თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. არასწორი კვების გამო ადამიანის ორგანოებიდან ყველაზე იოლად ტვინი ზიანდება, აცხადებს კორნელის უნივერსიტეტის სწავლული ლიზა მოსკონი.
მისი თქმით, პროდუქტები, რომლებიც ცხოველური წარმოშობის ნაჯერ ცხიმებს შეიცავენ, ზრდის არა მარტო გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, არამედ კოგნიტიური პრობლემების განვითარების რისკსაც.
„როდესაც ცხიმიან ან ტკბილ საკვებს ვიღებთ, როგორც წესი, გვეუფლება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მოთენთილობა, ძილიანობა, გონების დაბინდვა. და ეს სიმპტომები აღმოცენდება არა კუჭში, არამედ თავის ტვინში“, — ამბობს სპეციალისტი.
გარდა ამისა, მოსკონის თქმით, ასეთმა რაციონმა შეიძლება ტვინს ფუნქციური და სტრუქტურული ელემენტები დააკარგვინოს და ის უფრო დაუცველი გახადოს დაბერებისა და დემენციისგან.
ნეგატიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ექიმი გვირჩევს, საკვებად ანტიოქსიდანტებით მდიდარი, მათ შორის C და E ვიტამინების, ბეტა-კაროტინის, ომეგა-3 ცხიმმჟავებითა და ანთების საწინააღმდეგო B ვიტამინების შემცველი პროდუქტები მივიღოთ.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კბილებზე ნადები, რომელიც წებოვან ფირს ჰგავს, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, განუცხადა ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ტეილორმა გამოცემა Express-ს.
მან განმარტა, რომ ამ ტიპის ნადები შედგება ცხიმისგან, ქოლესტერინისგან, კალციუმისგან და სისხლში შემავალი სხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც არტერიებში გროვდება. ეს ცხიმოვანი ნალექი, რომელიც ათეროსკლეროზის სახელითაა ცნობილი, არის გულის დაავადებებისა და გულის შეტევების მკვებავი გარემო და ასევე მათი მახასიათებელი.
გარდა ამისა, პროფესორი განმარტავს, რომ თუ ადამიანი პირში უჩვეულო მჟავე გემოს შეამჩნევს, ეს შეიძლება სიგნალიც კი იყოს.
გარდა ამისა, ღრძილების დაავადებამ ან პაროდონტიტმა შეიძლება გულის დაავადება გამოიწვიოს, რადგან პირის ღრუში არსებული „ცუდი“ ბაქტერიების გროვა შეიძლება სისხლნაკადში მოხვდეს.
„პირი სავსეა როგორც კარგი, ისე ცუდი ბაქტერიებით. ცუდი ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება სისხლში მოხვდეს და სისხლძარღვების ანთება გამოიწვიოს, რასაც შედეგად შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოჰყვეს“, — ამბობს პროფესორი.
ადამ ტეილორის აღნიშნავს, რომ გულის შეტევის სიმპტომი ასევე შეიძლება იყოს ტკივილი ყბაში, რომელიც შეიძლება კბილის ძლიერ ტკივილად მივიჩნიოთ.
მანამდე კორეელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ კბილების რეგულარულ გამოხეხვასა და გულის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მათი კვლევის თანახმად, პირის ღრუს გამუდმებული მოვლა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.
თემა საკმაოდ რთულია და სათუთი. ამაზე საუბარი ყველას გვიჭირს, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მშობლებს ამერიკელი ტრენერების რჩევები შევთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან.
„ცუდი ბიძია“ შესაძლოა ძალიან ახლობელი, კარგად ნაცნობი ადამიანი გამოდგეს. მოძალადეები ძირითადად ის უფროსები არიან, რომლებსაც ბავშვები იცნობენ და ენდობიან, ვისთანაც კარგი დამოკიდებულების გაფუჭებისა ეშინიათ, ვისაც მათი დაშინება და დაშანტაჟება შეუძლია.
უფროსის მხრიდან ზედმეტი ყურადღების გამოვლენას, მაგალითად, საჩუქრებს, თავსა და ზურგზე ხელის მოფერებით გადასმას.
ქცევისა და ემოციური მდგომარეობის უჩვეულო და მკვეთრმა ცვლილებამ. მაგალითად – დეპრესიამ, აუხსნელმა აგრესიამ, ღამეულმა კოშმარებმა, ცხოველებისადმი სისასტიკემ, საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტრავმების მიყენებამ, ცეცხლის წაკიდების მცდელობებმა, მოუსვენრობამ, ქრონიკულმა კუჭის ან თავის ტკივილებმა, სექსუალურმა ქცევებმა და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელმა ლექსიკამ.
იყო შემთხვევა, როდესაც სწორედ ნახატების მეშვეობით „გასცა“ 5 წლის გოგონამ საკუთარი მოძალადე აღმზრდელი – ეკლესიასთან არსებული საბავშვო ბაღის 56 წლის მასწავლებელი.
თუ ისე მოხდა, რომ, ვთქვათ, ოთახში შეხვედით და დაინახეთ, რომ თქვენი შვილი იქ რომელიღაც უფროსთან ერთადაა მარტო და ამის გამო გულის სიღრმეში უსიამო ეჭვი გაგიჩნდათ, ბავშვი კი არ გამოარიდოთ იქაურობას, არამედ მტკიცედ, მოურიდებლად და ტაქტიანად უთხარით უფროსს, რომ შვილს უფროს ადამიანებთან მარტო დარჩენის უფლებას არ აძლევთ!
ამით თქვენ სიგნალს გზავნით, რომ ყურადღებიანი მშობელი ბრძანდებით. თუ ადამიანი ნორმალურია, აუცილებლად გაგიგებთ. თუ თქვენი ეჭვი მცდარი აღმოჩნდა, მაინცდამაინც უხერხულად ნუ იგრძნობთ თავს. ჯობს შეცდეთ და მავანმა იწყინოს კიდეც თქვენი სიტყვები, ვიდრე თქვენს შვილს უბედურება შეემთხვეს და სიცოცხლის ბოლომდე მძიმედ ტრავმირებულმა იცხოვროს.
საქართველოში პედოფილების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება
ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ მსგავსი საშინელება მაინც მოხდა და ბავშვი შეეცდება გიამბოთ ყველაფერი, ეცადეთ, გააკონტროლოთ საკუთარი რეაქცია. მწვავედ რეაგირებამ შესაძლოა ბავშვი კიდევ მეტად დააფრთხოს და დააშინოს.
რაც მთავარზე უმთავრესია — ეს ისაა, რომ კარგად გაიცნოთ საკუთარი შვილი, ხშირად ესაუბროთ გულახდილად და აგრძნობინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარეს იქნებით.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ალჟირის ხელისუფლება იანვარში ანტიკოვიდური რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ დაახლოებით 500 ათას დოზას ელოდება, იუწყება РИА Новости ქვეყანაში კორონავირუსის ზედამხედველობის კომიტეტის წარმომადგენელ ჯამალ ფურარზე დაყრდნობით.
„მოსახლეობის ვაქცინაციას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებისთანავე დავიწყებთ“, — განუცხადა ფურარმა ალჟირულ რადიოსადგურ Chaine 2–ს.
ჩინოვნიკის თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში დაახლოებით რვა ათასი სავაქცინაციო პუნქტია მომზადებული, თუმცა მათი რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
ფურარი ხაზს უსვამს, რომ ალჟირის მიერ შერჩეული პრეპარატები „უსაფრთხოა და ეფექტური“. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობის 60–70%-ის აცრას გეგმავს, რათა კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მიაღწიოს, და იქვე განმარტა, რომ ბავშვები არ აიცრებიან.
გარდა რუსეთისა, ჩინოვნიკის თქმით, ალჟირის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის ჩინელ მწარმოებლებთანაც.
ალჟირი 2020 წლის 10 დეკემბერს პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, სადაც ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დარეგისტრირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, COVID-19–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 103 ათას კაცს აჭარბებს, საიდანაც 70 ათასი განიკურნა, ხოლო 2836 გარდაიცვალა.