დიეტა

სწორი წონის „ტარიფი“, ანუ ან დაიკლებთ, ან არა

69
(განახლებულია 16:23 11.10.2020)
2012 წელს 231-მა მილიონმა ევროპელმა ესა თუ ის დიეტა სცადა. მათგან დაკლებული წონის შენარჩუნება სამუდამოდ მხოლოდ 1%-ს შეუძლია.

უმრავლესობამ, ვისაც ოდესმე დიეტა დაუცავს და ზედმეტი კილოგრამები დაუკლია, იცის, რომ დაკლებულ წონას აინაზღაურებს და, შესაძლოა, დამატებით კილოგრამებსაც გამოჰკრას ხელი.

როგორც ნეირობიოლოგი სანდრა აამოდტი მიიჩნევს, ეს ჩვენი უნებისყოფობისა და გახდომის არასაკმარისი სურვილის ბრალი არაა. მეცნიერის კვლევის თანახმად, ამაში დამნაშავე ჩვენი ტვინია.

გარკვეული საზღვრის ქვევით წონის კლების შემდეგ ვწვავთ ნაკლებ კალორიებს, ხოლო ჩვენი ტვინი საკვების მოხმარებას უფრო სასიამოვნოდ და საჭიროდ მიიჩნევს. ამ საზღვარს ჩვენს ტვინში წონის რეგულირებისთვის მოქმედი სისტემა განსაზღვრავს. სწორედ ეს სისტემა და არა ჩვენი სურვილი ან ექიმის დანიშნულება ადგენს „სწორი“ წონის „ტარიფს“, რომელიც დამოკიდებული იქნება გენეტიკასა და შეძენილ გამოცდილებაზე. როდესაც ვშორდებით იმ წონას, რომელსაც ჩვენი ტვინი სწორად მიიჩნევს, ის განგაშს იწყებს და წონის „ნორმაში“ დაბრუნებას ყველა საშუალებით ცდილობს. თუ თქვენ, მაგალითად, 55 კილოგრამს იწონით და გახდომას იწყებთ, ტვინს სხეულის საგანგებო მდგომარეობაზე გადაყვანა და 36 კილოგრამის ნიშნულზე აღნიშვნა შეუძლია, თუ 140 კილოგრამი ხართ — 90 კილოგრამის ნიშნულზე.

ტვინის ეს კოორდინირებული პასუხი წონის დაკლებაზე, სინამდვილეში, ამცირებს იმის ალბათობას, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს და შემდეგ ახალი წონა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს. როგორც აამოდტი აღნიშნავს, ერთი წლის განმავლობაში ზედმეტად მსუქანი მამაკაცის ნორმალურ წონაში ჩადგომის შანსია 1:1199, ხოლო ქალის — 1:676. როგორც ნეირობიოლოგი აღნიშნავს, დიეტის ინდუსტრიის დარგის ერთ-ერთ შიდა ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 2012 წელს 231-მა მილიონმა ევროპელმა ესა თუ ის დიეტა სცადა. მათგან დაკლებული წონის შენარჩუნება სამუდამოდ მხოლოდ 1%-ს შეუძლია.

ინდიელების მაგია, ანუ ჩია – ხელს უწყობს წონაში კლებას და თან უაღრესად სასარგებლოა>>

მნიშვნელობა არა აქვს, რა დიეტას იცავდით, როგორ დაიკელით წონა — ნელა თუ სწრაფად. შედეგი ერთი და იგივე იქნება: დაკარგული წონის ანაზღაურება წინა ზღვარზე ან უფრო მეტადაც. კვლევების თანახმად, დიეტაზე მყოფთა 41%-მა ხუთ წელიწადში დაკლებულზე მეტი კილოგრამები აინაზღაურა. ზედმეტ წონას სპორტსმენებიც „აგროვებენ“, როდესაც კარიერას ასრულებენ. გარდა ამისა, ისინი, ვინც დიეტების დახმარებით იკლებს, დიდი ალბათობით, სიმსუქნის დიაგნოზს მიიღებენ ვიდრე ისინი, ვისაც დიეტა არასდროს დაუცავს. დიეტის ერთადერთხელ დაცვა მამაკაცებისთვის გასუქების შანსებს ორჯერ ზრდის და ქალებისთვის — სამჯერ; რაც მეტია დიეტა, მით მეტია შანსებიც. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ეფექტი ყველაზე მეტად გამოხატული იმათთან იყო, ვისაც ნორმალური წონა ჰქონდა და დიეტაზე გადასვლით გახდომა დაიწყო.

რატომ არ შველის დიეტა? პირველ რიგში, იმიტომ, რომ შიმშილი — ეს სტრესია, ხოლო სტრესის დროს გამომუშავებული ჰორმონები ცხიმის წელის არეში დაგროვებას ასტიმულირებს. მეორე — კილოგრამებზე მუდმივი შფოთვა საბოლოოდ ზედმეტ ჭამასა და წონის მატებას იწვევს.

ბევრი რამაა ცნობილი მღრღნელებზე დაკვირვების შედეგად. ისინი, როგორც ადამიანები, მიდრეკილი არიან ზედმეტი ჭამისკენ, როდესაც იძულებული არიან, რიგითობით ხან იშიმშილონ, ხან კი თავისუფლად იკვებონ; ასევე, როგორც ადამიანებს, მღრღნელებს სტრესის დროს ტკბილისა და ცხიმიანის ჭამის მოთხოვნილება უჩნდებათ და ადამიანებივით, ისინიც, ბოლო 20 წლის განმავლობაში, საშუალოდ უფრო მსუქნები გახდნენ. თანაც ეს არა მხოლოდ ლაბორატორიულ, საცდელ მღრღნელებზე, არამედ ველურ ცხოველებშიც აღინიშნება. მღრღნელებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ საკვების გამეორებადი აკრძალვა დოფამინისა (კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონი) და სხვა ნეირომედიატორების გამომუშავებას ცვლის, რომლებიც მართავენ იმას, თუ როგორ რეაგირებენ ცხოველები კვებაზე. ეს ცვლილებები ტვინში შეიძლება დიდხანს დარჩეს, დიეტის დამთავრების შემდეგაც.

ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად>>

რაც შეეხება ადამიანებს, დიეტა კიდევ ერთ ცუდ რამეს გვაჩვევს. ის გვასწავლის, რომ დიეტასთან დაკავშირებული კონკრეტული წესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიმშილის რეალური გრძნობა. ხანდახან ადამიანები ჭამენ მხოლოდ იმიტომ, რომ, დიეტის დადგენილი საათებით, ჭამის დრო მოვიდა და არა იმიტომ, რომ შიმშილის გრძნობა აწუხებთ.

როგორც ცნობილია, სიმსუქნე სერიოზული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, მაგალითად მე-2 ტიპის  შაქრიანი დიაბეტის.  2013 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიაბეტით დაავადებულმა ჭარბწონიანმა ადამიანებმა, რომლებიც დიეტას იცავდნენ, მართალია, დაკარგეს ზედმეტი წონის საშუალოდ 6% ცხრა წელიწადში, მაგრამ ჰქონდათ გულის შეტევები და ინსულტები და მათი სიკვდილიანობის სიხშირე იგივე იყო, როგორიც ადამიანებისა, რომლებიც არ იყვნენ დიეტაზე. ასევე გამოქვეყნდა ბოლო კვლევის შედეგები, რომ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში წონის კლება მათ სიკვდილიანობაზე არანაირ გავლენას არ ახდენდა. თავის მხრივ, მსუქანი ადამიანები, რომლებიც საკმარისი რაოდენობით იღებენ ბოსტნეულს და მწეველები არ არიან, იმავე ასაკში კვდებიან, როგორშიც ნორმალური წონის მქონე ადამიანები. თუ ადამიანი წონაში იკლებს და თან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდა, ეს, დიდი ალბათობით, წონის კლებას არანაირად არ უკავშირდება.

მაშ როგორ მოვიქცეთ, თუ დიეტა არ შველის? ნეირობიოლოგი მხოლოდ ერთ რჩევას გვაძლევს და რჩევა არცთუ ორიგინალურია — ჭკვიანურად უნდა ვიკვებოთ. არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ შიმშილის გრძნობა ისევე, როგორც არ უნდა უგულებელვყოთ სიმაძღრის შეგრძნება. მხოლოდ ასე შეგვიძლია ხელახლა ვასწავლოთ ტვინსა და მის წონაზე პასუხისმგებელ სისტემას, გაიგოს, რამდენი საკვები გვჭირდება. ამასთან, სპეციალისტი არ გვპირდება, რომ გონივრულობა საკვების მიღების დროს წონის დაკლებაში დაგვეხმარება. „ან დაიკლებთ, ან არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სტაბილური წონის შესანარჩუნებლად ისე, რომ ჭამაზე უარი არ თქვათ, მძლავრი იარაღია“.

დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს>>

P.S. რთული საკითხია არა? ყველგან წერია, ყველგანს ისმის: ჭარბი წონა მავნებელია ორგანიზმისთვის! დაიკელით წონაში და ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ! მაღალი წნევა გაწუხებთ? სიმსუქნის ბრალია! გული გაწუხებთ? სიმსუქნის ბრალია! რაც გაწუხებთ, მოკლედ, ყველაფერი სიმსუქნის ბრალია! განაჩენი — თუ გინდათ, ჯანმრთელი იყოთ, დაიკელით წონაში. ახლა ნეირობიოლოგი გვიმტკიცებს, გინდ დაიკელით და გინდ — არა, გინდ დიეტა დაიცავით და გინდ — არა, სულერთია, მაინც მაშინ მოკვდებით, როცა „საჭირო“ იქნება. ექიმებისა და სპეციალისტების არ ვიცი, მაგრამ პირადად მე გირჩევთ: თუ კარგად გრძნობთ თავს, თქვენი წონა არ გაწუხებთ, არ გიჭირთ ფიზიკური აქტიობა, კარგად მოძრაობთ, კიბეზე ადვილად ადიხართ და ა. შ., ეს ნიშნავს, რომ კარგად ხართ, თუ გაწუხებთ სიმსუქნე, მაშინ დაიკელით წონაში, ოღონდ გაითვალისწინეთ — არ იშიმშილოთ! და კიდევ ერთი — მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა იყოთ!
ან, შეიძლება გაგიმართლოთ და იმ ბედნიერ 1%-ში მოხვდეთ!

69
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
კვერცხი პომიდვრით

ექვსი საათის შემდეგ შიმშილი აუცილებელი არ არის: დიეტოლოგი დასაშვებ ვახშამს ასახელებს

84
(განახლებულია 20:55 28.10.2020)
ცნობილმა დიეტოლოგმა საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ ჩამოთვალა, რაც დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც ძილის წინ არის შესაძლებელი ისე, რომ წონას, ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმას ზიანი არ მიადგეს, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის დიეტოლოგი ნატალია პუგაჩოვა.

ექიმის თქმით, 18:00 საათის შემდეგ ჭამაზე სრული უარის თქმა არ ღირს. წასახემსებლად (დაძინებამდე საათ-ნახევრით ადრე) იდეალურია ერთი მუჭა კაკალი (ნუში, ფისტა) ან გოგრის თესლი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიმე კივი ან ჭიქა იოგურტი.

გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ მოხარშული კვერცხი ან ომლეტი სალათის ფოთლებით, ბულგარული წიწაკით ან პომიდვრით, მთელმარცვლოვანი ორცხობილები ჰუმუსით, ფეტა ან მოხარშული ქათმის ნაჭრები (ორი-სამი პატარა ნაჭერი), ჭიქა ალუბალი ან მარწყვი, თუნდაც ყველის პატარა ნაჭრით (დაახლოებით 25 გრამი), უცხიმო რძისა და კენკრის ან ანანასის სმუზი.

„ძილის წინ მთელმარცვლოვანი ცხელი ფაფაც კი, 10-12 მარცვალი ქიშმიშითა და დარიჩინით, არ დაგაზარალებთ. ფინჯანი თბილი მცენარეული ჩაი კი შესანიშნავად შეავსებს გვიან ტრაპეზს“, — განმარტა პუგაჩოვამ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ესპანელმა დიეტოლოგმა დაასახელა პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოდ მიიჩნევა, მაგრამ ისინი წონის დაკლებას ხელს უშლის.

84
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
სიგარეტის მოწევის ამკრძალავი ნიშანი

შეამოწმეთ საკუთარ თავზე: რა ხდება მოწევის „გადაგდების“ შემდეგ მოკლე ეტაპები

92
(განახლებულია 16:12 28.10.2020)
ფსიქიატრ-ნარკოლოგმა პერიოდებად დაყო სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები და პოპულარულ ენაზე განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სიგარეტზე უარის თქმით თქვენ არა მარტო დაზოგავთ ფულს, არამედ ცელულიტსაც მოიცილებთ, აცხადებს ფსიქიატრ-ნარკოლოგი ვიქტორია კოვალიოვა და განმარტავს, რამდენად სწრაფად შეიცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის აღდგება ფილტვები, თუ მავნე ჩვევას თავს დააღწევთ.

სპეციალისტმა პერიოდებად დაყო მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები, ცალ-ცალკე აღწერა ისინი და განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში. 

ოცდაოთხი საათი

უჯრედებს მხოლოდ ერთი დღე-ღამე სჭირდება ნახშირბადის მონოქსიდისგან თავის დასაღწევად და ჟანგბადის სწრაფად ასათვისებლად. დღე-ღამის განმავლობაში ორგანიზმი თავადვე გაიწმინდება ნიკოტინისგან. თუ დიდი ხანია ეწევით, სავარაუდოდ, იგრძნობთ მოთენთილობას, ძილიანობას, თავბრუხვევას.

ორი–თერთმეტი დღე

ჩნდება მოწევის გაუქმების სინდრომი: გაღიზიანებადობა და მომატებული მადა. ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებელი „ყველაფერს გამოისყიდის“: უკვე ამ ეტაპზე ფილტვებიდან მძიმე ლითონების მარილები გამოდის. შეიძლება ამოიღოთ მუქი ფერის ნახველი.

„ამ დროს ცუდ განწყობასთან გამკლავება უფრო გაგიიოლდებათ, თუ რაციონიდან შემწვარ და ცხიმიან საკვებს გამორიცხავთ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოწევის გამო გაქვთ ჩვევა, რაღაც გქონდეთ პირში, გაუცნობიერებლად იწყებთ ხშირად ჭამას. ამის გამო თავიდან შეიძლება ზედმეტი წონა აკრიფოთ. ეს რომ არ მოხდეს, მზესუმზირისა თუ ორცხობილების ნაცვლად გამოიყენეთ უშაქრო ლოლიპები (ყინულკარამელი), სვით მეტი სითხე — სუფთა ან ლიმონიანი წყალი“, – ამბობს სპეციალისტი.

ფსიქიატრ-ნარკოლოგის თქმით, უნიკოტინოდ გატარებული უკვე პირველი კვირის ბოლოს შეამჩნევთ, რომ საკვები უფრო გემრიელი გახდა, წნევა ნორმას დაუბრუნდა, ნაწლავები უკეთესად მუშაობს (შვიდი დღის განმავლობაში ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედები განახლებას ასწრებს). ამ ეტაპზე ვიტამინებიც უკეთ შეიწოვება.

თორმეტი-ოცდაათი დღე

ამ პერიოდში მწეველის ხველა უფრო რბილი ხდება. ორგანიზმის მედეგობა ვირუსების მიმართ იზრდება, ინფექციის მიღების რისკი უკვე ნაკლებია. საქმე ისაა, რომ მოწევა პნევმონიისა და ფილტვების სხვა პრობლემების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

გარდა ამისა, მეტაბოლიზმი უფრო სწრაფი ხდება და თუ ჭარბად არ იკვებებით, მაშინ ძალისხმევის გარეშე მოიცილებთ კილოგრამებს, რომლებიც მოწევის შეწყვეტის პირველ დღეებში აკრიფეთ.

ამასთან გაგიმჯობესდებათ კანის ფერიც, ვინაიდან ნიკოტინი ხელს აღარ შეუშლის კოლაგენის გამომუშავებას.

მცირე „სტაჟის“ მქონე მწეველებს ერთი თვის თავზე ეხსნებათ ნერვოზულობა და კარგავენ სიგარეტის ხელში აღების სურვილს.

ორი თვე

იკლებს არტერიული წნევა, უკეთ მუშაობს მიოკარდიუმი.

„ნორმალიზდება კანის სისხლით მომარაგება: ქრება გამონაყარი, თმა ნაკლებად ცხიმიანდება. არაღრმა ნაოჭები გლუვდება, პიგმენტური ლაქებიც იკლებს და საერთო ჯამში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით“, — ამბობს ვიქტორია კოვალიოვა.

ექიმის თქმით, თუ ძალისმიერი ვარჯიშები გიყვართ, შეამჩნევთ, რომ კუნთოვან მასას უფრო სწრაფად იძენთ — ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმმა ცილების უკეთ ათვისება დაიწყო.

სამი თვე

იწყება ფილტვების რეგენერაცია. პროცესი შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს — ეს მოწევის სტაჟზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ბევრი უკვე აღარ ახველებს.

„ბევრ ყოფილ მწეველს უქრება ცივი ხელების სინდრომი, თითის წვერების დაბუჟება. ეს ხდება იმის გამო, რომ იზრდება ყველა ქსოვილის სისხლმომარაგება და ნერვული დაბოლოებების აღდგენა“, — განმარტავს ექიმი.

ექვსი თვე-ერთი წელი

ხმაში ქრება ხრინწი, კბილის მინანქარი თეთრდება. ამ ეტაპზე ინსულტისა და ინფარქტის რისკები იკლებს, ქრება ქოშინი.

თუ ერთი წლის განმავლობაში სიგარეტის გარეშე გაძლებთ, ე.ი. უკვე ყოფილი მწეველი ხართ!

92
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
ავტობუსები თბილისში

თბილისში ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა

0
ასაკოვანი ქალი ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, #28 ავტობუსში მგზავრობისას ქალი გარდაიცვალა, აცნობეს Sputnik -საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გრანელის ქუჩაზე მოხდა.

„ასაკოვანი ქალი 28 ნომერ ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მგზავრის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში