ქვებზე დადებული გასაღები

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

12822
(განახლებულია 11:17 04.07.2019)
ბუდიზმის მიხედვით, თითოეული ჩვენგანი პირველად არ იბადება და კვდება. იცვლება მხოლოდ სხეული, მაგრამ სული - არა. ასტროლოგები დარწმუნებული არიან, ზოდიაქოს ნიშანს წარსულ ცხოვრებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

კარმული გაწმენდა - ეს ისაა, რასაც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად გაივლის. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში საბედისწერო მომენტები. ეცადეთ, ყველაფერში არა პრობლემები, არამედ შესაძლებლობები დაინახოთ. ყველაზე ცუდი კარმაც კი არ ნიშნავს, რომ სატანჯველად ხართ განწირული. ბედნიერების მიღწევა ყველას შეუძლია.

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის რთული მომენტები, არცთუ წარმატებული პერიოდები. ხანდახან უსიამოვნებები ქვასავით აგორდება და უცებ, მოულოდნელად, თითქოს არსაიდან, ბედნიერება მოდის.

უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა სამყაროს კანონებით ცხოვრება. ეს კანონები კი ადამიანებმა უხსოვარი დროიდან იციან. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ბედმა დაგვიწერა, არამედ ისე, როგორც თავად გვსურს.

წაიკითხეთ აქ: ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ყველა ჩვენი საქციელისთვის პასუხს ვაგებთ. უკვალოდ არაფერი ქრება - ადრე თუ გვიან სიკეთისთვისაც მოგვეზღვება და ავის ქმნისთვისაც, ანუ, რასაც გავცემთ, ის დაგვიბრუნდება...

12822
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა

გადაივლეთ თმებზე ძმარი და არა ბალზამ-კონდიციონერები: ექიმ-ტრიქოლოგის რჩევა

73
(განახლებულია 16:15 03.03.2021)
თავის კანისა და თმის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი სპეციალისტი გასწავლით, როგორ უნდა გამოიყენოთ ძმარი, თუ გსურთ ჯანმრთელი და აბრეშუმივით ბზინვარე თმა გქონდეთ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თმებს ნამდვილ სიჯანსაღესა და სილამაზეს მხოლოდ ერთი საშუალება, ნატურალური ძმარი სძენს, აცხადებს ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტრიქოლოგი კალიფორნიაში (აშშ) ტონი ჩაარი.

„ძმრის გადავლების მთავარი სიკეთე ისაა, რომ ეს პროდუქტი ყველა ტიპის თმას უხდება: შეღებილსა და შეუღებავს, სწორსა თუ ხვეულს, მოკლესა და გრძელს, ცხიმინსა თუ მშრალს. მე ვაშლის ან ყურძნის ძმარს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაზავებული ესენცია. მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური პროდუქტი!“ — განმარტავს ჩაარი.

სპეციალისტი ასახელებს რამდენიმე სარგებელს, რომელიც თანამედროვე ბალზამების ნაცვლად ბებიების დროინდელი მეთოდის გამოყენებას მოაქვს თმებისთვის.

მოცულობა - ტრიქოლოგის თქმით, ძმრის გადავლების ერთ–ერთი უპირველესი უპირატესობა ისაა, რომ ზრდის თმების მოცულობას, რასაც ვერცერთი სხვა საშუალება ვერ უმკლავდება.

„თუ თხელი და წვრილღერიანი თმები გაქვთ, ძმარი მაგიურ ნაყენად მოგევლინებათ, რომელიც გაკეთებს იმას, რასაც სხვა ვერაფერი გაუმკლავდა. პირველ რიგში, უარი თქვით თმის კონდინციონერებზე. მეორე რიგში, არ ჩამოიბანოთ ძმარი, პირდაპირ ასე გაიშრეთ თმა. და მორჩა! სუნი ერთი საათის განმავლობაში თავისით გაქრება უკვალოდ“, — ამბობ ტონი ჩაარი.  

ფერის დაცვა - თუ ძმარს კვირაში ორ–სამჯერ გადაივლებთ თმაზე, ის უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ფერს. ეს იმიტომ, რომ ძმარი თმის კუტიკულის ქერცლს არ „აღებს“ და პიგმენტების გამორეცხისგან იცავს მას.

ბზინვა - ძმარი კარგად გამორეცხავს თმების ზედაპირზე არსებულ მიკრონახეთქებში ჩაგროვებულ თმის მოვლის ქიმიური საშუალებების ნარჩენებს და შესანიშნავად აღადგენს თმის აბრეშუმისმაგვარ ბზინვარებას.

სისუფთავე - ტონი ჩაარის თქმით, სტილისტები ურჩევენ კლიენტებს, რომ დრო და დრო გამოიყენონ თმების ღრმად გამწმენდი შამპუნები, რაც გამართლებულია. საქმე ისაა, რომ ყოველდღიური გამოყენების შამპუნები ბოლომდე ვერ აშორებს თმას ჭუჭყს. თუმცა ამ საქმეს, ტრიქოლოგის თქმით, ძმარიც არანაკლებ ეფექტურად უმკლავდება.

ამისათვის საჭიროა, რომ კი არ გადაივლოთ ძმარი, არამედ შამპუნივით შეიზილოთ თმებში და დაიმასიროთ თავის კანი.

გამარტივებული დავარცხნა - ვერცერთი კონდინციონერი თუ ბალზამი ვერ უზრუნველყოფს თმების ისეთ მარტივ ვარცხნას, როგორც ამას ძმარი აკეთებს. მის ამ თვისებას განსაკუთრებით ხშირი და ხუჭუჭა თმების მფლობელები დააფასებენ.

როგორ გამოვეყონოთ ძმარი

დაიბანეთ თმები ჩვეულებრივად იმ შამპუნით, რომელსაც იყენებთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ის თავიდან გამდინარე წყლით და ბოლოს გრილი წყალი გადაივლეთ თმებზე. ამის მერე მოიგროვეთ თმები საქოჩრეზე და შეეცადეთ, ისე გადაივლოთ ძმარი, რომ ის შეძლებისდაგვარად თანაბრად განაწილდეს მათზე.

გაითვალისწინეთ: საშუალო სიგრძის თმებისთვის დაახლოებით ერთი ჭიქა ძმარი იქნება საკმარისი – მეტი საჭირო არ არის.

მას შემდეგ, რაც ძმარს გადაივლებთ, დაელოდეთ, რომ ის თავისით ჩამოიწუროს — როგორც შესაძლებელია, შემდეგ კი პირსახოცით შეიშრეთ. ეფექტი უფრო თვალსაცემი იქნება, თუ ფენს არ გამოიყენებთ.

იმ შემთხვევაში, თუ სადმე გეჩქარებათ და ძმრის სუნის თავისით გაქრობას ვერ დაელოდებით, შეგიძლიათ თმებზე გრილი წყალი გადაივლოთ.

73
თემები:
სასარგებლო რჩევები
სასარგებლო ბურღულეული

შეცვალეთ თეთრი ბურღულეული მუქით: ნუტრიციოლოგი მიზეზებს განმარტავს

74
(განახლებულია 13:31 03.03.2021)
ცნობილი ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი განმარტავს, რომელი ბურღულეული უნდა მიირთვათ იმისათვის, რომ ზამთარში დაგოვებული კილოგრამები სწრაფად მოიშოროთ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ჩაატარეთ რევიზია საკუთარ სამზარეულოებში და ყველა ღია ფერის ბურღულეული მუქი ფერის მარცვლეულით ჩაანაცვლეთ, წერს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ოლგა დეკერი საკუთარ Instagram–ზე.

სპეციალისტის თქმით, ეს იმათთვისაა საჭირო, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს.

დეკერი ასახელებს ხუთი სახის მუქი ფერის მარცვლეულს, რომელთა რეგულარული მიღებაც ზამთარში დაგროვებულ ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად მოგაშორებთ.

დიეტოლოგის განმარტებით, მუქი ფერის ბურღულეულს განეკუთვნება: წიწიბურა, სიმინდი, ქერი (კონკრეტულად პერლოვის ბურღული), ყავისფერი ბრინჯი და ხორბლის სხვადასხვა სახეობები: ბულგური —  მდუღარე წყლით დამუშავებული, გამშრალი და შემდეგ დაფქვილი ხორბალი, ასლი, სპელტა — თანამედროვე ხორბლის წინაპარი, და ასევე პოლბა.

  • ამასთან ცნობილი სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ, მიუხედავად წიწიბურის დიდი სიკეთეებისა, ამ ბურღულეულით განტვირთვის დღეების მოწყობა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ასეთი ექსპერიმენტების შემდეგ „ორგანიზმი კიდევ უფრო დიდ მარაგებს დაიგროვებს“.

რაც შეეხება ხორბლეულს, დეკერი ამბობს, რომ ის ეხმარება ორგანიზმს იმუნიტეტის განმტკიცებაში, აუმჯობესებს კანის, თმებისა და ფჩხილების მდგომარეობას, ანელებს დაბერების პროცესს.

დიეტოლოგი განმარტავს პერლოვის სარგებელსაც და ამბობს, რომ ის მონაწილეობს ორგანიზმიდან ალერგენების გამოდევნაში, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და წმენდს სისხლძარღვებს.

სპეციალისტი ს თქმით, ბულგური აუმჯობესებს ძილის ხარისხს და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება ადამიანს. გარდა ამისა, ბულგური შეიცავს მაგნიუმს — რომელიც, ამცირებს მეორე ტიპის დიბეტის წარმოქმნის რისკს, ასევე კალიუმსა და ფოსფორს — რომლებიც ამაგრებს ძვლებს, კვებავს კუნთებს და ამდიდრებს ტვინს ჟანგბადით.

სიმინდის ბურღული აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რის შედეგადაც ზედმეტი კილოგრამები სწრაფად ქრება. გარდა ამისა, სიმინდის ფაფა, რომელიც მდიდარია კალიუმით, კაროტინით, რკინითა და მაგნიუმით, აღადგენს კუჭ–ნაწლავის მუშაობასაც.

74
თემები:
ექიმი გირჩევთ
ანკარა

რა საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო უწყების პირველმა პირებმა შეხვედრაზე

0
(განახლებულია 18:39 03.03.2021)
ორი ქვეყნის საგარეო უწყების პირველმა პირებმა გამოხატეს მზაობა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

 

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლისთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ვიცე–პრემიერი თურქეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას. 

ზალკალიანმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.

„მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო გადადებული საბჭო გაიმართება უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად იქნა განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

„მრავალმხრივ ჭრილში მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი სხვა მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს თურქეთის ხელმძღვანელ პირებთან.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროში და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა