აირჩიეთ თქვენი საყვარელი ციფრი

ნუმეროლოგიის მაგია თუ გინდათ ფული მოიზიდოთ

6874
(განახლებულია 17:11 04.06.2019)
თუ გინდათ, მუდამ გქონდეთ ფული, წარმატება ცხოვრებაში ფინანსური თვალსაზრისით, გაითვალისწინეთ ციფრების მაგია.

ნუმეროლოგია – ეს არის ციფრების ცოდნა, რაც ცხოვრების მრავალ სფეროში გამოიყენება, მათ შორის – ფულის მოზიდვაში.

იმისთვის, რომ ციფრმა თქვენზე იმუშაოს, ის უნდა დაწეროთ ქაღალდზე და საფულეში ან ჩანთაში შეინახოთ. თქვენ გარდა არავინ უნდა იცოდეს, რომ მაგიური ჩანაწერი არსებობს.

რას ნიშნავს თითოეული ციფრი და როგორ გამოვიყენოთ ის, რომ ფული მოვიზიდოთ:

ერთიანი

ეს დანაკარგისა და ხარჯვის ენერგიაა. არ ისურვოთ თანხა ერთიანით, მაგალითად, 100 ათასი ლარი, ან 1 მილიონი. ეს ნუმეროლოგიის თვალსაზრისით, არცთუ იღბლიანი ციფრია. ასევე, თუ რამ ნივთისთვის ფასის დადება გინდათ, არ დაადოთ 1, 10 და ა.შ. ლარი. პროდუქტი ძალიან ნელა გაიყიდება და მოგების ნაცვლად ზარალს მოიტანს.

ორიანი

ორიანიც ასევე არცთუ იღბლიანი ციფრია. ის სიღარიბესა და მსხვერპლს ნიშნავს. ასე რომ, არასდროს გაასესხოთ, მაგალითად, 200 ლარი – მას ან საერთოდ არ დაგიბრუნებენ, ან ძალიან დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. ასევე არ მოითხოვოთ ჰონორარი ციფრი 2-ით.

სამიანი

შესანიშნავი ციფრია. თანხა სამიანით სასარგებლოზე დაიხარჯება. მაგრამ მისი გადადება და შენახვა არც იფიქროთ, მაგალითად, 3 ათასი ლარის, მაგრამ თამამად ჩადეთ ის საქმეში.

ოთხიანი

ეს სტაბილურობის ენერგიაა. თუ თანხას მიიღებთ ციფრით 4, დარწმუნებული იყავით, რომ ის დიდხანს შეგრჩებათ. იმისთვის, რომ ფული კოსმოსური სისწრაფით არ დაგეხარჯოთ, საფულეში ჩადეთ ჩანაწერი ციფრით 4.

ხუთიანი

ხუთიანი რისკისა და სიამოვნების ციფრია. დადეთ ფსონი მასზე, დახარჯეთ ფული ხუთიანით და თქვენი განწყობა გაუმჯობესდება. თუ ფულის მიმართ მოთამაშის აზარტული დამოკიდებულება გსურთ გქონდეთ, მაშინ საფულეში ქაღალდი ჩანაწერით „5“ უნდა შეინახოთ.

ექვსიანი

ციფრი 6 მოიზიდავს ფულს, რომელიც აუცილებელია თქვენთვის. არაფერი ზედმეტი, მაგრამ არც შიმშილით მოკვდებით. თუ შემოსავლების გაზრდა გსურთ, ამ ციფრს ნუ გამოიყენებთ.

შვიდიანი

მატერიალური შემოსავლების თვალსაზრისით იღბლიანი ციფრი არ არის. შვიდიანი გვაიძულებს, გამოვემშვიდობოთ დაგროვებულ თანხას, თან უკან დაბრუნების ყოველგვარი იმედის გარეშე. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, სანამ შვიდიანზე „ჩახვალთ ფსონს".

რვიანი

ეს ციფრი საოცარ შესაძლებლობებს იზიდავს. თუ ნამდვილად გსურთ უზარმაზარ თანხებს შეეჭიდოთ, შორეულ პერსპექტივებზე გათვალოთ, აირჩიეთ რვიანი და ის ყველგან შემოხაზეთ.

ცხრიანი

ცხრიანი საჩუქრებს იზიდავს. თუ გსურთ გარკვეული თანხა მიიღოთ საჩუქრად, საფულეში ჩადეთ ჩანაწერი ციფრით „9“ – ამან უნდა იმუშაოს.

6874
თემები:
სასარგებლო რჩევები (472)
ახალგაზრდა ქალები

ნახეთ იდეალური წონის ახალი სტანდარტები: თვალსაჩინო ცხრილი

215
(განახლებულია 21:35 05.03.2021)
სიტყვათშეთანხმება „იდეალური წონა“ ერთმანეთისგან განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. ზოგს ამ დროს 90-60-90 ზომების მქონე მოდელი უდგება თვალწინ და ზოგსაც პირიქით, გემრიელად ხორცსავსე ქალი.

ზოგი კი საერთოდაც ვერ გარკვეულა, რომელია იდეალური წონა და ვერ ხვდება, სად, რომელ ნიშნულზე გაჩერდეს.

საქმე ისაა, რომ თითოეულ ადამიანს ბუნებისგან დაჰყვება ცხიმოვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვისაც ეს უჯრედები უფრო მეტი აქვს, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მაძღრისად ჭამის შემთხვევაში თითოეული ცხიმოვანი უჯრედი ორად იყოფა, რითიც კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის რაოდენობა.

ჯანმრთელი წონა – ეს ის ნიშნულია, როდესაც ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. თუ ამ ნიშნულს გადააბიჯებთ, პრობლემებიც დაგეწყებათ: გულის "ფრიალი", სახსრების ტკივილი, ჰორმონების თამაში თუ მეორე ტიპის დიაბეტის წარმოშობის რისკი.

ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები საშუალოდ იმაზე 6 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე ოცი წლის წინ. შესაბამისად, შეიცვალა იდეალური წონის მაჩვენებელიც: ახლა ეს რიცხვი 5 კგ-ით მეტია.

ქვემოთ გთავაზობთ თვალსაჩინო ცხრილს, რომელიც ექიმებმა შეადგინეს და, გამომდინარე აქედან, შეიცავს რეალურ მაჩვენებლებს და არა იმას, რაც საზოგადოებამ დაადგინა ნორმად.

ნახეთ ეს ცხრილი და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი წონა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.

სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
215
თემები:
სასარგებლო რჩევები (472)
სახის კრემები

სახის კრემების მარკირება: რას ნიშნავს ლათინური ასოები შეფუთვაზე?

84
(განახლებულია 18:36 05.03.2021)
იმ პირობებში, როდესაც მაღაზიების თაროები პირდაპირ იზნიქება სახისა და სხეულის მოვლის ათასგვარი საშუალების სიმძიმით, ცოტა არ იყოს, ძნელია გაერკვე, რომელი რისთვისაა და რა დანიშნულება აქვს.

მართალია, შეფუთვაზე მცირე ინფორმაცია კია დატანილი, მაგრამ რას ნიშნავს ლათინური მარკირება BB, CC, DD და PP ბევრმა არ იცის.

გთავაზობთ აღნიშნული მარკირებების განმარტებას:

BB-კრემი: იშიფრება როგორც beauty balm ან blemish balm, ანუ „სილამაზის ბალზამი“ ან „შესანიღბი ბალზამი“.

BB-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • შესანიშნავად ატენიანებს კანს;
  • უხდება ნებისმიერი ტიპის კანს;
  • აქრობს გამონაყარს;
  • აცხრობს ანთებით პროცესს;
  • ათანაბრებს სახის კანის ტონს;
  • აშორებს ზედმეტ პიგმენტაციას;
  • ბრწყინვალედ გამოიყენება მაკიაჟის ქვედა ფენად;
  • იცავს კანს მზის სხივებისგან.

გახსოვდეთ: მიუხედავად ყველა ამ ღირსებისა, BB-კრემი ვერ შეგიცვლით ძირითად მოსავლელ საშუალებას და ამიტომაც არ გირჩევთ სახის კანის მოვლის სხვა საშუალებებზე უარის თქმას.

СС-კრემი: პრინციპულად განსხვავდება ВВ-კრემისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი ტონალური საშუალებების გაუმჯობესებული ვერსიაა, ხოლო პირველი — მატონიზირებელი ეფექტის მქონე კორექტორი.

СС იშიფრება როგორც сolor сontrol, ანუ „ფერის კონტროლი“ და მისი ამოცანა უშუალოდ ფერის კორექციაა.

СС-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • სახის კანის სიწითლესა თუ სიყვითლესთან ბრძოლა
  • ბევრად მსუბუქი სტრუქტურა
  • სპეციალური მანათობელი ნაწილაკები, რომლებიც კანს ბრწყინვალებასა და სიცოცხლეს სძენს.

გახსოვდეთ: CC-კრემი არ უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს.

DD-კრემი: იშიფრება როგორც daily defence, ანუ „ყოველდღიური დაცვა“. ამ საშუალებების მთავარი დანიშნულებაა, დაიცვას სახის კანი გარემოს ისეთი დამანგრეველი ზემოქმედებისგან, როგორებიცაა სმოგი, გამონაბოლქვი გაზები, მზის რადიაცია და ტოქსიკური ნივთიერებები.

DD-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • ყველაზე მეტად უხდება კანს, რომელიც უკვე იწყებს დაბერებას;
  • აქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე ტექსტურა და ამიტომ ვერ შეგიცვლით ტონალურ კრემს;
  • გახსოვდეთ: DD-კრემი ფორებს ავსებს და ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას ბოროტად.

EE-კრემი: იშიფრება როგორც extra еxfoliation, ანუ „ექსტრა აქერცვლა“.

EE-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • აშორებს სახის კანის მკვდარ უჯრედებს;
  • იცავს მზის მოქმედებისგან;
  • ატენიანებს;
  • სახის კანს ბრწყინვალებას სძენს;
  • ებრძვის ანთებით პროცესებს.

გახსოვდეთ: EE-კრემის ხშირად გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაზი და მგრძნობიარე კანი აქვს.

PP-კრემი: იშიფრება როგორც Pink рerfect, ანუ „ვარდისფერი სრულყოფილება“. გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ ბაზად. მასში შემავალი სილიკონის ნაწილაკები ავსებს და ათანაბრებს სახის კანს, ანიჭებს სიგლუვეს ნაოჭებსა და ნაიარევებს, ავიწროებს ფორებს. რა ფერისაც უნდა იყოს კრემი, კანზე ის გამჭვირვალედ და შეუმჩნევლად „ჯდება“.

PP-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • კრემის წასმამდე აუცილებელია სახის გაწმენდა და დატენიანება სხვა სპეციალური მოსავლელი საშუალებებით;
  • PP-კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა მაკიაჟისთვის დამოუკიდებელ პროდუქტად არ გამოიყენება.
84
თემები:
სასარგებლო რჩევები (472)
კარვები პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ქართველი მედიკოსები შეუერთდნენ

0
პროტესტში მონაწილეობასთან ერთად, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართველი მედიკოსების ნაწილი შეუერთდა ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების აქციას - პარლამენტის წინ ისინი გადაუდებელი დახმარების კარავ დადგამენ.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„რამდენიმე დღეში ჩვენ დავდგამთ გადაუდებელი დახმარების კარავს, სადაც მუდმივად იქნებიან ექიმები და მედპერსონალი, რომლებიც მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ“, - განაცხადა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ.

სხვა მედიკოსმა განმარტა, რომ დახმარება სრულიად უსასყიდლო იქნება.

„ამით ჩვენი მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა გვსურს“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ექიმებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის.

ვაქცინებთან დაკავშირებული სკანდალი მას მერე აგორდა, რაც ქვეყანამ ვერ მიიღო შეპირებული ვაქცინის (Pfizer) პირველი პარტია, რომელიც მედპერსონალის ასაცრელად იყო საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ COVAX–პლატფორმამ საქართველოს ჩათვლით 18 ქვეყანა განსაზღვრა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის სახით მიიღებენ.

COVAX-პლატფორმის დახმარებით ვაქცინის 1,4 მილიონი დოზის მისაღებად საქართველომ წინასწარ 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვაქცინების ეს რაოდენობა მოსახლეობის 20%-ის - 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის განკუთვნილი.

გაბუნიას თქმით, აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე. სულ საქართველოს 2,5 მილიონი დოზა სჭირდება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძენ გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შესაძლოა ინდოეთიდან იქ ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს.

ტიკარაძე: ვაქცინის პირველი პარტია შესაძლოა ინდოეთიდან ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს >>

ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. 

0