ანდრომედას გალაქტიკა

ვის როგორ უმართლებს სიყვარულში

53545
(განახლებულია 11:28 05.09.2019)
ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი თვითონ ანადგურებს სიყვარულს და ამის მიზეზი მათი ხასიათის თვისებებია. სიყვარულის ჰოროსკოპი საკუთარი შეცდომების გაგებაში და დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ.

სიყვარულისა და ურთიერთობების თემა ზოგიერთი ნიშნისთვის ძალზე მტკივნეულია. მათ თითქოს სასიყვარულო წარუმატებლობების რიგი სდევს თან და მათი ურთიერთობები გარედან შესამჩნევი მიზეზის გარეშე ენგრევათ. თუმცა ასტროლოგები ზოგიერთ კანონზომიერებას აღნიშნავენ და ზოდიაქოს ამ ნიშნებს შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობის გაცნობიერება, პირადი ბედნიერებისა და ოჯახური კეთილდღეობის მოპოვება.

ვერძი

ვერძები ყველაზე იმპულსური და მოუთმენელი ნიშანია; მათი მოქმედება ყოველთვის უსწრებს აზრს და ამიტომ სწრაფი და მოკლევადიანი ურთიერთობებით რეკორდსმენებად არიან მიჩნეული. სამაგიეროდ, წლებთან ერთად ამ ნიშანსაც წყალობს ბედი. მათი დიდი გამოცდილება და ბუნებრივი სექსუალობა ბევრს ხიბლავს.

კურო

კურო, პირველ რიგში, ფინანსური სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რაც ძალიან ხშირად ბედნიერი პირადი ცხოვრებისგან აცალკევებს. მათ ხელს უშლის ანგარება და სიხარბე, ამგვარი მისწრაფებები კი საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობს. არავის სურს, თავისი რჩეული ძუნწი მამაკაცი ან მერკანტილური ქალი იყოს. თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც ზოდიაქოს ეს ნიშნები ურთიერთობებს პრიორიტეტს ანიჭებენ, მათ სიყვარულში წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

ტყუპი

სწორედ ზოდიაქოს ეს ნიშნები რჩებიან ყველაზე ხშირად სიყვარულში ხელმოცარულები; არადა, ტყუპი ერთადერთი ნიშანია, რომელსაც იღბალი პრაქტიკულად ყველა სფეროში სდევს თან. მაგრამ ყველაფერში ვერ გაგიმართლებს, თუმცა ტყუპები ამაში დამნაშავე თავად არიან, რადგან ურთიერთობებსა და სიყვარულს სერიოზულად არ აღიქვამენ. მათთვის ეს თავისებური თამაშია, ამიტომ მათი უმრავლესობა ბედნიერებას ხელიდან უშვებს და მარტო რჩება.

კირჩხიბი

კირჩხიბების სერიოზული ზრახვები პირველივე პაემანზე ადამიანებს აფრთხობს. დროის უქმად დაკარგვას ისინი არ აპირებენ. მათ სწრაფად უნდათ ოჯახის შექმნა. ხშირად პირადი ბედნიერებისთვის რბოლაში ისინი მხოლოდ ნერვულ შეტევებს, ტანჯვასა და ცალმხრივ სიყვარულს იღებენ. მაგრამ თუ მათ შეხვდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც მათ ინტერესებს სრულად იზიარებს, მათი სასიყვარულო კავშირი აუცილებლად წარმატებული იქნება.

ლომი

ლომისთვის გზამკვლევი ვარსკვლავი მზეა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ უყვარდეთ და იყვნენ სიყვარულის ობიექტი. მათ კარგი გამოცდილება აქვთ — უყვართ საკუთარი თავი, რომელსაც საზღვრები არა აქვს. ლომი იშვიათად არის საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას მოკლებული. ასეთ დროს კი ლომები ხშირად აწყდებიან ვინმეს ტკივილით აღსავსე სიყვარულს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ხოლმე.

ქალწული

ქალწულებმა იციან სიყვარულისა და საკუთარი თავის ფასი და იციან, რისი ღირსი არიან. ეს ნიშანი რომანტიკულ ურთიერთობებში საკმაოდ წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად უგულებელყოფენ ამ წარმატებას და პასიური და გულგრილი ხდებიან. ეს აფრთხობს პარტნიორს მიუხედავად ქალწულის მაღალი ინტელექტისა და საშური გარეგნობისა.

სასწორი

სასწორი — იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნებს შორის. დიახ, უეჭველად ასეა. სასწორი სილამაზის, ჰარმონიისა და ბედნიერების ეტალონია. ისინი მყუდროდ ბუდობენ სიყვარულის ქალღმერთ ვენერას ფრთებქვეშ, მაგიურად ზემოქმედებენ ადამიანებზე და ხელისგულზე ატარებენ პარტნიორს, მუდმივად ქათინაურებით, საჩუქრებითა და ყურადღებით ანებივრებენ მათ. სასწორებს, როგორც წესი, არ ტოვებენ.

მორიელი

მორიელი მიმზიდველობით, სექსუალურობითა და სიბრძნით გამოირჩევა. ის საკმაოდ რომანტიკული და იდუმალებით მოცული ნიშანია. თუმცა, მორიელს თავად შეუძლია ყველაფერი დაანგრიოს, ამ ნიშანს ხომ ვალში ნაცრის შეყრა უყვარს; საქმეში კი გამოდის სუსტ, ხარბ, ბუტია" და ძალზე შურისმაძიებელ პერსონად, რომლისგანაც შორს გაქცევის დიდი სურვილი ჩნდება.

მშვილდოსანი

ასტროლოგები თანხმდებიან, რომ მშილდოსნებს ძალიან მართლებთ სიყვარულში. სასიყვარულო შეთავსებადობით, არ არსებობს ზოდიაქოს ნიშანი, რომელთანაც ამ ნიშანს ნორმალური ურთიერთობების დამყარება არ შეეძლოს; მისი შეყვარება ნებისმიერს შეუძლია. მათში ყველაფერია: პატიების უნარი, იუმორის გრძნობა, რომანტიკულობა, ერთგულება, ზომიერი ეჭვიანობა, მგრძნობიარობა და სხვა. მისი სიყვარულისთვის ბევრი იბრძვის.

თხის რქა

თხის რქები ორ ბანაკად იყოფიან. პირველობა კი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ერგოთ. სწორედ მამაკაცები არიან საკმაოდ წარმატებული სიყვარულში, ქალები კი ხშირად გულგატეხილნი რჩებიან. ეს ნიშანი მთელი სისავსით წარმოაჩენს მატერიალურ სტაბილურობას, მიზანსწრაფულობასა და დამოუკიდებლობას, რაც ძალზე ხიბლავს ქალებს, მაგრამ მამაკაცებს, სამწუხაროდ, აფრთხობს.

მერწყული

სასიყვარულო ჰოროსკოპის თანახმად, მერწყულები ყველაზე უარესი მეოჯახენი არიან. საქმე სულ არ ეხება მათი ხასიათის თვისებებს – უბრალოდ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ თავისუფლება და ახრჩობს" კონტროლი, მზრუნველობა და მეურვეობა. მათ ძალზე მსუბუქად შეუძლიათ გაჭიანურებული მარტოობის გადატანა მეგობრების, თაყვანისმცემლების კომპანიაში.

თევზები

თუ თევზები მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ, განსაკუთრებით სიყვარულში იღბლის მიზიდვას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა იციან, როგორ წარმოადგინონ თავი, მათ ხომ საოცრად შეუძლიათ სხვისი გრძნობებით მანიპულირება. ისინი უანგარო, მზრუნველი და მგრძნობიარე ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ და ძირითადად იმიტომ, რომ ცოტა პასუხისმგებლობა მოიხსნან. ეს აწყობთ" ქალ–თევზებს, მაგრამ ძალიან უშლის ხელს მამაკაცებს, რომ ააგონ მტკიცე და ბედნიერი ურთიერთობები.

 

53545
ქალის ფეხსაცმელი

როგორი ფეხსაცმელი იწვევს თავის ტკივილებს: ორთოპედი განმარტავს

97
(განახლებულია 20:42 12.04.2021)
წამყვანი ტრავმატოლოგ-ორთოპედი ამტკიცებს, რომ არასწორი ფეხსაცმლის გამო ადამიანის თავი დღეში 12 ათასამდე მიკრორყევას იღებს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თავი და ტერფი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან – სიარულისას ორგანიზმისთვის მიყენებული მიკრორყევების მნიშვნელოვანი ნაწილი თავამდე აღწევს, აცხადებს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში წამყვანი ტრავმატოლოგ–ორთოპედი სერგეი ალექსუტოვი.

მისი თქმით, მაშინაც კი, როცა ტერფს ნორმალური ანატომიური აღნაგობა აქვს, ხშირად ფეხსაცმლის გამო თავამდე დარტყმითი დატვირთვის 2,5-3% აღწევს.

სპეციალისტის განმარტებით, როდესაც ადამიანი უქუსლო ფეხსაცმელს ატარებს, ორგანიზმის მიკრორყევები ძლიერდება.

„უქუსლო ფეხსაცმლის შემთხვევაში ამორტიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს ვკარგავთ. ამ დროს პირველ რიგში ქუსლს ვდგამთ მიწაზე და დარტმითი დატვირთვა კი არ რბილდება, პირიქით, თავამდე აღწევს. ხოლო თუ ამასთან ტერფის მნიშვნელოვანი დეფორმაციაც აღინიშნება, ადამიანი დღეში 10-დან 12 ათასამდე მიკროდარტყმას იღებს. ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და შეუძლია თავის ტკივილები გამოიწვიოს“, — აღნიშნა ორთოპედმა.

რაც შეეხება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მას ასევე შეუძლია გარკვეული პათოლოგიების გამოწვევა. ამ დროს ტერფის წინა ნაწილი იტვირთება, რასაც შეძლება ვენების ვარიკოზული გაგანიერება და შეშუპებები მოჰყვეს.

  • სპეციალისტის რეკომენდაციით, კომფორტულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს 2–4 სმ სიმაღლის ქუსლი (ადამიანის სიმაღლის გათვალისწინებით), ფართო ცხვირი, ხოლო შუა ნაწილში რეგულირების შესაძლებლობა. ამასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ცხვირის ნაწილში ფეხსაცმელი 45 გრადუსით მაინც იღუნებოდეს. ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ ბიომექანიკას, სწორ ნაბიჯს.

მანამდე სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ფეხსაცმლის მოხერხებულობას განსაზღვრავს — ეს ქუსლსა და ლანჩს შორის არსებული დაშორებაა. თუ ის, სულ ცოტა, 3 სანტიმეტრია, იცოდეთ, რომ, რაოდენ მაღალქუსლიანიც უნდა იყოს ფეხსაცმელი, სიარული მაინც არ გაგიჭირდებათ.

97
თემები:
ექიმი გირჩევთ
მამა-შვილი

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიზარმაცის დაძლევაში ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები

7887
(განახლებულია 20:34 12.04.2021)
ბავშვების სიზარმაცეს პრობლემად აღიქვამენ მშობლები. როგორ უნდა დავეხმაროთ შვილებს, დაძლიონ სიზარმაცე? – გვესაუბრა საკონსულტაციო ცენტრ „იდილიას“ ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ბარბარე ჭკუასელი.
ბარბარე ჭკუასელი
ბარბარე ჭკუასელი

— სიზარმაცის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან მიმართებაში. ეს განსაკუთრებით სენსიტიურია მშობლებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა მიიღონ რჩევები კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

თავდაპირველად ჯობს განვმარტოთ – რას ნიშნავს სიზარმაცე. სიზარმაცე, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს, ეს არის მოტივაციის ნაკლებობა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით აქვს ხოლმე ბავშვს. როცა ვლაპარაკობთ სიზარმაცეზე, აქ შეიძლება ხაზი გავუსვათ არაორგანიზებულობას, რომელიც კავშირშია ხოლმე სიზარმაცესთან და ის უკვე ქმნის პრობლემებს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მასწავლებლებთან და ა.შ. როცა ვსაუბრობთ სიზარმაცეზე, მნიშვნელოვანია, რა ასაკს ვეხებით, რადგან სხვანაირად შეიძლება ვისაუბროთ და განვმარტოთ, რას ნიშნავს მოტივაციის ნაკლებობა, როდესაც ბავშვი არის მოზარდი, ხოლო როცა ვსაუბრობთ სკოლამდელი ასაკის ბავშვზე ან დაწყებითი კლასების ბავშვზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ყოველთვის განსხვავებულია.

– სკოლამდელი და დაწყებითი კლასის ბავშვებში რა შეიძლება გახდეს მოტივაციის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი?

— ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დამოკიდებულება აქვს მეცადინეობის და, ზოგადად, სკოლის მიმართ მშობელს და რა წარმოდგენას უქმნის იგი ბავშვს. მაგალითად, თუ მშობლების მხრიდან აქვს მუქარას ადგილი და ბავშვს ეუბნებიან — სკოლაში რომ წახვალ, დამთავრება შენი თამაში, გართობა, აღარ გექნება თავისუფალი დრო, რათა შენ ნებაზე ითამაშო, ამ დროს ბავშვს ექმნება უარყოფითი დამოკიდებულება სკოლისა და მეცადინეობის მიმართ. ამ დროს ის აკეთებს თავის დასკვნებს, რის გამოც შესაძლოა აღარ მოუნდეს სკოლაში სიარული, მეცადინეობა და ა.შ.

დიდი მნიშვნელობა აქვს, სკოლასთან და სწავლასთან დაკავშირებით მშობელმა სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვს.

მოტივაციის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს გადატვირთული გრაფიკი, რაც დღეს ძალიან ხშირად გვხვდება. ხშირად, სკოლის გარდა, ბავშვობიდანვე დაგვყავს შვილები სხვადასხვა წრეებზე. რეალურად მოთხოვნები გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე ამ ასაკის ბავშვს შეუძლია. ბუნებრივია, მას უკვე ძალა აღარ ჰყოფნის დაძლიოს ყველაფერი. აღარ აქვს მოტივაცია იმისა, რომ მთელი დღის დაღლილმა საღამოს იმეცადინოს და მეორე დღეს წავიდეს სკოლაში მომზადებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხშირად მშობლები შვილებს შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევენ. თუ მშობელს აქვს პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, მას საკუთარი თავისა და ბავშვის მიმართ აქვს ძალიან დიდი მოთხოვნები. რეალურად მოთხოვნები, რომლებსაც ამ დროს უყენებენ მშობლები ბავშვებს, არ შეესაბამება მის ასაკს. შესაბამისად, ბავშვს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია, ამიტომ ეწყება შფოთვა, ნერვიულობა, დაძაბულობა. ექმნება განწყობა, რომ ვერ დააკმაყოფილებს მშობლის მოთხოვნებს. როცა მშობელი, რომელიც დაწყებით კლასში მყოფ ბავშვს სთხოვს, რომ არ შეეშალოს არც ერთი ასო, არც ერთი ციფრი, არ აძლევს არანაირი შეცდომის დაშვების უფლებას, ბავშვისთვის ეს არის ძალიან რთული, რადგან ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ შიშთან და შფოთთან.

თავდაჯერებული ბავშვი
თავდაჯერებული ბავშვი

ამის შემდეგ ბავშვს უჭირს ურთიერთობა მშობელთან. აქედან გამომდინარე ლოგიკურად ვავლებთ ხაზს, რომ ბავშვს აღარ უნდა არც მეცადინეობა და არც სკოლაში წასვლა. ის ამ ყველაფერს უყურებს რთულად.

ამ თემას უკავშირდება შეფასების თემა, რომელიც ხშირად მოდის მშობლის მხრიდან. თუ ბავშვს არ გამოსდის თავიდანვე კარგად წერა, ხოლო მშობლის მიერ შეფასებები არის ნეგატიური, ასეთი სახის შეფასებები მეცადინეობის და სწავლის პროცესს ძალიან ართულებს. თუ ბავშვს არ გამოსდის თავიდანვე ლამაზად წერა, აუცილებელია წავახალისოთ, ვუთხრათ, არა უშავს, შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, უბრალოდ, როცა შემდეგში კიდევ დავწერთ, ვეცადოთ უკეთესად გამოგვივიდეს. ეს მშობლის მხრიდან იქნება ძალიან სწორი და ადეკვატური დამოკიდებულება.

ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი – ეს არის უინტერესობა. ბოლო პერიოდში მომრავლებულია გაჯეტები, ფილმები, ვიდეოები, თამაშები, რომლებიც ძალიან იზიდავს ბავშვებს. თამაშის დროს როცა მშობელი სთხოვს ბავშვს, თავი დაანებოს გართობას და იმეცადინოს, ბუნებრივია, ამის შემდეგ მას არ ექნება მეცადინეობის სურვილი. უნდა შევეცადოთ ცოტა ხნით დავაშოროთ მაცდუნებელ გასართობებს ბავშვები. ვუთხრათ, რომ დაასრულოს თამაში ან ფილმის ყურება, ცოტა შეისვენოს და შემდეგ დაიწყოს მეცადინეობა. ეს შეამსუბუქებს თამაშიდან მისი მოწყვეტის პროცესს, რაც ხშირად ძალიან მტკივნეულია მათთვის.

– იქნებ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ეს პროცესი, რომ არც მისთვის იყო მტკივნეული და არც ბავშვისთვის?

— როცა რაიმეს ვუთითებთ ან ვავალებთ ბავშვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რა ინტონაციით ვეუბნებით ამას. მოვუწოდებ მშობლებს, ბავშვებს მისცენ კონკრეტული დავალებები. როცა მშობლის ფრაზა არის ზოგადი, მაგალითად, ასეთი, „გეყო ამდენი ბოდიალი და გააკეთე რამე“, ეს არასწორია. მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ კონკრეტული დავალებები, მაგალითად, სთხოვეთ დაალაგოს თავისი საწერი მაგიდა. ეს არის კონკრეტული დავალება, რომელსაც ბავშვი სწორად აღიქვამს. როგორც უკვე გითხარით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტონალობას და ინტონაციას. აღსანიშნავია ბავშვის რიტმი, რომელიც ხშირად არ ემთხვევა ხოლმე მშობლის რიტმს. მშობელი, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად აკეთებს ყველაფერს, ვიდრე შვილი. ხშირად მშობლები დავალების შესრულებას ძალიან სწრაფად და ხარისხიანად სთხოვენ შვილებს. რაც არ არის სწორი მიდგომა. ამ ყველაფერს შემდეგ მოსდევს მშობლის მხრიდან უკმაყოფილება. ბავშვს თუ შეცდომები მოსდის, ეს მას უნდა ავუხსნათ ისე, რომ სწორად გაიგოს რა შეიძლება მოჰყვეს მის ქცევას. ბავშვებს ხშირად ვეუბნებით მკაცრი ტონით, „მეხუთედ გეუბნები, აიღე შენი ტანსაცმელი და ჩადე სარეცხ ყუთში!“ ამის ნაცვლად ჯობს ვუთხრათ, მე თანაგიგრძნობ, რომ შენ აღარ დაგრჩა სუფთა ტანსაცმელი. ასე არ მოხდებოდა, თავის დროზე რომ ჩაგელაგებინა ყუთში ჭუჭყიანი ტანსაცმელი. ანუ, ერთი და იმავე შინაარსის ტექსტი შესაძლოა სხვადასხვანაირად მივაწოდოთ ბავშვს.

ბავშვზე დადებითად მოქმედებს, როცა აღვნიშნავთ მის პროგრესს. თუ ბავშვმა საკუთარი ინიციატივით მიალაგა მაგიდა, შეასრულა დავალებები, აუცილებელია ეს ფაქტი აღვნიშნოთ, შევაქოთ და ვუთხრათ, რომ გვიხარია მისი საქციელი და მონდომება. აქვე აღსანიშნავია დაჯილდოება, რაც პირდაპირ კავშირშია შემართებასთან, მშობლების და შვილების ურთიერთობასთან. კარგი საქციელისთვის ჯილდოს მიღების შემდეგ ბავშვი კიდევ ეცდება ასიამოვნოს მშობელი.

– მოზარდების შემთხვევაში რა პრობლემებს ვაწყდებით?

— თინეიჯერობის ასაკში მოტივაციის ნაკლებობა არის ძალიან ბუნებრივი. თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ბავშვი მოტივირებულია შეიძინოს ცოდნა, მიიღოს განათლება, იმეცადინოს და ა.შ., თინეიჯერობის ასაკში, 12 წლიდან ზემოთ იწყება ძალიან რთული, კრიზისული პერიოდი. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან გააზრება იმისა, რომ ამ ეტაპზე ბავშვისთვის სწავლა არ არის პრიორიტეტული. ამ დროს მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობები და სხვა ყველაფერი, რაზეც დამოკიდებულია მისი საზოგადოებაში ადაპტაცია და თავის დამკვიდრება მეგობრებში. ამიტომ სწავლის მომენტი ხშირად ჩავარდნილია ამ პერიოდში. ბუნებრივია, ეს უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და ძალიან მძიმედ არ უნდა გადაიტანოს მშობელმა. ბავშვებს ძალიან მძიმედ გადააქვთ, როცა მათ მშობელი მხოლოდ სწავლის მიხედვით აფასებს. თუ ბავშვი ვერ, ან არ სწავლობს კარგად, მშობელს მის მიმართ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, ხოლო თუ ბავშვი კარგად სწავლობს, მის მიმართ აქვს კარგი დამოკიდებულება. მინდა აღვნიშნო, რომ სწავლის გარდა კიდევ ძალიან ბევრი რამ არის ბავშვის პიროვნებაში, რასაც უნდა გავუსვათ ხაზი და რის მიხედვითაც შეიძლება დავაჯილდოოთ ან არ დავაჯილდოოთ იგი.

7887
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 აპრილს

0
(განახლებულია 20:53 12.04.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ხევისუბნის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრიბ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ახმეტელის და ლიუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის და პეტრე იბერის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის და ევგენი გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს