ქალის სახე

„სახის რუკა“, ანუ რას უჩივის თქვენი ორგანიზმი

771
(განახლებულია 16:47 18.02.2021)
ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის სახის ნაწილები უშუალო კავშირშია რომელიმე ორგანოსთან. შესაბამისად, სახის კანზე აუცილებლად აისახება ის პრობლემები, რომლებიც ადამიანს აწუხებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახეზე გამონაყარი პირდაპირ მიგანიშნებთ იმ ორგანოზე, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება.

ქვემოთ განგიმარტავთ, როგორ უნდა წაიკითხოთ „სახის რუკა“ და როგორ უნდა გაიგოთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამონაყარი შუბლზე — მიანიშნებს შარდის ბუშტისა და წვრილი ნაწლავების დაავადებაზე.

ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები: ცხიმების ჭარბი რაოდენობა, სტრესი, ძილის დეფიციტი, დიდი რაოდენობით შაქარი და ალკოჰოლი, რაც საჭმლის გადმუშავებას ხელს უშლის.

რჩევა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: სვით ბევრი წყალი, უარი თქვით ალკოჰოლზე, მიირთვით მეტი ნედლი საკვები და იძინეთ ბევრი.

გამონაყარი წარბებს შუა — მიანიშნებს ღვიძლის პრობლემებზე. 

ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები: ხორცის ჭარბი რაოდენობით მიღება, რაიმე პროდუქტზე ალერგია, ან კუჭის მთელი დატვირთვით მუშაობა და ფიზიკური გადაღლილობა.

რჩევა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: ორგანული, ნედლი და ჯანსაღი საკვები, სუფთა ჰაერზე სეირნობა, მედიტაცია, იოგა და სწრაფი სიარული ფეხით.

გამონაყარი წარბებს შუა „თაღსა“ და თვალის უპეებზე — მიანიშნებს თირკმელების პრობლემაზე.

ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები: გულის სისუსტე, სისხლის ცუდი მიმოქცევა, ალკოჰოლი, მოწევა.

რჩევა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: შეამცირეთ ალკოჰოლის, კოფეინისა და ტკბილი სასმელების მიღება. სვით მეტი სუფთა, ახალი წყალი.

გამონაყარი ან ფერიჭამიები ცხვირსა და ზედა ტუჩის თავზე — მიანიშნებს გულის მდგომარეობაზე.

ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები: სისხლის ცუდი მიმოქცევა, დაბინძურებული ჰაერი, მუცლის შებერილობა და სისხლის მაღალი წნევა.

რჩევა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: ყურაღება მიაქციეთ სისხლის წნევასა და ქოლესტერინის დონეს, ჩაიტარეთ ორგანიზმის დეტოქსიკაცია ორგანული მწვანე ჩაით. ამასთან, კარგი იქნება, თუ რეგულარულად დაკავდებით სპორტით.

გამონაყარი ლოყებზე — მიანიშნებს კუჭისა და ფილტვების პრობლემებზე. აქედან, ლოყის ზედა ნაწილი კუჭს „ეკუთვნის“, ქვედა კი - ფილტვებს.

ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები: მოწევა, დაბინძურებული ჰაერი, ასთმა, ცუდი კვება, სტრესები, დიდი რაოდენობით შაქარი.

რჩევა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: თავი დაანებეთ მოწევას და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. რეგულარულად დაკავდით სპორტით, ამოიღეთ რაციონიდან ფასტ-ფუდები.

გამონაყარი ნიკაპსა და პირის ირგვლივ — მიანიშნებს კუჭის პრობლემებზე

ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები: დიდი რაოდენობით ცხიმისა და შაქრის შემცველი პროდუქტები, ალკოჰოლი, კოფეინი, სტრესები და გვიანობამდე ძილი.

რჩევა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: სბალანსირებული, ჯანმრთელი კვება, მეტი ხილი რაციონში.თუ ეს არ გიშველით, მიმართეთ ექიმს.

გამონაყარი ქვედა ყბასა და ყელის არეში — მიანიშნებს ჰორმონალურ პრობლემებზე.

ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები: გაუწყლოება, ზედმეტად მარილიანი საკვები, ჭარბი რაოდენობით კოფეინი და ბევრი სანელებელი.

რჩევა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: სვით ბევრი წყალი და ამოიღეთ რაციონიდან კოფეინის შემცველი ასმელები, სანელებლები და მარილიანი საკვები.

771
თემები:
სასარგებლო რჩევები (472)
ახალგაზრდა ქალები

ნახეთ იდეალური წონის ახალი სტანდარტები: თვალსაჩინო ცხრილი

247
(განახლებულია 21:35 05.03.2021)
სიტყვათშეთანხმება „იდეალური წონა“ ერთმანეთისგან განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. ზოგს ამ დროს 90-60-90 ზომების მქონე მოდელი უდგება თვალწინ და ზოგსაც პირიქით, გემრიელად ხორცსავსე ქალი.

ზოგი კი საერთოდაც ვერ გარკვეულა, რომელია იდეალური წონა და ვერ ხვდება, სად, რომელ ნიშნულზე გაჩერდეს.

საქმე ისაა, რომ თითოეულ ადამიანს ბუნებისგან დაჰყვება ცხიმოვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვისაც ეს უჯრედები უფრო მეტი აქვს, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მაძღრისად ჭამის შემთხვევაში თითოეული ცხიმოვანი უჯრედი ორად იყოფა, რითიც კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის რაოდენობა.

