თუმცა, წამლები რომც გქონდეთ, შესაძლოა ამან საერთოდაც არ უშველოს ავადმყოფს.
დოქტორმა ჯონ კრისტოფერმა ნახევარი ცხოვრება გულთან დაკავშირებული პრობლემის კვლევას შეალია და მივიდა დასკვნამდე, რომ გულის შეტევის შეჩერება და ინფარქტის თავიდან არიდება ერთ წუთშია შესაძლებელი, თუ შინ დაფქული კაიენური (წითელი მწარე) წიწაკა გექნებათ.
კრისტოფერი დაახლოებით 40 წელია, რაც კაიენური წიწაკის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებას აკვირდება და ამ ხნის განმავლობაში ერთი პაციენტიც კი არ გარდაცვლილა. ის კი არა, პაციენტების მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა კიდეც.
იმისათვის, რომ მოახლოებული ინფარქტი შევაჩეროთ, ანუ გულის შეტევა მოვხსნათ, საჭიროა:
გახსნათ ერთ ჭიქა წყალში 1 ჩაის კოვზი დაფქული კაიენური წიწაკა და დაალევინოთ ის ავადმყოფს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი გონზეა. თუ მას უკვე დაკარგული აქვს გონება, მაშინ წიწაკის ექსტრაქტი უბრალოდ დააწვეთეთ ენის ქვეშ.
კრისტოფერის თქმით, მაქსიმუმ 50 წამში ავადმყოფს შეტევა მოეხსნება და უკეთ გახდება.
ეს მეთოდი შეგიძლიათ პირველ სამედიცინო დახმარებად მიიჩნიოთ და მხოლოდ საგანგებო ვითარებაში გამოიყენოთ.
იმიტომ, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს კაპსაცინს, რომელიც გამაღიზიანებლად მოქმედებს სასუნთქ გზებზე, კანსა და ლორწოვან გარსზე და ყველაფერთან ერთად, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!>>
გარდა ამისა, კაიენური წიწაკა ასევე შეიცავს ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო 25 ნივთიერებას. სწორედ ამიტომ მედიკოსები პაციენტებს მას ნივთიერებათა ცვლის პროცესის გასაუმჯობესებლად, სასარგებლო მიკროელემენტების უკეთ ასათვისებლად და... წონაში დასაკლებადაც კი უნიშნავენ.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მაგნიტური ქარიშხლების კალენდრის თანახმად, მარტი მეტად რთული თვეა ამ კუთხით.
მომდევნო თვეში დედამიწას ერთბაშად ექვსი გეომაგნიტური შეტევა დაატყდება თავს.
მარტის გეომაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:
1–3 მარტი — მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, 5 ბალიანი შეტევა, რაც უკვე რამდენიმე თვეა, არ მომხდარა. ამიტომ მის გავლენას ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანებიც კი იგრძნობენ.
ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვევს შაკიკს, ტაქიკარდიას, ქოშინს, გამწვავდება ქრონიკული დაავადებები — გასაკუთრებით ულთან, თირკმელებთან და ტვინთან დაკავშირებული პრობლემები.
6 მარტი — მოსალოდნელია ოთხბალიანი მაგნიტური რყევები, რაც გამოიწვევს: თავის ტკივილებს, წნევის ცვალებადობას, აღგზნებადობას.
12–13 მარტი — ეს საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი იქნება, თუმცა მეტეოდამოკიდებული ადამიანები მაინც იგრძნობენ მის ზემოქმედებას ძილის პრობლემების, სისუსტისა და აპათიის სახით.
15 მარტი — ეს კიდევ ერთი საშუალო ძალის მაგნიტური ქარიშხალი იქნება. ადამიანები იგრძნობენ: ძილის დარღვევებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, თავის ტკივილებს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.
18-21 მარტი — მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, ხუთ ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი. NASA–ს მონაცემებით, ის პიკს 19 მარტს მიაღწევს, რა დროსაც პლანეტარული ინდექსი 20–მდე აიწევს. შედარებისთვის: ჩვეულებრივ დღეებში ინდექსის ნიშნული 5–ია.
