ახალგაზრდა ქალი წყალთან

დღეში რამდენჯერ უნდა დაიბანოთ სახე: ცნობილია უსაფრთხო რაოდენობა

274
(განახლებულია 22:15 18.12.2020)
სახის მოვლის ცნობილი ბრიტანელი ექსპერტები და ბრენდების დამაარსებლები განმარტავენ, რა სიხშირით და დღის რომელ მონაკვეთში უნდა დაიბანოთ სახე

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. სახის კანის მოვლის ბრიტანელმა სპეციალისტებმა დაბანის ოპტიმალური სიხშირე დაადგინეს, მათ რეკომენდაციებს გამოცემა The Sun-ი აქვეყნებს.

სპეციალისტების თქმით, დასაბანი საშუალებების დღეში რამდენჯერმე გამოყენებას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლისა. ამასთან ექსპერტების აზრით, დილით სახის დაბანა სრულიად ზედმეტია, ვინაიდან ღამით გაწმენდის შემდეგ ის ვერ ასწრებს გაჭუჭყიანებას.

„თუ ცხიმიანი ან აკნესადმი მიდრეკილი კანი გაქვთ, აარჩიეთ სალიცილის მჟავის შემცველი საშუალება და სახე დღეში მხოლოდ ერთხელ დაიბანეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი გამოშრება და გაღიზიანდება“, — გვირჩევს კეიტ სომერვილი, სახის მოვლის სპეციალისტი და ბრენდ A-list-ის დამფუძნებელი.

ბრენდ Monaster-ის დამაარსებელმა ათენა ჰიუიტმა თავის მხრივ  დასძინა, რომ სახის დილით დაბანის აუცილებლობა არ არსებობს.

  • „ჩვენი ორგანიზმის მიერ წარმოებული ბუნებრივი ცხიმი სასარგებლოა კანისთვის — ის უზრუნველყოფს გარე ფაქტორებისგან დამცავ ბარიერს“, — აცხადებს ექსპერტი.

გარდა ამისა, კოსმეტოლოგები ალისა ჯენკინსი და დევიდ ჯეკი გვირჩევენ, კანის პილინგი კვირაში ორ-სამჯერ ჩავიტაროთ. მათი თქმით, ეს არა მარტო აშორებს მკვდარ უჯრედებს და სახეს უფრო ნათელს ხდის, არამედ დამატენიანებელი და მზისგან დამცავი კრემების უკეთ ათვისებასაც უწყობს ხელს.

 

274
თემები:
სასარგებლო რჩევები (500)
წარბები

თუ წარბები გითხელდებათ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი: ექიმი გირჩევთ

117
(განახლებულია 19:14 14.04.2021)
ამერიკელი დერმატოლოგი ჩამოთვლის იმ სერიოზულ დაავადებებს, რომლებზეც წარბების ცვენა-შეთხელება შეიძლება მიანიშნებდეს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის გავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.

ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, ჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.

117
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალშობილი დედასთან

ჩვილის სწრაფად დაძინების უებარი მეთოდი: იმიტაციის ეფექტი

175
(განახლებულია 17:28 13.04.2021)
იმისათვის, რომ ჩვილმა სწრაფად და უპრობლემოდ დაიძინოს, არც თავად გაღიზიანდეს და არც მშობლები გადაღალოს, ერთ უებარ მეთოდს გთავაზობთ

ახალგაზრდა მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ ბავშვის დაწყნარება და დაძინება.

მათ დასახმარებლად პედიატრის რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც მეტად საჭირო და ეფექტურ გამოცდილებას უზიარებს მშობლებს.

თუმცა მანამდე იმ სავარაუდო მიზეზებს გაგაცნობთ, როს გამოც შესაძლოა არ იძინებდეს ბავშვი.

ესენია:

  • ძილთან დაკავშირებული მკაფიოდ განსაზღვრული რიტუალების არარსებობა;
  • ძილის წინ აქტივობა და ბავშვის ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთვა;
  • ჯანმრთელობის პრობლემები;
  • ყურადღებისა და მზრუნველობის უკმარისობა;
  • ძილისთვის შეუსაბამო ვითარება.

პედიატრის მეთოდი ორი ბოლო პუნქტის სწრაფად განეიტრალება-აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. სცადეთ და დარწმუნდებით.

​ამისათვის აიღეთ პირსახოცი, ზომით 120X60 სმ და დაახვიეთ რულონივით;

შემდეგ დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა მხარეზე და შემოახვიეთ რულონი ისე, რომ პირსახოცი ბავშვის ფეხებშუა გატარდეს და ორივე ბოლო კისრისა და თავქვეშ მოექცეს (როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები);

ამის მერე უსვით ხელი ბავშვს ზურგზე, რათა თქვენი შეხება იგრძნოს... და ორიოდე წუთში პატარა ფშვინვას ამოუშვებს.

საქმე ისაა, რომ პირსახოცის „ბუდე“ დედის მკერდში ჩახუტების იმიტაციას ქმნის, სადაც პატარა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ „მოწყობილობაში“ ბავშვი სწრაფად იძინებს. 

175
თემები:
ექიმი გირჩევთ
უცხოეთში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი

მოსკოვში ქართული ცეკვის ფესტივალი გაიმართება

0
(განახლებულია 09:09 16.04.2021)
ღონისძიება უცხოეთში ქართული ხალხური საცეკვაო ხელოვნების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ქართული ცეკვის ფესტივალი მოსკოვის დიდ საკონცერტო დარბაზ Космос–ში 22–29 აპრილს გაიმართება, ნათქვამია „რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ- კულტურული ავტონომიის“ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

ღონისძიების ორგანიზატორია  ქართულ–რუსული ურთიერთობების განვითარებისა და აღორძინების ფონდის კულტურის დეპარტამენტი. ფესტივალი ეძღვნება რუსეთისა და საქართველოს გამოჩენილ ქორეოგრაფ გივი ციმაკურიძის იუბილეს და ცეკვების საერთაშორისო დღეს.

საკონცერტო დარბაზის სცენაზე მოსკოვისა და მოსკოვის ოლქში არსებული 15–მდე ქართული ქორეოგრაფიული კოლექტივი წარდგება.

კონცერტი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ფესტივალზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ–რეგისტრაცია. კონცერტზე დასასწრები ადგილები შეზღუდულია.

0