გოგრა

რატომ უნდა მიირთვათ გოგრა და რომელია ყველაზე სასარგებლო ჯიშები

136
(განახლებულია 21:19 21.12.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, გოგრის რომელი ჯიშები აუმჯობესებს მხედველობას და თრგუნავს კიბოს უჯრედების ზრდას.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. გოგრა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ბოსტნეულია, რომლის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები „ცუდი ქოლესტერინის“ გამოდევნას უზრუნველყოფს, აუმჯობესებს წყალ-მარილოვან ბალანსს და გულის შეუფერხებელ მუშაობას, წერს დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე.

მისი თქმით, გოგრა სასარგებლო გავლენას ახდენს მხედველობის ხარისხზე და, უფრო მეტიც, თრგუნავს კიბოს უჯრედების ზრდას.

„გოგრის ყვითელ-ნარინჯისფერი ჯიშები, ბეტა-კაროტინის შემცველობით, სტაფილოსთანაა გათანაბრებული. ბეტა-კაროტინი, გარდაიქმნება რა ორგანიზმში A ვიტამინად, არა მარტო აკონტროლებს ზრდის პროცესებს, ორგანიზმის განვითარებას, სათანადო დონეზე ინარჩუნებს მხედველობასა და იმუნურ რეაქციებს, არამედ საუკეთესო ბუნებრივი ანტიოქსიდანტიცაა, რომელიც ორგანიზმს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან იცავს. რაც მთავარია, აფერხებს უჯრედების ავთვისებიანად გარდაქმნას“, — ამბობს სვეტლანა ფუსი.

გარდა ამისა, ბოსტნეულში შედის დიდი რაოდენობით რკინა და თუთია, სპილენძისა და ფოსფორის მარილები, ასევე პექტინური ნივთიერებები, რომლებიც ყაბზობის (გაუვალობის) დროს ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს.

136
თემები:
სასარგებლო რჩევები (449)
ბიჭუნა სტომატოლოგთან

უშედეგო და ზოგჯერ საშიშიც: კბილების მკურნალობა ხალხური მეთოდებით - ექიმი გირჩევთ

25
(განახლებულია 15:50 25.01.2021)
უმაღლესი კატეგორიის სტომატოლოგმა კბილების მკურნალობის ხუთი ყველაზე პოპულარული ხალხური მეთოდი განიხილა და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები განმარტა

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კბილების მკურნალობის ხალხური საშუალებები საკმაოდ მრავალფეროვანია. ინტერნეტში უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელთაგან ბევრი ექიმ-სტომატოლოგებში ნამდვილ შოკსა და შეძრწუნებას იწვევს.

„ხალხური საშუალებები კბილების სამკურნალოდ— უკვე ეს ერთი ფრაზაც კი უჩქარებს სტომატოლოგს გულს. პაციენტებს თვითმკურნალობის მცდელობა კი არ დაეხმარება, არამედ, უარეს შემთხვევაში, სამწუხარო შედეგებსაც გამოიწვევს“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის სტომატოლოგი  ნატალია კადკალოვა.

სპეციალისტმა ცალ–ცალკე განიხილა კბილების მკურნალობის ყველაზე პოპულარული ხალხური მეთოდები და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები განმარტა.

სოდის გამოვლება

ადამიანები სოდას ხშირად ივლებენ პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს. მაგრამ კადკალოვას თქმით, ასეთი ექსპერიმენტები არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საშიშიცაა.

„იმის გასაგებად, თუ რამდენად საშიშია სოდის გამოვლება, საკმარისია წარმოიდგინოთ, როგორ მოქმედებს სოდა ცომზე. პირის ღრუს ანთებითი ქსოვილები ანალოგიურად რეაგირებს სოდაზე. შეშუპება იზრდება და ჩვენ არ ვიცით, ეს ყველაფერი რით დამთავრდება. თუმცა შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ კარგით არაფრით“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის სტომატოლოგი.

ნიორი ტკივილის გასაყუჩებლად

კიდევ ერთი გავრცელებული რეცეპტია ნივრის მტკივნეულ კბილზე დადება. არსებობს მოსაზრება, რომ მასში შემავალი ფიტონციდები სასიკეთოდ მოქმედებს ანთების უბანზე და იცავს ტკივილისგან.

სტომატოლოგის თქმით, ეს ვარიანტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ნერვის ანთება ჩააქროს კი არა, პირიქით, ნიორს შეუძლია კიდევ უფრო გააუარესოს ვითარება.

„მკურნალობის“ ამ ვარიანტს შეუძლია კიდევ ერთი გართულება — ლორწოვანი გარსის დამწვრობა გამოიწვიოს, რომელსაც ხშირად ვხვდები პრაქტიკაში. ნერვის ანთება შეუქცევადი პროცესია და ამაში დახმარება მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია. ის  დაზიანებულ ქსოვილს მოაცილებს და არხს ინფექციისგან გამორეცხავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანთება უფრო შორს წავა და სამკურნალო გახდება არა მარტო კბილი, არამედ ნივრით გამოწვეული დამწვრობაც“, —განმარტავს სპეციალისტი.

სპირტის ან არაყის საფენები

ზოგი ადამიანი კბილის ტკივილის გასაყუჩებლად და მოსარჩენად ძლიერი ალკოჰოლით — სპირტით ან არყით გაჟღენთილ საფენებს იყენებს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც იგივეა მოსალოდნელი, რაც ნივრით მკურნალობის დროს: არანაირი შვება — მხოლოდ ლორწოვანი გარსის დამწვრობა.

მცენარეული ნახარშების გამოვლება

კიდევ ერთი პოპულარული ვარიანტია პირის ღრუს გამორეცხვა მცენარეების ნახარშით. მაგალითად, გვირილას ნახარშით, რომელიც, ტრადიციულად, ძალზე ეფექტურ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად მიაჩნიათ.

ბალახეული ნახარშების სამკურნალო თვისებები ასობით წლის წინ იყო ცნობილი, ამიტომ ექიმებს მათ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“.

„არაფერი მაქვს საწინააღმდეგო პირის ღრუს სხვადასხვა მცენარეული  ხსნარებით გამოვლებისა. მაგრამ ამით შეიძლება არაფერი შეიცვალოს და ანთებითმა პროცესმა განვითარება განაგრძოს“, — ამბობს ნატალია კადკალოვა.

ეს კი იმის გამო, რომ ნაყენი ვერ აღწევს კბილის ნადების ქვეშ მიმდინარე ანთებაზე, ანუ დაზიანებულ ქსოვილამდე. თუმცა სხვა საქმეა, როდესაც მცენარეულ ნაყენს პროფესიონალური გაწმენდის შემდეგ ივლებთ — ამის შედეგად მორჩენის პროცესი ჩქარდება.

კბილების გათეთრება ლიმონით

ადამიანების დიდ ნაწილს სურს, გაითეთროს კბილები ექიმის გვერდის ავლით — იაფად ან სულაც უფასოდ. საამისოდ ხშირად იყენებენ სხვადასხვა რეცეპტურას: დაწყებული ლიმონით, დამთავრებული გაქტიურებული ნახშირით.

„მიმაჩნია, რომ ლიმონის პროცედურა ყველაზე ჰუმანურია კვერცხის ნაჭუჭით, გააქტიურებული ნახშირითა და სხვა აბრაზიებით გაწმენდასთან შედარებით, რომლებიც კბილებს კაწრავს. ლიმონის შემთხვევაში შედეგი უმნიშვნელო იქნება, მაგრამ თავს მაინც არ ავნებთ“, — განმარტა ექიმმა.

25
თემები:
ექიმი გირჩევთ
კოწახური

კოწახური სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები

40
(განახლებულია 11:23 25.01.2021)
კოწახურის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. მას დღესაც აქტიურად იყენებენ და ებრძვიან სურავანდს, ჰიპერტონიას, რადიკულიტს, კუჭ–ნაწლავის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებებს, იყენებენ კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში...

კოწახური (Berberis vulgaris) კოწახურისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. არის 3–5 მეტრი სიმაღლის ბუჩქი. აქვს ძლიერი ფესვი და გამერქნებული ფესვურები. ყლორტები მოფენილია წვეტიანი ეკლებით. ნაყოფი წითელი წაგრძელებული ფორმის კენკრაა. ყვავის მაის–ივნისში, დამწიფებას აგვისტო–სექტემბერში იწყებს. მტევნები ბუჩქებზე შუა ზამთრამდე ჰკიდია.

გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე, ტყის პირებზე მდინარის ნაპირებზე, ჭალებში, რიყეზე და სხვა. გამძლეა ყინვებისა და გვალვების მიმართ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კოწახურს სხვადასხვაგვარად უწოდებენ: მაჭი, ცაცხვ, დუცხუ, კავაღი, ცხაცხუ, ცაცხუ, ცხაცხვი, ზესხრა, ფაჩა.

კოწახურის ნაყოფს მჟავე, სასიამოვნო გემო აქვს. ის შეიცავს 5 პროცენტამდე შაქრებს, მდიდარია ორგანული მჟავებით (ლიმონის, ვაშლის, ღვინის და სხვა), სასარგებლო პექტინებით, მასში ბევრია С ვიტამინი, შეიცავს К ვიტამინს, ასევე კაროტინსა და მინერალურ მარილებს. უმწიფარ ნაყოფში არის ალკალოიდები.

ვაშლის ძმარი, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში>>

კოწახურის ფოთლები, ფესვი და ქერქი შეიცავს ალკალოიდებს, მცენარის ამ ნაწილებში ასევე არის მთრიმლავი ნოვთიერებები და ვიტამინები С და Е.

კოწახური
© Flickr / flöschen / Berberitze
კოწახური

კოწახურის თვისებების შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი – ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და ინდოეთში მას იყენებდნენ, როგორც სისხლის გამწმენდ საშუალებას. ძველი ბერძნები და რომაელები კოწახურის ნაყოფისა და ფოთლებისგან კუჭ–ნაწლავის სამკურნალო საშუალებებს, ინდოეთში ეს იყო მატონიზირებელი, მსუბუქი გამხსნელი, წყურვილის მოკვლის საშუალება. ძველ ეგვიპტეში მისი მეშვეობით იწმენდნენ სისხლს. ორგანიზმს შლაკებისგან. შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიასა და ჩინეთში კოწახურით მკურნალობდნენ სურავანდს, ავიტამინოზს, მაღალ არტერიულ წნევას, ციებ–ცხელებას. ტიბეტურ მედიცინაში მცენარისგან გამაახალგაზრდავებელ ნაყენს ამზადებდნენ.

კოწახურს ამჟამადაც ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში. სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვა დაავადებს კურნავენ. მაგალითად, გერმანიაში კოწახურით ებრძვიან არა მხოლოდ კუჭ–ნაწლავის, არამედ ფილტვების, პირის ღრუს ლორწოვან დაავადებებს. საფრანგეთში ის სიცხისა და არტერიული წნევის დამწევი საშუალებაა, ბულგარეთში კი კოწახურით რადიკულიტს ამარცხებენ; პოლონელების ავიტამინოზს ებრძვიან, ჩინეთში – სიმსივნეს.

კოწახურს აქვს ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები.

ამგვარად, ხალხურ და ასევე თანამედროვე მედიცინაში (კოწახურზე დამზადებული პრეპარატების სახით) მკურნალობენ:

თირკმელების, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს, ტუბერკულიოზს, შინაგან სისხლდენას (განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოდან სისხლდენას), ზედა სასუნთქი გზების ანთებას, სხვადასხვა ორგანოს სიმსივნეს.

წიწვოვანი მცენარეების უპირატესობა, ანუ გაიკაჟეთ ჯანმრთელობა>>

კოწახურს იყენებენ დიაბეტის დროს. რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მისი კიდევ ერთი თვისება – მცენარე მალარიით დაავადებულ ადამიანებში ზრდის ელენთას (მალარიული პლაზმოდიები კოწახურის საშუალებით სისხლში განიდევნება). ჰომეოპათიაში კოწახურზე დამწადებული პრეპარატებით კურნავენ ღვიძლის, საშარდე გზებისა და თირკმელების დაავადებებს. გამოიყენება ნიკრისის ქარის, რევმატიზმისა და წელკავის დროს.

მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ალკალოიდებს, რომელთა შორის მთავარია ბერბერინი (განსაკუთრებით ფესვსა და ქერქში). ეს ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას, ამშვიდებს, ამცირებს გულისცემას. მას იყენებენ ქოლეცისტიტის, ნაღვლის ბუშტში კენჭოვანი დაავადებებისა და ქრონიკული ჰეატიტის დროს.

ფოთლების, ნაყოფისა და ქერქისგან მზადდება ნაყენები, რომლებიც კოსმეტოლოგიაში გამოიყენება. სახლის პირობებში დამზადებული ლოსიონები აახალგაზრდავებს, აშორებს კანის დეფექტებს (პიგმენტური ლაქები, ჭორფლი, გამონაყარი), ასწორებს წვრილ ნაოჭებს, სახეს ჯანმრთელ ფერს აძლევს. ასევე კარგია კოწახური თმის მოსავლელად და ქერტლის მოსაშორებლად.

კანის გასაახალგაზრდავებლად მოამზადეთ ნაყენი შემდეგნაირად: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლი ან ხმელი კოწახურის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. ნაყენის წაისვით სახეზე დილითა და საღამოს ტონიკის სახით. შეგიძლიათ გაყინოთ პატარა კუბებად და სახე გაიწმინდოთ.

კოწახურის ნაყენი წყლულოვანი დაავადებებისა და გულისრევის დროს: აიღეთ 15–20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 200 გრამი წყალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგდადგით 40 წუთი, გადაწურეთ და გააზავეთ ანადუღარ წყალში, ისე, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ ნაყენი ყოველდღე, დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზი.

კოწახურის ნაყენი, როგორც ნაღვლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება: აიღეთ 30–40 გრამი მცენარის დაქუცმაცებული ნაყოფი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და საწყისი მოცულობის მისაღებად შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი ჭიქის ოდენობით.

ხახვი – ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება>>

კოწახურის უკუჩვენებები: ალკალოიდების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო კოწახური სუსტ შხამიან მცენარეებს განეკუთვნება, ამიტომ მისი დიდი ხნით და უკონტროლოდ გამოყენება არ შეიძლება.

ასევე არ შეიძლება მისი მიღება ორსულებისთვის, ხოლო მცენარის მწვანე ნაყოფი შხამიანია, და მისი გამოყენება საერთოდ არ შეიძლება.

40
თემები:
სასარგებლო რჩევები (449)
გიორგი ფხაკაძე

ფხაკაძე: 2023 წლამდე  ჩვენ  ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს

0
(განახლებულია 15:52 25.01.2021)
გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე საუბრობს და ამბობს, რომ პანდემია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ფხაკაძე: 2023 წლამდე ჩვენ ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს
„ეს ვირუსი კიდევ დიდხანს იქნება.  ვაქცინაციის პროგრამა 2023 წლამდეა გაწერილი. ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ღია, გამჭირვალე საუბარი მოქალაქეებთან.  არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ერთ თვეში, ან ორ თვეში ყველაფერი კარგად იქნება და გაიხსნება ქვეყანა.  არაფერი არ გაიხსნება. რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ჩვენ ვიცით, რომ 2023 წლამდე მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება“, -ამბობს ფხაკაძე.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი სიმართლისთვის თვალებში შეხედვაა და ეს სიმართლე სამედიცინო პირბადეა ( მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო, აკრძალული უნდა იყოს სხვა სახის პირბადეების გაყიდვა),  ჰიგიენისა და  ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, სადაც შესაძლებელია.

 

0