ამასთან 1–3 მარტის ხუთბალიანი ქარიშხლისგან ის იმით განსხვავდება, რომ თვის დასაწყისში პლანეტარული ინდექსი „მხოლოდ“ 15–18 იქნება.
შესაბამისად, მის გავლენას იგრძნობენ ისეთებიც კი, ვინც მეტეოდამოკიდებული არ არის. ამ დღეებში განსაკუთრებით საგრძნობი იქნება არტერიული წნევის ცვალებადობა, გულისა და თავის ტკივილები, ძლიერი სისუსტე (ერთგვარი „დაბზარულობა“).
28–29 მარტი — ეს თვის ფინალური მაგნიტური ქარიშხალია და ის საშუალო სიმძლავრისა იქნება. მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. არსებობს ადრეული ნიშნები, რომლებიც მეორე ტიპის დიაბეტის ამოცნობაშიც დაგეხმარებათ და ინსულტის რისკის, გულის, თირკმელებისა და თვალების დაავადებების მინიმუმამდე დაყვანაშიც, აცხადებს ექიმი–ენდოკრინოლოგი მარია პრელიპსინი.
გამოცემა Medical News Today–ში სპეციალისტმა ყველაზე „მეტყველი“ რამდენიმე ნიშანი აღწერა. ესენია:
ხშირი შარდვა — როდესაც სისხლში შაქრის დონე მაღალია, თირკმელები ცდილობს, გამოდევნოს ზედმეტი შაქარი. სწორედ ამიტომ ხშირდება შარდვის სურვილი, განსაკუთრებით ღამით.
ძლიერი წყურვილი — ხშირი შარდვის შედეგად ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, რაც დროთა განმავლობაში გაუწყლოებას იწვევს. ამიტომაც ჩნდება იმეზე ძლიერი წყურვილის შეგრძნება, ვიდრე ეს მანამდე იყო.
გამუდმებული შიმშილი, ძლიერი დაღლილობა, მუქი ლაქები კისერზე, იღლიებსა და საზარდულზე — ეს ყველაფერი ასევე შეიძლება მიანიშნებდეს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებაზე.
ბუნდოვანი მხედველობა — სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს თვალის უმცირეს სისხლძარღვებს, რაც იწვევს კიდეც მხედველობის გაბუნდოვანებას.
ჭრილობების ნელი შეხორცება — შაქრის მაღალი დონე აზიანებს ნერვებსა და სისხლძარღვებს, რის გამოც უარესდება სისხლის მიმოქცევა. შედეგად, ჭრილობისა თუ ნაკაწრის შეხორცებას უფრო მეტი დრო სჭირდება — შესაძლოა ორი კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდიც კი.
სპეციალისტის თქმით, მეორე ტიპის დიაბეტი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც კიდევ მეტად ზრდის დაავადების განვითარების რისკებს. ესენია:
მარია პრელიპსინის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დიაბეტის სიმპტომებს შენიშნავს საკუთარ თავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. მეორე ტიპის დიაბეტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას და თავიდან აარიდებს სერიოზულ გართულებებს.
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. თბილისში მიმდინარე აქცია მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტროტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ლოზუნგით „თავისუფლებისთვის“ – დაიძრნენ კოლონები რეგიონებიდან, პარლამენტის შენობასთან კი სცენა მონტაჟდება. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით უკვე გაემართნენ. შემდეგ პარლამენტთან ძირითადი მიტინგი გაიმართება, ხოლო ბოლოს აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ დაასრულებენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდა გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროის განმავლობაში მოსახლეობა გადაადგილებას ალტერნატიული გზების მეშვეობით შეძლებს, კერძოდ მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. ასევე მოძრაობა თავისუფალი იქნება ჭონქაძის ქუჩასა და ზემო ვერის მიმართულებით გზებზე.
ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.