ქვაბი

რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ...

655
(განახლებულია 14:23 06.09.2019)
საკვების ხარისხი, გარდა მასში შემავალი ინგრედიენტებისა, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რაში ვამზადებთ მას.

რა უნდა ვიცოდეთ უსაფრთხო ჭურჭლის შესახებ

ტაფა, რომელიც არ იწვავს თუ ქიმიური შეტევა?

ეს ყველაზე სადავო საკითხია. მართალია, ასეთი ტაფა ბევრს უსაფრთხოდ მიაჩნია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცარიელი ტეფალის ჭურჭელი ძალიან არ უნდა გავაცხელოთ, რადგან ის ამ დროს მავნე ორთქლს გამოყოფს.

ტეფალის ტაფა
ტეფალის ტაფა

ამ დროს ადამიანს გრიპის სიმპტომები უჩნდება, ხოლო შინაური ფრინველი თუ გყავთ, შესაძლოა, მოკვდეს კიდეც. თუ ასეთი ტაფის ფსკერზე ხაზები გაჩნდა, ის დაუყოვნებლივ გადააგდეთ. და, გახსოვდეთ, ტეფალის ტაფა ვარგისია 3 წელი.

პლასტმასის ჭურჭელი

საკვებისთვის განკუთვნილი პლასტმასის კონტეინერები იმდენად უნივერსალურია, რომ, შესაძლოა, არც კი დავფიქრებულვართ მის მავნე ზემოქმედებაზე. არ ღირს მათი გამოყენება მიკროტალღურ ღუმელში საკვების გასაცხელებლად.

პლასტმასის კონტეინერები
პლასტმასის კონტეინერები

გაცხელებისას ამ კონტეინერებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები საკვებ პროდუქტში ხვდება. პლასტმასი ასევე გარემოსაც აბინძურებს.

 

655
თემები:
სასარგებლო რჩევები (127)