მზე

მოემზადეთ ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხლებისთვის: ცნობილია ოქტომბრის სახიფათო დღეები

1542
(განახლებულია 12:38 19.10.2020)
როგორც ცნობილია, გეომაგნიტურ რყევებზე ყველა ადამიანი, ასე თუ ისე, რეაგირებს — ერთნი ნაკლებად, სხვებს კი სერიოზული პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მაგნიტურმა ქარიშხლებმა დედამიწას ოქტომბრის პირველსავე დღეებში შეუტია, თუმცა ყველაზე მშფოთვარე და სახიფათო დღეები თვის ბოლოსაა მოსალოდნელი, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ინსტიტუტში.   

როგორც ცნობილია, გეომაგნიტურ რყევებზე ყველა ადამიანი, ასე თუ ისე, რეაგირებს — ერთნი ნაკლებად, სხვებს კი სერიოზული პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში ყველაზე გავრცელებული სიმპტომი — თავის ტკივილებია, თუმცა არსებობს სხვა, ბევრად უსიამოვნო სიმპტომებიც. ესენია: უძილობა, გაღიზიანებადობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება, შაკიკი და სხვ.

გარდა ამისა, შემოდგომის მაგნიტური ქარიშხლები ამწვავებს დეპრესიას, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, ჩნდება ტაქიკარდია, ქოშინი და სხვ.

იმისათვის, რომ ჯანმრთელობაზე მაგნიტური ქარიშხლების გავლენა შესუსტდეს, ამისთვის წინასწარ მომზადებაა საჭირო: იძინეთ მეტი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ხშირად გაანიავეთ ოთახები, იკვებეთ ზომიერად.

2020 წლის ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხლების დღეებია:

  • 11 და 20 ოქტომბერი — მცირე სიმძლავრის გეომაგნიტური რყევები;
  • 22–24 ოქტომბერი — მოსალოდნელია სერიოზული მეტეოშეტევა, რომელიც პიკს 23 ოქტომბერს მიაღწევს. ამ დროს დედამიწას G2 დონის, ანუ შესაძლო 10-დან ხუთბალიანი გეომაგნიტური ქარიშხალი შეუტევს.
  • 29–30 ოქტომბერი — სუსტი ინტენსივობის გეომაგნიტური რყევები.
1542
თემები:
მსოფლიო დღეს (2160)
ანჯელინა ჯოლი

რა არის ბიშექტომია: დადებითი და უარყოფითი მხარეები

138
(განახლებულია 17:43 20.10.2020)
ბოლო პერიოდში ბიშექტომია, იგივე ბიშას ბალიშების ამოკვეთა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში. ბიშას ბალიშები ახალშობილ ასაკში ძუძუს  წოვის პროცესში გვეხმარებოდა, თუმცა ზრდასრულ ასაკში დამატებითი ფუნქცია აღარ გააჩნია. ამასთან ის სახეზე დიდ ადგილს იკავებს.

ბიშექტომიას მიმართავენ ქალბატონები, რათა მათი სახის ნაკვთები უფრო გამოიკვეთოს. ამ პროცედურის გაკეთების შემდეგ სახე გამხდარი ჩანს და ნაკვთებიც მეტად იკვეთება.

ამ ოპერაციისთვის არა ერთ ცნობილ ადამიანს მიუმართავს, მათ შორის არიან მოდელი ბელა ჰადიდი, ანჯელინა ჯოლი, ვიქტორია ბექემი, თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი და სხვა. შედეგი საკმაოდ შესამჩნევი და შთამბეჭდავია.

როგორ იცვლება სახის ნაკვთები ოპერაციის შემდეგ

ამ ერთი შეხედვით მარტივ პროცედურას, პატარა ჯადოქრობის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. პროცედურის შემდეგ სახეს მნიშვნელოვნად ეცვლება ფორმა: მცირდება ლოყების ზომა, იკვეთება ყვრიმალები, მცირდება ტუჩებისა და ცხვირის მიდამოებში ნაოჭების რაოდენობა.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა

პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და დაახლოებით 40-60 წუთი გრძელდება. ის დიდ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. სარეაბილიტაციო პერიოდი 3-5 დღეს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში  შეიმჩნევა შეშუპება, ამიტომ სავალდებულოა სპეციალური კომპრესიული ნიღბის ტარება.

ვის უნდა ვანდოთ ოპერაცია

ბიშექტომიის ჩატარება მხოლოდ სტერილულ საოპერაციოში უნდა მოხდეს და არა სტომატოლოგიურ ან კოსმეტოლოგიურ კაბინეტში. პროცედურა გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს – პლასტიკურმა ან ყბა-სახის ქირურგმა. სპეციალისტი გამოგკითხავთ და დაგინიშნავთ გამოკვლევებს და რაც მთავარია, სწორად შეაფასებს ბიშას ბურთულების სრული თუ ნაწილობრივი ამოკვეთა უნდა მოხდეს და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი.

ვისთვის არის დაუშვებელი ბიშექტომიის ჩატარება

ბიშექტომიის პროცედურის ჩატარება 25 წლამდე არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ ასაკამდე ქსოვილები ფორმას იცვლის და ბიშექტომიის შემთხვევაში, შეიძლება ამ ცვალებადობამ კანის ჩამოწელავა და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.

რა უარყოფითი მხარე აქვს ბიშექტომიას

ქალბატონები, რომლებმაც პროცედურა 10-15 წლის წინ ჩაიტარეს, უფრო დაღლილად გამოიყურებიან. ამის მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, რომლებიც თან ახლავს დაბერების პროცესს. თუ ნორმალურ პირობებში, დროთა განმავლობაში ეს პროცესი იწვევს ბიშას ბურთულების დეფორმაციას და ლოყების ჩავარდნას, ადრე ჩატარებული ბიშექტომიის და ბიშას ბალიშების ამოკვეთის შემთხვევაში ეს ეფექტი უფრო თვალშისაცემი ხდება.

სანამ ოპერაციას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი

შედეგი შეიძლება დროებითი იყოს, რადგან ეს ინდივიდუალურია და დიდად არის დამოკიდებული სხეულის მასის ცვალებადობაზე. შესაძლოა სახის ახალი ფორმა არ მოგიხდეთ. სახისთვის კი ადრინდელი ფორმის მიცემა საკმაოდ რთულია.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას

გახსოვდეთ, შესაძლოა ყველა ქირურგიულ პროცედურას ახლდეს გართულებები, თუ არ დაიცავთ ექიმის მითითებებს. ბიშექტომიის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს: Სისხლდენა, შეშუპება, ტკივილი სახის არეში, სითხის დაგროვება, ინფექცია და სხვა.

როდის ვიღებთ საბოლოო შედეგს

საბოლოო შედეგი შეიძლება რამდენიმე კვირაში გახდეს შესამჩნევი. ოპერაციით მიღებული შედეგი სამუდამოა, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დეტალურად მიიღეთ ინფორმაცია პლასტიკური ქირურგისგან. შეაფასეთ რისკბი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურებთ!

 

138
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
წნევის გაზომვა

მიირთვით ყოველდღე: დასახელდა ნუგბარი, რომელიც ჰიპერტონიისგან დაგიცავთ

77
(განახლებულია 21:57 20.10.2020)
სპეციალისტების თქმით, ეს პროდუქტი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. შავი შოკოლადის გამოყენება ხელს უწყობს გულისა და ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას, წერს გამოცემა Insider ექსპერტებზე დაყრდნობით.

სპეციალისტების თქმით, შავი შოკოლადი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.

გარდა ამისა, ამ ნაერთების წყალობით შოკოლადი ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და აქვეითებს „ცუდისას“. ამ გზით შავი შოკოლადი თრომბებისა და ინსულტების რისკის შემცირებაში ნაწილობრივ მონაწილეობს.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ამ ტკბილეულის მიღება ხელს უწყობს ტვინისკენ სისხლის მიდინების გაზრდასა და ჟანგბადით მისი გაჯერების მომატებას, რითიც ეხმარება ნეიროდეგენერაციული დაავადებების თავიდან აცილებაში.

გარდა ამისა, მცირე რაოდენობით შავი შოკოლადის ყოველდღიურად მიღებამ შეიძლება სასარგებლო გავლენა იქონიოს საერთო კოგნიტურ ფუნქციებზე.

77
თემები:
სასარგებლო რჩევები

ლარის კურსი 21 ოქტომბერს

0
(განახლებულია 07:57 21.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0105 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2222 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0105 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 21 ოქტომბერს



0