გაზაფხული

იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

5652
(განახლებულია 09:51 16.04.2019)
გაიგეთ, რომელ ქვეყანაში იგრძნობთ თავს ყველაზე უკეთესად, ბედნიერად. გასაკვირი არაფერია, რადგან ქვეყნებსაც ზოდიაქოს თავისი ნიშანი აქვთ, მათ მცხოვრებლებს კი - ხასიათისა და გემოვნების ზოგადი საერთო ნიშნები.
5652
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
ახალგაზრდა ქალები

ნახეთ იდეალური წონის ახალი სტანდარტები: თვალსაჩინო ცხრილი

319
(განახლებულია 21:35 05.03.2021)
სიტყვათშეთანხმება „იდეალური წონა“ ერთმანეთისგან განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. ზოგს ამ დროს 90-60-90 ზომების მქონე მოდელი უდგება თვალწინ და ზოგსაც პირიქით, გემრიელად ხორცსავსე ქალი.

ზოგი კი საერთოდაც ვერ გარკვეულა, რომელია იდეალური წონა და ვერ ხვდება, სად, რომელ ნიშნულზე გაჩერდეს.

საქმე ისაა, რომ თითოეულ ადამიანს ბუნებისგან დაჰყვება ცხიმოვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვისაც ეს უჯრედები უფრო მეტი აქვს, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მაძღრისად ჭამის შემთხვევაში თითოეული ცხიმოვანი უჯრედი ორად იყოფა, რითიც კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის რაოდენობა.

ჯანმრთელი წონა – ეს ის ნიშნულია, როდესაც ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. თუ ამ ნიშნულს გადააბიჯებთ, პრობლემებიც დაგეწყებათ: გულის "ფრიალი", სახსრების ტკივილი, ჰორმონების თამაში თუ მეორე ტიპის დიაბეტის წარმოშობის რისკი.

ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები საშუალოდ იმაზე 6 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე ოცი წლის წინ. შესაბამისად, შეიცვალა იდეალური წონის მაჩვენებელიც: ახლა ეს რიცხვი 5 კგ-ით მეტია.

ქვემოთ გთავაზობთ თვალსაჩინო ცხრილს, რომელიც ექიმებმა შეადგინეს და, გამომდინარე აქედან, შეიცავს რეალურ მაჩვენებლებს და არა იმას, რაც საზოგადოებამ დაადგინა ნორმად.

ნახეთ ეს ცხრილი და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი წონა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.

სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
319
თემები:
სასარგებლო რჩევები
სახის კრემები

სახის კრემების მარკირება: რას ნიშნავს ლათინური ასოები შეფუთვაზე?

120
(განახლებულია 18:36 05.03.2021)
იმ პირობებში, როდესაც მაღაზიების თაროები პირდაპირ იზნიქება სახისა და სხეულის მოვლის ათასგვარი საშუალების სიმძიმით, ცოტა არ იყოს, ძნელია გაერკვე, რომელი რისთვისაა და რა დანიშნულება აქვს.

მართალია, შეფუთვაზე მცირე ინფორმაცია კია დატანილი, მაგრამ რას ნიშნავს ლათინური მარკირება BB, CC, DD და PP ბევრმა არ იცის.

გთავაზობთ აღნიშნული მარკირებების განმარტებას:

BB-კრემი: იშიფრება როგორც beauty balm ან blemish balm, ანუ „სილამაზის ბალზამი“ ან „შესანიღბი ბალზამი“.

BB-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • შესანიშნავად ატენიანებს კანს;
  • უხდება ნებისმიერი ტიპის კანს;
  • აქრობს გამონაყარს;
  • აცხრობს ანთებით პროცესს;
  • ათანაბრებს სახის კანის ტონს;
  • აშორებს ზედმეტ პიგმენტაციას;
  • ბრწყინვალედ გამოიყენება მაკიაჟის ქვედა ფენად;
  • იცავს კანს მზის სხივებისგან.

გახსოვდეთ: მიუხედავად ყველა ამ ღირსებისა, BB-კრემი ვერ შეგიცვლით ძირითად მოსავლელ საშუალებას და ამიტომაც არ გირჩევთ სახის კანის მოვლის სხვა საშუალებებზე უარის თქმას.

СС-კრემი: პრინციპულად განსხვავდება ВВ-კრემისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი ტონალური საშუალებების გაუმჯობესებული ვერსიაა, ხოლო პირველი — მატონიზირებელი ეფექტის მქონე კორექტორი.

СС იშიფრება როგორც сolor сontrol, ანუ „ფერის კონტროლი“ და მისი ამოცანა უშუალოდ ფერის კორექციაა.

СС-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • სახის კანის სიწითლესა თუ სიყვითლესთან ბრძოლა
  • ბევრად მსუბუქი სტრუქტურა
  • სპეციალური მანათობელი ნაწილაკები, რომლებიც კანს ბრწყინვალებასა და სიცოცხლეს სძენს.

გახსოვდეთ: CC-კრემი არ უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს.

DD-კრემი: იშიფრება როგორც daily defence, ანუ „ყოველდღიური დაცვა“. ამ საშუალებების მთავარი დანიშნულებაა, დაიცვას სახის კანი გარემოს ისეთი დამანგრეველი ზემოქმედებისგან, როგორებიცაა სმოგი, გამონაბოლქვი გაზები, მზის რადიაცია და ტოქსიკური ნივთიერებები.

DD-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • ყველაზე მეტად უხდება კანს, რომელიც უკვე იწყებს დაბერებას;
  • აქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე ტექსტურა და ამიტომ ვერ შეგიცვლით ტონალურ კრემს;
  • გახსოვდეთ: DD-კრემი ფორებს ავსებს და ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას ბოროტად.

EE-კრემი: იშიფრება როგორც extra еxfoliation, ანუ „ექსტრა აქერცვლა“.

EE-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • აშორებს სახის კანის მკვდარ უჯრედებს;
  • იცავს მზის მოქმედებისგან;
  • ატენიანებს;
  • სახის კანს ბრწყინვალებას სძენს;
  • ებრძვის ანთებით პროცესებს.

გახსოვდეთ: EE-კრემის ხშირად გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაზი და მგრძნობიარე კანი აქვს.

PP-კრემი: იშიფრება როგორც Pink рerfect, ანუ „ვარდისფერი სრულყოფილება“. გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ ბაზად. მასში შემავალი სილიკონის ნაწილაკები ავსებს და ათანაბრებს სახის კანს, ანიჭებს სიგლუვეს ნაოჭებსა და ნაიარევებს, ავიწროებს ფორებს. რა ფერისაც უნდა იყოს კრემი, კანზე ის გამჭვირვალედ და შეუმჩნევლად „ჯდება“.

PP-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • კრემის წასმამდე აუცილებელია სახის გაწმენდა და დატენიანება სხვა სპეციალური მოსავლელი საშუალებებით;
  • PP-კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა მაკიაჟისთვის დამოუკიდებელ პროდუქტად არ გამოიყენება.
120
თემები:
სასარგებლო რჩევები
საპატრულო პოლიცია

თელავში 27 წლის  მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი მოკლა

0
(განახლებულია 18:49 07.03.2021)
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა - თელავში, გოშაძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.

 

0