მსუქანი ადამიანები

ცხიმები რომ არ ჩაგილაგდეთ, ვარჯიში სულაც არ არის საჭირო: დასახელდა მარტივი მეთოდი

129
(განახლებულია 18:15 27.10.2020)
მანამდე დიეტოლოგმა დაასახელა ბოსტნეული, რომელიც ჯანსაღი კვების საფუძვლად მიიჩნევა, თუმცა გარკვეულ პირობებში ისინი შეიძლება ორგანიზმის უბოროტეს მტრად იქცეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ჩვეულებრივი გასეირნება ცხიმების წვის ეფექტური საშუალებაა, თუ ამისთვის შესაფერის დროს შეარჩევთ, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

დიეტოლოგის თქმით, დანაყრების შემდეგ ადამიანებს წამოწოლისა და დაძინების სურვილი უჩნდებათ. მაგრამ თუ სურვილს აჰყვებით, გვერდებსა და სხვა ადგილებში ცხიმების ჩალაგებას თავიდან ვერ აირიდებთ. ამიტომ ჭამის დროს მიღებული ზედმეტი კალორიები ჩვეულებრივი სეირნობით უნდა დაწვათ.

„ჭამის შემდეგ ჯდომა არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გახვიდეთ გარეთ და შეეცადოთ დაწვათ მიღებული ენერგია. ამით კარგად ორთქლდება ალკოჰოლიც. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ მოძრაობა აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს, ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს მრავალი ფერმენტის გამომუშავებას, საკვები უფრო სწრაფად მონელდება და ცხიმიც არც ისე აქტიურად ჩაგილაგდებათ სხეულში“, — ამბობს დიეტოლოგი.

სოლომატინას განმარტებით, ხანმოკლე და აუჩქარებელი სეირნობა ზედმეტად შეჭმულ ღვეზელს ბოლომდე ვერ „დაწვავს“, მაგრამ უხვი ტრაპეზის შემდეგ აქტიური ფიზიკური ვარჯიშიც სრულიად მიუღებელია. ასეთ დროს საკმარისია ისეთი დატვირთვა, რომელიც ნორმალურ ტემპში სიარულით მიიღება.

„თუ ჩვეულებრივად ზომიერად იკვებებით, ჭამთ ნორმალურ საკვებს და არ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, მაშინ სეირნობა ყოველთვის სასარგებლოა. ეს არ უნდა იყოს მძიმე ვარჯიშები სპორტდარბაზში. თუ კარგად და ნოყიერად დანაყრდით, არ შეიძლება რომელიმე აქტიური სახეობის ვარჯიშის მაშინვე დაწყება, აი, ნორმალური ტემპით სიარული კი არ გავნებთ“, — განმარტა ელენა სოლომატინამ.

მანამდე დიეტოლოგმა დაასახელა ბოსტნეული, რომელიც ჯანსაღი კვების საფუძვლად მიიჩნევა, თუმცა გარკევულ პირობებში ისინი შეიძლება ორგანიზმის უბოროტეს მტრად იქცეს.

129
თემები:
სასარგებლო რჩევები (363)
ვიტამინის აბები

თავიდან შეუმჩნეველია: დადგინდა D ვიტამინის დეფიციტის „ღამის“ სიმპტომი

135
(განახლებულია 18:21 26.11.2020)
ბრიტანელი სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება თავიდან სიმპტომების გარეშე ვითარდებოდეს.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ორგანიზმში D ვიტამინის უკმარისობაზე შეიძლება მიუთითებდეს ღამღამობით მღრღნელი ტკივილები, იუწყება გამოცემა Express ბრიტანელ ექიმებზე დაყრდნობით.

მედიკოსების თქმით, ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ყრუ, მტანჯველ ტკივილებს მენჯისა და წელის არეში, ასევე ფეხებში, თეძოებსა და ნეკნებში. ტკივილები განსაკუთრებით ძლიერდება ღამით ან ძვლებზე დაწოლის დროს.

ექიმების განმარტებით, D ვიტამინის დეფიციტის ძირითადი გამოვლინება — ძვლების შესამჩნევი დარბილებაა.

ამასთან სპეციალსტები ხაზს უსვამენ, რომ ადრეულ ეტაპზე D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება სიმპტომების გამოვლენის გარეშე განვითარდეს და მისი დადგენა მხოლოდ რენტგენის ან დიაგნოსტიკური კვლევების საშუალებით მოხდეს.

ვიტამინი D ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჯგუფში შედის. მისი მთავარი დანიშნულება ადამიანის ორგანიზმში საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის წვრილ ნაწლავში შეწოვის უზრუნველყოფაა.

135
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ახალგაზრდა ქალი ისხამს სუნამოს

როგორ აღვიდგინოთ ყნოსვა COVID-19-ის შემდეგ: მარტივი ხერხი პარფიუმერისგან

91
(განახლებულია 17:14 26.11.2020)
„სუნების სპეციალისტი“ ასახელებს მეთოდს, რომელიც ეფექტურად დაეხმარება კორონაგადატანილ ადამიანებს ყნოსვის აღდგენაში.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პროფესიონალი პარფიუმერების ზოგი ხერხი დაეხმარება COVID-19 გადატანილ ადამიანებს, დაიბრუნონ სუნების აღქმა, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ექსპერტმა ვერონიკა ბრუხოვეცკაიამ.

ექსპერტის თქმით, ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომად მიიჩნევა. ზოგ ადამიანს სუნების აღქმის უნარი რამდენიმე დღეში აღუდგება, სხვებისთვის კი ეს პროცესი თვეების განმავლობაში იწელება. ამასთან, ადამიანები შეიძლება სუნის დამახინჯებულ შეგრძნებას უჩიოდნენ. ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ ტექნიკა, რომელსაც პარფიუმერები ყნოსვითი მეხსიერების გასავარჯიშებლად იყენებენ.

„საჭიროა ივარჯიშოთ არომატების შესწავლაზე — თუნდაც უცნობზე. თუმცა ახლა ჯობს ეს უკვე ნაცნობ და ჩვეულ სუნებზე გააკეთოთ. გამოდგება ყველაფერი, რასაც სამზარეულოში მოიძიებთ: ფორთოხალი, მანდარინი, სანელებლები, მუსკატის კაკალი, დარიჩინი და ა.შ. დღის განმავლობაში აიღეთ და დაყნოსეთ ისინი, თან გაიხსენეთ, როგორი სუნი აქვთ მათ და ყურადღება მიაქციეთ აღძრულ განცდებს. ასე ვითარდება ყნოსვითი მეხსიერება. თუ კორონავირუსის დროს ყნოსვა დაკარგეთ, სწორედ ამ გზით შეგიძლიათ ტვინის ნეირონული ქსელები აღადგინოთ, რაც სუნების აღქმის აღდგენაშიც დაგეხმარებათ“, — განმარტა პარფიუმერმა.

მისი თქმით, ყნოსვის დაკარგვა ძალიან უსიამოვნო, თუმცა მაინც ასატანი მომენტია ადამიანთა უმეტესობისთვის. აი, პროფესიონალებისთვის კი აუცილებელი სამუშაო ინსტრუმენტის დაკარგვას ნიშნავს. იმისათვის, რომ ასეთ სიტუაციაში არ მოხვდნენ, პარფიუმერები დაცვის საკუთარ მეთოდს იყენებენ.

ბრუხოვეცკაიას განმარტებით, „ეს მოითხოვს მეტ ურთიერთქმედებას ეთერზეთებთან, რომლებიც კარგი საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად და პროფილაქტიკისთვის“.

 

91
თემები:
სასარგებლო რჩევები (363)
ფიტნეს-დარბაზი

პანდემიის პირობებში ფიზიკური აქტივობის აუცილებელი მინიმუმი: ჯანმომ რეკომენდაციები შეცვალა

0
(განახლებულია 00:09 27.11.2020)
როგორც ორგანიზაციაში ამტკიცებენ, მსოფლიოს მოსახლეობა უფრო აქტიური რომ ყოფილიყო, ყოველწლიურად პლანეტაზე 5 მილიონი სიკვდილით ნაკლები დაფიქსირდებოდა

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით ფიზიკური აქტივობის ნორმების მიხედვით რეკომენდაციები შეცვალა, იუწყება РИА Новости.

ჯანმოს ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ზრდასრული ადამიანებისთვის, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის კვირის განმავლობაში რეკომენდებულია სულ მცირე 150-300 წუთით საშუალო ინტენსივობის აქტიურობა. ბავშვებისა და მოზარდებისთვის კი დღეში საშუალო ან მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები 60 წუთის განმავლობაში.

ხანდაზმულ ადამიანებს (65 და მეტი წლის ასაკის) ეძლევა რეკომენდაცია გამოიყენონ აქტივობების ისეთი ტიპები, რომლებიც ხელს უწყობენ წონასწორობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, ასევე კუნთების გამაგრებას.

„რეგულარულ ფიზიკური აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკისთვის და გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებათა, მეორე ტიპის დიაბეტის და კიბოს მკურნალობის ხელშეწყობისას, ასევე დეპრესიის და შფოთვის სიმპტომების შემცირების, კოგნიტიური უნარების დაქვეითების შენელების, მეხსიერების გაუმჯობესების და ტვინის ჯანმრთელობის გაძლიერებისათვის“, - აღნიშნავს ჯანმო.

როგორც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, ფიზიკურ აქტივობას ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია - ეს ცხოვრების გახანგრძლივებას და ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„ყველა მოძრაობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში ვცხოვრობთ. ყველამ ყოველდღე უნდა ვიმოძრაოთ, უსაფრთხოდ და შემოქმედებითად“, - ციტირებს მის სიტყვებს ჯანმო.

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა და შეიძლება შესრულდეს როგორც სამუშაოს, სპორტისა და დასვენებისა ან გადაადგილების (სიარული, ველოსიპედით გადაადგილება) ნაწილი, ისე ცეკვების, თამაშების ან ყოველდღიური საშინაო საქმეების დროს, მაგალითად მუშაობა ბაღში და დალაგება.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში