  • ქალებმა ნეკა თითის მასაჟი შუადღემდე საათის ისრის მიმართულებით, წრიულად უნდა იზილონ, შუადღის შემდეგ კი – ისრის საწინააღმდეგოდ.
  • მამაკაცებმა ეს პროცედურა პირიქით უნდა ჩაატარონ, ანუ შუადღემდე საათის ისრის საწინააღმდეგოდ, მერე კი – ისრის მიმართულებით.

მასაჟი ღვიძლის სამკურნალოდ – ღვიძლის მუშაობაზე პასუხს აგებს საჩვენებელი თითი. მისი ყოველდღიური მასაჟი ღვიძლის ნორმალურად მუშაობას უწყობს ხელს. დაიზილეთ თითი მთელ სიგრძეზე, ოღონდ თითის წვერზე მაინც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ. 

გარდა ამისა, შეგიძლიათ ჩაატაროთ შემდეგი სახის ვარჯიშიც: გადააჭდეთ ერთმანეთს ორივე ხელის საჩვენებელი თითები მკერდის სიმაღლეზე, მერე კი მძლავრად გაჭიმეთ ხელები, თითქოს თითების გაშვება გინდოდეთ. ამასთან, ჩასუნთქვისას დაჭიმეთ კუნთები, ხოლო ამოსუნთქვისას – მოადუნეთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში დღეში რამდენჯერმე და თქვენი ღვიძლი არაჩვეულებრივად გააქტიურდება.

მასაჟი სურდოს დროს – სურდოს დაძლევაში ცერა თითის ბოლოში მდებარე აქტიური წერტილის მასაჟი დაგეხმარებათ. დააჭირეთ თითი აღნიშნულ წერტილს, შეიგრძენით ტკივილი. შემდეგ დაიდეთ წერტილზე წიწიბურის მარცვალი და დაიმაგრეთ პლასტირით. დროდადრო დააჭირეთ თითი მარცვალს და იგრძნობთ, როგორ გეხსნებათ სუნთქვა.

მასაჟი მუხლების ტკივილისას – ფეხებზე შუა და არათითი ახდენს გავლენას. ამიტომ, თუ ტკივილი იგრძენით, ხელის ამ თითების შუა სახსრებზე პლასტირით მიიკარით სტაფილოს, პომიდვრის ან წითელი წიწაკის თესლი. შემდეგ კი დრო და დრო წრიული მასაჟი გაიკეთეთ ამ წერტილებზე. ნახავთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ ტკივილი.

მასაჟი სტრესის მოსახსნელად – იმისათვის, რომ დაძაბულობა და სტრესი მოიხსნათ, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით მასაჟი გაუკეთეთ მარცხენა ხელის ნეკს – წრიული მოძრაობით დაჰყევით თითს წვერიდან ძირამდე. ეს პროცედურა ნერვებსაც დაგიმშვიდებთ და გაგამხნევებთ კიდეც.

218
თემები:
სასარგებლო რჩევები (500)
წარბები

თუ წარბები გითხელდებათ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი: ექიმი გირჩევთ

76
(განახლებულია 19:14 14.04.2021)
ამერიკელი დერმატოლოგი ჩამოთვლის იმ სერიოზულ დაავადებებს, რომლებზეც წარბების ცვენა-შეთხელება შეიძლება მიანიშნებდეს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის გავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.

ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, ჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.

76
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალშობილი დედასთან

ჩვილის სწრაფად დაძინების უებარი მეთოდი: იმიტაციის ეფექტი

171
(განახლებულია 17:28 13.04.2021)
იმისათვის, რომ ჩვილმა სწრაფად და უპრობლემოდ დაიძინოს, არც თავად გაღიზიანდეს და არც მშობლები გადაღალოს, ერთ უებარ მეთოდს გთავაზობთ

ახალგაზრდა მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ ბავშვის დაწყნარება და დაძინება.

მათ დასახმარებლად პედიატრის რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც მეტად საჭირო და ეფექტურ გამოცდილებას უზიარებს მშობლებს.

თუმცა მანამდე იმ სავარაუდო მიზეზებს გაგაცნობთ, როს გამოც შესაძლოა არ იძინებდეს ბავშვი.

ესენია:

  • ძილთან დაკავშირებული მკაფიოდ განსაზღვრული რიტუალების არარსებობა;
  • ძილის წინ აქტივობა და ბავშვის ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთვა;
  • ჯანმრთელობის პრობლემები;
  • ყურადღებისა და მზრუნველობის უკმარისობა;
  • ძილისთვის შეუსაბამო ვითარება.

პედიატრის მეთოდი ორი ბოლო პუნქტის სწრაფად განეიტრალება-აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. სცადეთ და დარწმუნდებით.

​ამისათვის აიღეთ პირსახოცი, ზომით 120X60 სმ და დაახვიეთ რულონივით;

შემდეგ დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა მხარეზე და შემოახვიეთ რულონი ისე, რომ პირსახოცი ბავშვის ფეხებშუა გატარდეს და ორივე ბოლო კისრისა და თავქვეშ მოექცეს (როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები);

ამის მერე უსვით ხელი ბავშვს ზურგზე, რათა თქვენი შეხება იგრძნოს... და ორიოდე წუთში პატარა ფშვინვას ამოუშვებს.

საქმე ისაა, რომ პირსახოცის „ბუდე“ დედის მკერდში ჩახუტების იმიტაციას ქმნის, სადაც პატარა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ „მოწყობილობაში“ ბავშვი სწრაფად იძინებს. 

171
თემები:
ექიმი გირჩევთ
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა

0
(განახლებულია 13:29 15.04.2021)
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს გაიაზრებს, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელი გახდება,  განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენდირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. 

„თუ ბოლოდე გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აიცილებს თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ჰოსპიტალური  სექტორი დადგება.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა კლინიკურ სექტორზე უკვე აისახა. დღითიდღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და დღეს მოქმედი კოვიდ–შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკურ სექტორს გაუჭირდება გაზრდილი შემთხვევების მართვა. მათი თქმით, ქვეყანაში  რეგულაციების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70% ვაქცინირებული იქნება.
ხელისუფლების წარმომადგნლები და  ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ  კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ,  მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 292 ათასს გადააჭარბა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები