ვარსკვლავიანი ცა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 23 თებერვალი

1221
(განახლებულია 10:35 22.02.2019)
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები
1221
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
რძიანი ფაფა

რძის პროდუქტები გახდომის მსურველთა რაციონში: დიეტოლოგი მნიშვნელოვან ფაქტორებს ასახელებს

237
(განახლებულია 18:14 08.07.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი შეიძლება მიიღოს ყოველდღე გახდომის მსურველმა ისე, რომ წონაში მომატების არ ეშინოდეს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში შედის, წონის დაკლების მსურველები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან მის მიღებას იმის შიშით, რომ ზედმეტი კილოგრამები არ დაიგროვონ, წერს დიეტოლოგი ლორა ფილიპოვა საკუთარ Instagram-ზე.  

სპეციალისტი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი მიიჩნევა გახდომის მსურველებისთვის უსაფრთხოდ.

ფილიპოვას თქმით, ზრდასრული ადმიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — მაგარი ყველი და ხაჭოა – როგორც კალციუმის, ისე ცილების შემცველობის მხრივ.

  • „დაიმახსოვრეთ: მნიშვნელოვანია, რომ ცილა სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოთ“, — წერს დიეტოლოგი.

ექსპერტის თქმით, რძის პროდუქტები შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, რაც სასარგებლო საკვები ელემენტია. თუმცა აუცილებელია, რომ ყოველდღიურ რაციონში მისი რაოდენობა გაკონტროლდეს. გამომდინარე აქედან, საშუალო ცხიმიანობის ხაჭო და ყველი ოპტიმალური პროდუქტებია ყოველდღიურად მისაღებად.

თუმცა დიეტოლოგი გვაფრთხილებს, რომ ზომიერების დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

„არ ღირს ყველის კილოგრამობით ჭამა — საკმარისია დღეში 30-50 გრამი, ხაჭო კი 150-200 გრამი“, — წერს სპეციალისტი.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძინოთ ისეთი რძის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. ამასთან, ხაჭო არ უნდა შეათავსოთ მარტივ შაქრებთან და ასევე ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც ფიტინის მჟავას შეიცავს, მაგალითად, მარცვლოვნებთან, თხილ–კაკალთან, პარკოსნებთან და ასევე თესლეულთან.

 

237
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
რუჯის მიღება

მზით დამწვრობა: დაზიანებული კანის მოვლის უპირველესი წესი პროფესორისგან

94
(განახლებულია 14:08 08.07.2020)
პროფესორი განმარტავს, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმ შემთხვევაში, თუ მზით დამწვრობა მიიღეთ, და რამდენიმე აუცილებელ რეკომენდაციას გასცემს.

თბილისი, 8 ივლისის – Sputnik. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მზეზე გასული ადამიანები დამწვრობის მიღებით რისკავენ, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას დერმატოლოგ-კოსმეტოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სვეტლანა ჟაბოევამ.

მან მსმენელებს მისცა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მზით დამწვრობის შემთხვევაში.

„პირველ რიგში აუცილებელია გრილი წყლით დაბანა ჭარბი ოფლისა და გარეგანი დაბინძურების მოსაშორებლად, შემდეგ კი პრაქტიკულად სველ კანზე დამამშვიდებელი კრემის წასმა. კრემი უნდა იყოს სააფთიაქო პროდუქტი, რომელიც ბეპანთენს ან სხვა დამაშვიდებელ და დამატენიანებელ ინგრედიენტებს შეიცავს. არ არის საჭირო არანაირი სპირტიანი, ზეთოვანი საშუალებები. ეს უნდა იყოს არა ცხიმოვანი კრემი, არამედ მსუბუქი ემულსია. კრემის კანზე დატანა აუცილებელია ყოველ 3-5 საათში“, — განმარტა პროფესორმა.   

მისი თქმით, თუ კანმა აქერცვლა დაიწყო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცილოთ ის თვითნებურად. ამ დროს მხოლოდ დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საშუალებების დატანაა სასურველი. ეს შეიძლება იყოს დამატენიანებელი ემულსია, რძე, შეიძლება იყოს ჰიდროგელური ან ქსოვილის ნიღბები, რომლებიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს.

  • ჟაბოევა აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მექანიკური, ქიმიური სკრაბების გამოყენება აქერცლილი კანის მოსაშორებლად, „მხოლოდ მისი დარბილებაა საჭირო, რათა ისინი ბუნებრივი გზით მოწყდეს და მოშორდეს კანს“.

ექიმი განმარტავს, რომ თუ დამწვრობის შემთხვევაში ხელთ არანაირი სამკურნალო საშუალება არ აღმოგაჩნდებათ, შეგიძლიათ კანზე ნებისმიერი რძემჟავა პროდუქტი წაისვათ — მაგალითად, ნაღები, რომელიც ასეთ დროს საუკეთესო იქნება.

94
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

უცნობი და უფრო საშიში პნევმონია ყაზახეთში: ჯანმო მუდმივ კონტაქტზეა

0
(განახლებულია 15:39 10.07.2020)
მანამდე ჩინეთის საელჩომ ყაზახეთში გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყანაში უცნობი და კიდევ უფრო სასიკვდილო პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობა 500 კაცს აღწევს

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონტაქტშია ყაზახეთის ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც ჩინეთის საელჩომ ქვეყანაში სასიკვდილო პნევმონიის უცნობი სახეობის თაობაზე განცხადება გაავრცელა, განუცხადა სააგენტო РИА Новости–ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მანამდე ჩინეთის საელჩომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე ყაზახეთში უცნობი პნევმონიის გავრცელების გამო, რომლის სიკვდილიანობის დონე მნიშვნელოვნად აღემატება COVID-19–ით სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

„არსებობს პნევმონიის წარმოშობის უამრავი შესაძლო ახსნა, რომელთაგან ერთ–ერთი — ეს COVID-19–ია, რომელიც ყაზახეთში ვრცელდება. ბოლო კვირაში ქვეყნის ხელისუფლებამ COVID-19–ის ათი ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა ლაბორატორიულად“, — აღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, ქვეყანამ ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სოციალური დისტანცირების რიგი ზომები დააწესა.

„ამ დროისათვის ჩვენ კონტაქტში ვართ ყაზახეთის ხელისუფლებასთან, რათა სიტუაციის კურსში ვიყოთ და აუცილებელი დახმარება გავუწიოთ“, — განმარტა  მან.

ამ დროისათვის ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54,75 კაცს აღწევს. აქედან განიკურნა 31,8 ათასი და გარდაიცვალა 264 ადამიანი. 5 ივლისიდან ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს