ექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი

ექიმები გვაფრთხილებენ: თუ მოულოდნელად სმენა გაგიუარესდათ, აიღეთ სისხლის ანალიზი

85
(განახლებულია 18:39 23.02.2021)
მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სმენის დაქვეითება შეიძლება ერთ-ერთი მძიმე დაავადების საგანგაშო სიგნალი იყოს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თუ მოულოდნელად შენიშნეთ, რომ ყურში კარგად არ გესმით, აუცილებლად გაისინჯეთ სისხლში შაქრის დონე, ვინაიდან ეს შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის ერთ-ერთი სიგნალი იყოს, აცხადებენ ბრიტანული ორგანიზაცია Diabetes UK-ის სპეციალისტები.

ექსპერტების განმარტებით, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ, სხვებთან შედარებით, დიაბეტით დაავადებულებს შორის სმენის პრობლემები ორჯერ და მეტად ვლინდება.    

მეორე ტიპის დიაბეტსა და სმენის დაქვეითებას შორის კავშირის მიზეზები ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, ჰიპერგლიკემიის შედეგად სმენის ნერვის დაზიანებით იყოს გამოწვეული.

„სისხლში შაქრის ხანგრძლივად მაღალ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ყურის შიგნით ნერვებისა და კაპილარების სიხლითა და ჟანგბადით მომარაგებაზე. დროთა განმავლობაში ის ზიანდება, რაც ნეგატიურად აისახება სმენაზე. ამიტომ თუ უეცრად სმენა გაგიუარესდათ, აუცილებლად აიღეთ სისხლის ანალიზი შაქარზე“, — გვირჩევენ ბრიტანელი ექსპერტები.

მეცნიერული მონაცემებიდან ირკვევა, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა შორის (ასევე პრედიაბეტულ მდგომარეობაშიც) სმენის დაქვეითება განსაკუთრებით ხშირად ქალებში ფიქსირდება.

85
თემები:
ექიმი გირჩევთ (74)
მამაკაცი ჭამის პროცესში

როგორ დავთრგუნოთ შიმშილის გრძნობა? პრაქტიკული და ეფექტური რჩევები

156
(განახლებულია 20:56 08.03.2021)
ამ მეთოდებიდან ერთ-ერთს ზოგი პანაცეადაც კი მიიჩნევს, ვინაიდან შესანიშნავად აქრობს შიმშილის შეგრძნებას. უბრალოდ, დაიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში ეს ადგილი და დარწმუნდებით, რომ ჭამის სურვილი უკან იხევს.

თითოეული ჩვენგანი შეჯახებია მდგომარეობას, როცა თუნდაც კარგი დანაყრების შემდეგ მალევე ისევ ჩნდება ჭამის სურვილი. მაგრამ ხშირი და ბევრი ჭამა ორგანიზმისთვის მავნებელია. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჭამის სურვილი დავთრგუნოთ?

თურმე არსებობს ორგანიზმის მოტყუების ბევრი საშუალება, რაც „შიმშილის შეტევას“ გარკვეული დროით ხსნის და ადამიანს ჭამის სურვილს ავიწყებს.

ვნახოთ, რას გვირჩევენ სპეციალისტები:

  • წყალი — ორგანიზმის დროებით მოტყუების უმარტივესი და ხელმისაწვდომი საშუალებაა. ეს მეთოდი ხშირად ატყუებს ტვინს, ამ დროს შიმშილის შეგრძნება წყურვილში გადადის. ჭიქა წყლის დალევით თქვენ შეძლებთ დარწმუნდეთ, ნამდვილად გსურთ თუ არა ჭამა და მცირედ მოგიხსნით შიმშილის შეტევას;
  • სუნთქვითი პრაქტიკა — ასევე მიიჩნევა შიმშილის დათრგუნვის ეფექტურ საშუალებად. 20-ჯერ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა და ჭამის სურვილი გაივლის;
  • აქტიურობა — როგორც ფიზიკური, ისე „საქმიანი“ – შესანიშნავად უმკლავდება ჭამის მოთხოვნილებას. როცა ტვინი „დაკავებულია“, ის არ „ფიქრობს“ შიმშილზე, ის კონცენტრირდება შესასრულებელ დავალებაზე. სწავლულებმა დაადგინეს, რომ შრომის ეფექტურობის ასამაღლებლად და კრეატიული აზროვნების სტიმულირებისთვის სასურველია იყოთ ცოტათი მშიერი;
  • აკუპუნქტურა — ზოგი ამ მეთოდს არასერიოზულად აღიქვამს, ზოგი კი პანაცეადაც კი მიიჩნევს. სინამდვილეში კი ეს კარგად ეხმარება ადამიანებს შიმშილის შეგრძნების დათრგუნვაში. 2-3 წუთის განმავლობაში დაიზილეთ ცხვირსა და ტუჩს შორის ჩაღრმავებული ადგილი და დარწმუნდებით, რომ შიმშილი უკან დაიხევს;
  • არომათერაპია — იცით, რომ არომატს, ერთი მხრივ, შეუძლია გააღვიძოს მხეცური მადა, მეორე მხრივ კი გააქროს ის? უბრალოდ, აუცილებელია არომატის სწორად შერჩევა. მაგალითად: შიმშილის შეგრძნებას თრგუნავს ყავის, წიწვებისა და ციტრუსის არომატი, რაც ადამიანს ენერგიითაც მუხტავს;
  • მჭიდრო სარტყელი — მჭიდროდ მოჭერილი ქამარი ამცირებს საკვების ჭარბად მიღების ალბათობას და საშუალებას იძლევა, „შეგნებულად“ გავაკონტროლოთ შიმშილის გრძნობა. ქალებმა მშვენივრად იციამ, რომ თუ სხეულზე მომდგარი კაბა აცვიათ, ბევრი არ უნდა მიირთვან;
  • ძილი — სრულყოფილი დასვენება საუკეთესო საშუალებაა არა მარტო დაღლილობასთან გასამკლავებლად, არამედ იმისთვისაც, რომ უდროოდ ჭამას გავექცეთ და მადა ვაკონტროლოთ. ბევრი დიეტოლოგის აზრით, ძილი ერთ-ერთი მთავარი ასპექტია ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში.
156
თემები:
სასარგებლო რჩევები
ფინჯანი ყავა

გაცივებული ყავის სმა სახიფათოა: ექიმი განმარტავს მიზეზსა და სახეობას

76
(განახლებულია 20:45 08.03.2021)
არიან ადამიანები, რომლებიც დილით მოხარშულ ფინჯან ყავას ლამის მთელი დღის განმავლობაში სვამენ ნელ-ნელა, რაც სახიფათო ყოფილა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. რამდენიმე საათის წინ მომზადებული ყავა შეიძლება მავნებელი იყოს ჯანმრთელობისთვის, თუმცა არა ყველა, აცხადებს გასტროენტეროლოგი და დიეტოლოგი ნურია დიანოვა რადიო Sputnik–თან ინტერვიუში.  

მისი თქმით, გაცივებული ყავა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სასმელი, მაღალი რისკის ჯგუფში შედის მასში სხვადასხვა მიკროორგანიზმების გაჩენის თვალსაზრისით.

თუმცა ექიმი განმარტავს, რომ შავ ყავას ორიოდე საათში არაფერი დაემართება, თუ მასში რძე ან ნაღები არ გაქვთ დამატებული.

„თუ ყავაში რძეს ამატებთ, მასში მიკკროორგანიზმების გამრავლების რისკი ბევრად იმატებს. ასეთი ყავა უახლოესი ერთი საათის განმავლობაში უნდა მიირთვათ. ხოლო თუ ყავა რძის გარეშე მოხარშეთ, ოღონდ იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდებათ, შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ“, — ამბობს სპეციალისტი.

ამასთან ექიმი გვირჩევს გავითვალისწინოთ, რომ დროთა განმავლობაში ყავას, გარდა იმისა, რომ არომატს კარგავს და ერთგვარი მწარე გემოც უჩნდება, ასევე უქრება გამამხნევებელი ეფექტიც.

76
თემები:
ექიმი გირჩევთ (74)
ადამიანის ფსიქოლოგია

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“

0
(განახლებულია 13:07 08.03.2021)
თითოეულ ადამიანს აქვს ხასიათის ბნელი მხარეები, რომლებსაც „შინაგანი დემონები“ ეწოდება. ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელი ბნელი მხარეები გამოყვეს

ძლიერ ადამიანებს შესწევთ უნარი, რომ ამ „შინაგან დემონებს“ ებრძოლონ და ბრძნული რჩევები გაითვალისწინონ. რას ამბობენ ექსპერტები ზოდიაქოს ნიშნების შინაგან ბნელ მხარეებზე და რას ურჩევენ მათ ამის დასაძლევად – შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

ვერძი

ვერძების მთავარი დემონი – ეს ზედმეტობა და გადაჭარბების სიყვარულია. თქვენ არ იცით საზღვარი არც მუშაობაში, არც დასვენებაში, ცხოვრებით ტკბობასა და გართობაში, ოღონდ არა ერთდროულად, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. უბრალოდ, არ შეგიძლიათ შეჩერება, როცა ეს აუცილებელია. მეორე მხრივ, სწრაფვა, რომ ყველაფერი ერთად და ერთდროულად ჩაიგდოთ ხელში, თქვენთვის საოცარი მოტივაციის როლს ასრულებს.

კურო

კუროებს ძალიან გეშინიათ მარტო დარჩენის. გეშინიათ, რომ ერთ დღეს ყველა ზურგს გაქცევთ. ამის გამო ხშირად მეგობრობთ პირველ შემხვედრთან იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო ადამიანები იპოვოთ. ადამიანების ასეთი განურჩევლობა ხანდახან განგაშის გრძნობასთან ბრძოლაში გეხმარებათ, მაგრამ ეს არცთუ ხშირად ხდება.

ტყუპი

ტყუპის მთავარი დემონი – ეს თავისუფლებისმოყვარეობაა. ვერ იტანთ, როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, გმართავენ ან გზღუდავენ. ეს დემონი თქვენგან მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს. ხშირად უარყოფთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენზე ზრუნავენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

კირჩხიბი

გიყვართ ჭორაობა და ხმების გავრცელება და ამაში საკუთარ თავსაც კი არასდროს გამოუტყდებით. თქვენთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები. მეორე მხრივ, თუ ვინმე ძვირფასია თქვენთვის, მათ შესახებ არასდროს არავის არაფერს არ მოუყვებით.

ლომი

ლომები „ჩაციკლული“ ხართ იმაზე, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთესი იყოთ. ეს სასარგებლო სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ძალიან შორს „შეტოპავთ“ ხოკმე. ასეთ შემთხვევაბში ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ სამუშაოზე, ბიზნესზე, წარმატებასა და ფულზე ხართ გადართული.

ქალწული

თქვენი მთავარი დემონი პერფექციონიზმია, რომელიც გაკეთებულ სამუშაოში, ადამიანებში, ნივთებბში მუდამ რაღაც ნაკლს ეძებს. გიყვართ, როდესაც ყველაფერი წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. ამ შინაგანი „მეს“ გამო ხშირად გიცრუვდებათ იმედები.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

სასწორი

ერთი განსაკუთრებულად აქტიური დემონი გყავთ, რომელსაც ჰქვია „არაუშავს, კარგი“. ამას ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს, როცა რაღაც ცუდი ხდება, ირგვლივ ბევრი სირთულე და პრობლემაა. აზროვნებთ ოპტიმისტურად, რაც კარგია, მაგრამ ხშირად აგებთ იმის გამო, რომ არ აღიარებთ პრობლემის არსებობას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

მორიელი

თქვენი მთავარი დემონი შურისმაძიებლობაა. ბევრი ამბობს, რომ ეჭვიანები ხართ, მაგრამ ეჭვიანობა ხშირად ნორმის ფარგლებს არ სცდება, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს გულღძოობასა და ბოღმის გულში ჩადებაზე. ხანდახან საკუთარ თავსაც აშინებთ, იმდენად კარგად გახსოვთ ადრინდელი წყენა.

მშვილდოსანი

თქვენი შინაგანი დემონი მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაა. შეგიძლიათ და გიყვართ ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე ადამიანებით მანიპულირება და ამას ისეთი უდიდესი ოსტატობით აკეთებთ, რომ ვერავინ ხვდება.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

თხის რქა

თქენი დემონი უნდობლობაა. ამის გამო სწრაფად ვერ პოულობთ სიყვარულს, მეგობრებს. გეშინიათ, რომ მოგატყუებენ ან გიღალატებენ. აფასებთ საკუთარ დროსა და ძალებს, მაგრამ ხშირად ამის გამო მარტოობით ზღვევთ.

მერწყული

თქვენში ეჭვიანი დემონი ზის, რომელიც თავისუფლებას არ აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ. „შეშლილი“ ხართ კონტროლზე. გჭირდებათ, რომ ყოველდღე და ყოველ წუთს დარწმუნებული იყოთ, რომ ვინც თქვენ გარშემოა, სხვა არავინ ჰყავთ ისეთი, რომლებსაც თქვენნაირად ეპყრობიან. თქვენ გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოთ.

თევზები

თქვენი მთავარი მტერი და შინაგანი დემონი – ეს სიზარმაცეა. შეგიძლიათ მასთან გამკლავება, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებთ. სიზარმაცე ხშირად გძლევთ და ამის გამო არღვევთ დანაპირებს. შედეგად, ირგვლივ მყოფების თვალში არასაიმედონი მოსჩანხართ.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

0