ჯანმრთელი წონა – ეს ის ნიშნულია, როდესაც ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. თუ ამ ნიშნულს გადააბიჯებთ, პრობლემებიც დაგეწყებათ: გულის "ფრიალი", სახსრების ტკივილი, ჰორმონების თამაში თუ მეორე ტიპის დიაბეტის წარმოშობის რისკი.

ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები საშუალოდ იმაზე 6 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე ოცი წლის წინ. შესაბამისად, შეიცვალა იდეალური წონის მაჩვენებელიც: ახლა ეს რიცხვი 5 კგ-ით მეტია.

ქვემოთ გთავაზობთ თვალსაჩინო ცხრილს, რომელიც ექიმებმა შეადგინეს და, გამომდინარე აქედან, შეიცავს რეალურ მაჩვენებლებს და არა იმას, რაც საზოგადოებამ დაადგინა ნორმად.

ნახეთ ეს ცხრილი და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი წონა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.

სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
247
თემები:
სასარგებლო რჩევები (472)
სახის კრემები

სახის კრემების მარკირება: რას ნიშნავს ლათინური ასოები შეფუთვაზე?

94
(განახლებულია 18:36 05.03.2021)
იმ პირობებში, როდესაც მაღაზიების თაროები პირდაპირ იზნიქება სახისა და სხეულის მოვლის ათასგვარი საშუალების სიმძიმით, ცოტა არ იყოს, ძნელია გაერკვე, რომელი რისთვისაა და რა დანიშნულება აქვს.

მართალია, შეფუთვაზე მცირე ინფორმაცია კია დატანილი, მაგრამ რას ნიშნავს ლათინური მარკირება BB, CC, DD და PP ბევრმა არ იცის.

გთავაზობთ აღნიშნული მარკირებების განმარტებას:

BB-კრემი: იშიფრება როგორც beauty balm ან blemish balm, ანუ „სილამაზის ბალზამი“ ან „შესანიღბი ბალზამი“.

BB-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • შესანიშნავად ატენიანებს კანს;
  • უხდება ნებისმიერი ტიპის კანს;
  • აქრობს გამონაყარს;
  • აცხრობს ანთებით პროცესს;
  • ათანაბრებს სახის კანის ტონს;
  • აშორებს ზედმეტ პიგმენტაციას;
  • ბრწყინვალედ გამოიყენება მაკიაჟის ქვედა ფენად;
  • იცავს კანს მზის სხივებისგან.

გახსოვდეთ: მიუხედავად ყველა ამ ღირსებისა, BB-კრემი ვერ შეგიცვლით ძირითად მოსავლელ საშუალებას და ამიტომაც არ გირჩევთ სახის კანის მოვლის სხვა საშუალებებზე უარის თქმას.

СС-კრემი: პრინციპულად განსხვავდება ВВ-კრემისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი ტონალური საშუალებების გაუმჯობესებული ვერსიაა, ხოლო პირველი — მატონიზირებელი ეფექტის მქონე კორექტორი.

СС იშიფრება როგორც сolor сontrol, ანუ „ფერის კონტროლი“ და მისი ამოცანა უშუალოდ ფერის კორექციაა.

СС-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • სახის კანის სიწითლესა თუ სიყვითლესთან ბრძოლა
  • ბევრად მსუბუქი სტრუქტურა
  • სპეციალური მანათობელი ნაწილაკები, რომლებიც კანს ბრწყინვალებასა და სიცოცხლეს სძენს.

გახსოვდეთ: CC-კრემი არ უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს.

DD-კრემი: იშიფრება როგორც daily defence, ანუ „ყოველდღიური დაცვა“. ამ საშუალებების მთავარი დანიშნულებაა, დაიცვას სახის კანი გარემოს ისეთი დამანგრეველი ზემოქმედებისგან, როგორებიცაა სმოგი, გამონაბოლქვი გაზები, მზის რადიაცია და ტოქსიკური ნივთიერებები.

DD-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • ყველაზე მეტად უხდება კანს, რომელიც უკვე იწყებს დაბერებას;
  • აქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე ტექსტურა და ამიტომ ვერ შეგიცვლით ტონალურ კრემს;
  • გახსოვდეთ: DD-კრემი ფორებს ავსებს და ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას ბოროტად.

EE-კრემი: იშიფრება როგორც extra еxfoliation, ანუ „ექსტრა აქერცვლა“.

EE-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • აშორებს სახის კანის მკვდარ უჯრედებს;
  • იცავს მზის მოქმედებისგან;
  • ატენიანებს;
  • სახის კანს ბრწყინვალებას სძენს;
  • ებრძვის ანთებით პროცესებს.

გახსოვდეთ: EE-კრემის ხშირად გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაზი და მგრძნობიარე კანი აქვს.

PP-კრემი: იშიფრება როგორც Pink рerfect, ანუ „ვარდისფერი სრულყოფილება“. გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ ბაზად. მასში შემავალი სილიკონის ნაწილაკები ავსებს და ათანაბრებს სახის კანს, ანიჭებს სიგლუვეს ნაოჭებსა და ნაიარევებს, ავიწროებს ფორებს. რა ფერისაც უნდა იყოს კრემი, კანზე ის გამჭვირვალედ და შეუმჩნევლად „ჯდება“.

PP-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • კრემის წასმამდე აუცილებელია სახის გაწმენდა და დატენიანება სხვა სპეციალური მოსავლელი საშუალებებით;
  • PP-კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა მაკიაჟისთვის დამოუკიდებელ პროდუქტად არ გამოიყენება.
94
თემები:
სასარგებლო რჩევები (472)

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

0
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

0