ატამი

ატმისა და გარგრის საფრთხეები: სახელდება დასაშვები დღიური ნორმა და კატეგორიული აკრძალვები

368
(განახლებულია 10:53 01.08.2020)
ექიმი-დიეტოლოგი განმარტავს, რა საფრთხეები ახლავს ატმისა და გარგრის დიდი რაოდენობით მიღებას, რამდენია დასაშვები დღიური ნორმა და ვის ეკრძალება ეს ხილი

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ატამი და გარგარი ძალიან სასარგებლო ხილია, მაგრამ მათი შეუზღუდავად მიღება შესაძლოა არასუსრველი შედეგებით დასრულდეს, აცხადებს ექიმი–დიეტოლოგი ინა კოკონენკო.

ექსპერტის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ატმისა და გარგრის კალორიულობა 100 გრამზე დაახლოებით 45 კკლ–ს შეადგენს, მათმა დღიურმა ნორმამ 200–300 გრამს არ უნდა გადააჭარბოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი კილოგრამების აკრეფა გამორიცხული არ არის.

გარდა ამისა, კონონენკო განმარტავს, რომ გარდა ჭარბწონიანებისა, გარგარი და ატამი არ უნდა მიირთვან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა და ასევე იმ ადამიანებმა, ვისაც კუჭის მაღალი მჟავიანობა აქვთ.

ამასთან, ექიმის თქმით, ეს ხილი სახიფათოა მათთვის, ვისაც კუჭ–ნაწლავის მწვავე დაავადებები, პანკრეატიტი და გასტრიტი აქვს.

ამასთან ინა კონონეკო განმარტავს, რა სასარგებლო თვისებები აქვს ატამსა და გარგარს და ვისთვისაა ამ ხილი მიღება სასარგებლო.

„ატამშიც და გარგარშიც ბევრი ანტიოქსიდანტი და ფლავანოიდი შედის, რომლებიც ადამიანს ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაშიც ეხმარება, არტერიული წნევის ნორმალიზებაშიც და სისხლძარღვების კედლების ტონუსის შენარჩუნებაშიც“, — ამბობს კონონეკო.

დიეტოლოგის განმარტებით, ატამი ასევე არის მაგნიუმისა და კალიუმის წყარო და ეს  ხილი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფეხების კრუნჩხვები ახასიათებს. ამასთან მაგნიუმი სტრესებთან ბრძოლაშიც გვეხმარება და ინსულინის გამომუშავებასაც უწყობს ხელს.

იკრძალება კატეგორიულად! ვისთვის არ შეიძლება მარწყვი

მანამდე ნუტრიციოლოგმა ოლგა დეკერმა განმარტა, რა რაოდენობის ალუბალი შეიძლება მივირთვათ ერთ დღეში და ვინ უნდა თქვას უარი ამ ხილზე.

 

368
თემები:
სასარგებლო რჩევები (500)
წარბები

თუ წარბები გითხელდებათ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი: ექიმი გირჩევთ

28
(განახლებულია 14:24 14.04.2021)
ამერიკელი დერმატოლოგი ჩამოთვლის იმ სერიოზულ დაავადებებს, რომლებზეც წარბების ცვენა-შეთხელება შეიძლება მიანიშნებდეს

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ–ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის ფავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.

ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, სჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.

28
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალშობილი დედასთან

ჩვილის სწრაფად დაძინების უებარი მეთოდი: იმიტაციის ეფექტი

148
(განახლებულია 17:28 13.04.2021)
იმისათვის, რომ ჩვილმა სწრაფად და უპრობლემოდ დაიძინოს, არც თავად გაღიზიანდეს და არც მშობლები გადაღალოს, ერთ უებარ მეთოდს გთავაზობთ

ახალგაზრდა მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ ბავშვის დაწყნარება და დაძინება.

მათ დასახმარებლად პედიატრის რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც მეტად საჭირო და ეფექტურ გამოცდილებას უზიარებს მშობლებს.

თუმცა მანამდე იმ სავარაუდო მიზეზებს გაგაცნობთ, როს გამოც შესაძლოა არ იძინებდეს ბავშვი.

ესენია:

  • ძილთან დაკავშირებული მკაფიოდ განსაზღვრული რიტუალების არარსებობა;
  • ძილის წინ აქტივობა და ბავშვის ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთვა;
  • ჯანმრთელობის პრობლემები;
  • ყურადღებისა და მზრუნველობის უკმარისობა;
  • ძილისთვის შეუსაბამო ვითარება.

პედიატრის მეთოდი ორი ბოლო პუნქტის სწრაფად განეიტრალება-აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. სცადეთ და დარწმუნდებით.

​ამისათვის აიღეთ პირსახოცი, ზომით 120X60 სმ და დაახვიეთ რულონივით;

შემდეგ დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა მხარეზე და შემოახვიეთ რულონი ისე, რომ პირსახოცი ბავშვის ფეხებშუა გატარდეს და ორივე ბოლო კისრისა და თავქვეშ მოექცეს (როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები);

ამის მერე უსვით ხელი ბავშვს ზურგზე, რათა თქვენი შეხება იგრძნოს... და ორიოდე წუთში პატარა ფშვინვას ამოუშვებს.

საქმე ისაა, რომ პირსახოცის „ბუდე“ დედის მკერდში ჩახუტების იმიტაციას ქმნის, სადაც პატარა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ „მოწყობილობაში“ ბავშვი სწრაფად იძინებს. 

148
თემები:
ექიმი გირჩევთ
სახლი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სადაც ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დაჭრა

ხობში 80 წლის ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

0
(განახლებულია 16:09 14.04.2021)
ამ დროისთვის დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა ხობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ  შვილიშვილი დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა ჯახუთის დასახლებაში დღეს, დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება – 80 წლის მამაკაცსა და  24 წლის შვილიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა შვილიშვილი დანით დაჭრა.

პოლიციამ  დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, გარდა ამისა, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში