თანავარსკვლავედი

ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი - სიგიჟიდან გულგრილობამდე

18559
(განახლებულია 10:31 22.08.2017)
როგორ იქცევიან „ყოფილები", თუ მიატოვეს - ყველაზე „შეშლილი" და ყველაზე გაწონასწორებული ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე დაუოკებელი ნიშანია. ისინი საშიშნი არიან, რადგან თავის ბნელ მხარეს იუმორით ნიღბავენ, მაგრამ არ მოტყუვდეთ, ეს მხოლოდ ფარსია. თუ ზოდიაქოს სხვა ნიშნები დღეში ათჯერ ურეკავენ მათ, ვინც მიატოვა, ტირიან და თვეობით ახსენებენ თავს ყოფილს, მორიელი მდუმარედ ბრაზდება, მაგრამ თვალს არ მოგაშორებთ. ისინი დაშორებას მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევენ. იცოდეთ, შეიძლება თქვენ ყოფილ მორიელს ვერც ხედავდეთ და მის შესახებ არაფერს იგებდეთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, მას თქვენი ერთი ნაბიჯიც არ გამოეპარება.

ლომი

ლომები შეშლილი ყოფილები არიან, რადგან განშორება მათ ეგოს ეხება, მათ სხვების თვალში ამცირებს. ეს იმდენად ანაწყენებს მათ, რომ, საბოლოოდ, ისევ თავის ყოფილებს ესხმიან თავს. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ლომი ბუნებით ცუდი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ როდესაც ლომს უყვარს, მას თავის ცხოვრებაში მთლიანად იღებს და ამ ადამიანის დაკარგვა მისთვის ძალზე მტკივნეული პროცესია.

ტყუპი

ყველაზე შეშლილი ყოფილების სიაში ტყუპი მესამე ადგილს იკავებს, რადგან განშორების შემდეგ თავს დაკარგულად გრძნობს. საქმე ისიც კი არაა, რომ ის კვლავ შეყვარებულია, არამედ ის, რომ მას ძალიან დიდხანს ჰქონდა ყოფილის იმედი, საკუთარ გრძნობებში რომ გარკვეულიყო, ბოლოს კი „დაკარგული" აღმოჩნდა. მას არ სურს მარტო ცხოვრება. ტყუპები შეშლილი ყოფილები არიან, რადგან წინააღმდეგობებით არიან სავსე. ახლა უყვართ, წუთის შემდეგ — ემეგობრებიან, ორი წუთის შემდეგ — განუმარტავენ, რატომ ვერ იტანენ მას.

ქალწული

ქალწულები, მორიელების მსგავსად, შეშლილი ყოფილების სიაში იმავე მიზეზით შედიან — მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ერთი შეხედვით ქალწული ცივია, მაგრამ მის შიგნით ვნებები, პარანოიდალური აზრები და ფეთქებადი ემოციები დუღს. ქალწულები ცნობილი ანალიტიკოსები არიან, ეს კი ნიშნავს, რომ მათ თვალი უნდა ადევნოთ. ისინი თავის ყველაზე ირაციონალურ აზრებს გონებაში ტრიალის უფლებას დიდხანს აძლევენ, რათა ეს ყველაფერი ერთ დღესაც თავის ყოფილს იმ დროს დაანთხიონ თავზე, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელიან.

თევზები

თევზები ყველაზე დრამატულია ზოდიაქოს ნიშანთა შორის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უსიყვარულოდ არიან. მათ შეუძლიათ თავის ყოფილს გზავნილი ღამის ორ საათზე გაუგზავნონ. ისინი შეჰყურებენ ცას და უსმენენ რომანტიკულ მუსიკას, წარმოიდგენენ შეხვედრას ყოფილთან, შემდეგ კი თავის დათრგუნულ ტკივილს ხელოვნების უმშვენიერეს ნიმუშზე გადმოანთხევენ, ან, უბრალოდ, თავის ნამდვილ, შეულამაზებელ მრისხანებას აჩვენებენ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს სიმშვიდიდან სიგიჟემდე „გარბენა" სამ წამში შეუძლიათ, რადგან მიიჩნევენ, რომ არ შეუძლიათ ყოფილ პარტნიორებთან განშორება. გარდა ამისა, მათში შურისძიებისკენ მიდრეკილება იმალება, რადგან საკუთარ თავში თავდაჯერებული არ არიან. კირჩხიბი ძალზე ემოციური ნიშანია, ისინი ყველაზე მეტად არიან დაკავშირებული ოჯახთან, ურთიერთობებთან, ერთგულებასთან, პარტნიორობასთან. სხვა ნიშნებთან შედარებით მათ ყველაზე მეტად უჭირთ სიყვარულის დაკარგვა, მაგრამ ასევე ძალიან კარგად შეუძლიათ ძალების აღდგენა.

თხის რქა

თხის რქები აღშფოთებული რჩებიან, როცა სიყვარულს კარგავენ. ისინი არ აპირებენ ყოფილებზე თავდასხმას, მაგრამ ხელებს გულზეც უქმად არ დაიკრეფენ. თხის რქები თვითორგანიზებული პიროვნებები არიან და ჩვეულებრივ, თავის ენერგიას საკუთარი თავის ან ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართავენ. ბოლოს და ბოლოს, ისინი სვლას გააგრძელებენ და ყოფილს, როგორც საკუთარი გამოცდილების ნაწილს, ისე აღიქვამენ.

სასწორი

სასწორები რომანტიკოსები არიან, რაც, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მათ განშორების შემდეგ ეხმარება. მათ იციან, რომ შეუძლიათ კვლავ იპოვონ სიყვარული და ამას აკეთებენ კიდეც, სასწორები არ არიან პატივმოყვარენი და კონტროლის დაკარგვა არ მოსწონთ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ სილამაზე და ბალანსი ყველაფერში, თუნდაც იტანჯებოდნენ. ისინი ყოფილებს სწრაფად და მკაცრად შორდებიან, წყვეტენ ყოველგვარ კავშირს.

მერწყული

მერწყულები განშორებისას სრულიად განსხვავებულად იქცევიან. მაგალითად, შეიძლება ისინი ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ ამ ტკივილში თავით არ გადაეშვებიან; ამის ნაცლად თავის ენერგიას სხვა კალაპოტში მიმართავენ. მათი ეს თვისება — საკუთარი ნამდვილი გრძნობების გამომჟღავნების უნარის არქონა — ბევრი ურთიერთობის გაწყვეტის საბაბი შეიძლება გახდეს.

კურო

კუროები ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის ნაკლებად შეშლილი არიან, რადგან მათ უყვართ სტაბილურობა და საბოლოოდ, საკუთარ თავს ატყუებენ იმის ფიქრით, რომ განშორების შემდეგ უფრო ბედნიერი იქნებიან. ყოფილები მას უკვე ვეღარც ნახავენ და ვერც მის ხმას გაიგონებენ. კურო რომ იტანჯებოდეს კიდეც, ის ამის შესახებ ხმამაღლა არ იტყვის, ეს მის სტილში არაა. ყოფილმა კუროსთან დაბრუნება რომ მოინდომოს, უკან დასაბრუნებელი გზა უკვე აღარ არსებობს — კუროები პატიობენ წყენას, მაგრამ არ ივიწყებენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ყოფილის როლში ყინულივით ცივი არიან. ისინი შეიძლება ნაწყენი იყვნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში ბარგი ჩაალაგონ და მთაში მსვლელობა მოაწყონ, ან წიგნი წაიკითხონ რეინკარნაციის შესახებ. მშვილდოსნები დიდხანს არ განიცდიან, რადგან უფრო ადვილია სხვა საქმით დაკავდნენ, ვიდრე ისხდნენ და წარსული გრძნობები დაიტირონ. ისინი მალე გამოდიან მდგომარეობიდან და ახალი ურთიერთობებისთვის მზად არიან.

ვერძი

როცა ვერძი ტოვებს პარტნიორს, მისთვის ის უკვე სულერთია. ის ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებს, ამიტომ როცა აცნობიერებს, რომ შეუთავსებელია პარტნიორთან და ან მათი გზა არსაით მიდის, ერთად ყოფნა ალოგიკურად მიაჩნია. ამას მისთვის არანაირი აზრი არა აქვს, ამიტომ ის წინსვლას განაგრძობს.

 

18559
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
ქალი პლიაჟზე

რუჯი და ვაქცინაცია: შეიძლება თუ არა გარუჯვა კოვიდ-საწინააღმდეგო აცრის შემდეგ

274
(განახლებულია 18:43 30.07.2021)
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში სულ უფრო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. ამიტომ, ეპიდემილოგები მოსახლეობას რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ და კორონავირუსის საწინააღმდეგო აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

 

პანდემიის მიუხედავად, აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა და უკვე აქტიურ ფაზაშია. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ზღვაზე დასვენება უსაფრთხოა, თუმცა ისინი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ და თავშეყრის ადგილებში ყოფნიგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მზე, ზღვა, გარუჯვა თითქმი ყველა ადამიანს უყვარს. არაერთი ადამიანის სურვილია მუქი ფერის კანი ჰქონდეს, ამიტომ შედეგის მისაღწევად მზის აბაზანებს, ან სოლარიუმს მიმართავენ. რუჯის მიღების მსურველთა რიგებში ის ადამიანებიც არიან, ვინც ახლახან კორონავირუსის საწინააღნდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს, ან პირებენ, რომ ჩაიტარონ უახლოეს მომავალში. ბევრ მათგანს აწუხებს კითხვა, შეიძლება თუ არა აცრის შემდეგ რუჯის მიღება და რა შემთხვევაში არ უნდა მიღოს ნამზეური...

ეს საკითხი ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა.

-  ვაქცინაციის წინ და ვაქცინაციის შემდგომ, არ არსებობს რაიმე პროცედურა ან რაიმე ყოველდღიური ქცევა, რომელიც უნდა შეიცვალოს. აბსოლუტურად არაფერი. თუ ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენა განვითარდა, ვთქვათ ტემპერატურული სახით, რა საკვირველია ამ დროს ადამიანი რუჯზე ან სოლარიუმში არ უნდა წავიდეს და აუცილებლად სახლის პირობებში უნდა იყოს, მშვიდ და მოსვენებულ მდგომარეობაში.

- იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის შემდეგ გამოიხატა ალერგია. როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, ეს კვებისმიერი რეაქციაა, თუ ვაქცინით არის გამოწვეული?

- თუ ადამიანი ვაქცინაციის შემდგომ საგაზაფხულო ალერგიულ პროდუქტს დიდი რაოდენობით მიირთმევს და ალერგიული პროცესის პროვოცირებას ამით ხელს შეუწყობს, გაუჭირდება ექიმს იმის განსაზღვრა ეს კვებისმიერი რეაქციაა თუ ვაქცინისმიერი. ამიტომ, ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ნუ მიეძალებიან დიდი რაოდენობით კენკროვან ხილს, ციტრუსებს, ალკოჰოლს, რათა არ მოხდეს ზედდება ალერგიული რეაქციების, თორემ ეს ვაქცინასთან არანაირი წინაღობა არ არის.

- მზის ალერგიაზე რას იტყვით? შესაძლებელია ვაქცინაციის შემდეგ რუჯის მიღება?

- იგივე ეხება მზესა და სოლარიუმს. თუ ვაქინირებულ პირს მზეზე არ აქვს ალერგია, ამ შემთხვევაში შეიძლება რუჯის მიღება მზეზეც და სოლარიუმშიც. თუ ადამიანი მზეზე იფოთლება ან აყრის თავი უნდა შეიკავოს. არც ისე იშვიათად, არიან პაციენტები, რომელთაც მზეზე ყოფნიდან რამდენიმე საათში გამონაყარი ეწყებათ. ამიტომ, ვაქცინაციის შემდეგ ასეთი ადამიანების მზეზე მიფიცხება მე პირადად არ მიმაჩნია სწორად, რომ აქაც ზედდება არ მოხდეს. ადამიანმა, რომელსაც მზეზე აქვს ალერგია, სასურველია რამდენიმე დღე მოითმინოს.

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.

მედიკოსები ეპიდემიის დამარცხების ერთადერთ საშუალებად ვაქცინაციას, პირბადის ტარებას და სოცილაური დისტანციის დაცვას მიიჩნევენ.

 

274
თემები:
სასარგებლო რჩევები
მაღვიძარა

გახდომა ძილში: ექიმი ასახელებს პროდუქტს, რომელიც ღამით ცხიმებს წვავს

260
(განახლებულია 20:36 30.07.2021)
ირკვევა, რომ არსებობს პროდუქტი, რომელიც ძილის წინ უნდა მიირთვათ, თუ გინდათ, დილით უკვე 300 გრამი გქონდეთ დაკლებული

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. წონის დასაკლებად სულაც არ არის საჭირო, ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარი თქვათ და მშიერ კუჭზე დაიძინოთ, აცხადებს ენდოკრინოლოგი ანჟელიკა ჩიჟი.

მისი თქმით, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა, ინტერვალური შიმშილი, ღამ-ღამობით კი მხოლოდ კეფირი — ეს სინამდვილეში მხოლოდ გავრცელებული მითია. სპეციალისტი ირწმუნება, რომ გახდომა ძილშიც კია შესაძლებელი -— უბრალოდ, სწორი საკვები უნდა შეირჩეს.  

„რა უნდა მიირთვათ, რომ ძილში გახდეთ. ჩვენს ორგანიზმში ღამის 12 საათამდე გამომუშავდება სომატოტროპული ჰორმონი, რომელიც ცხიმებს წვავს. იმისათვის, რომ ეს ჰორმონი გამომუშავდეს, ორი ნაბიჯი უნდა გადადგათ: პირველი — ძილის წინ ორი მოხარშული კვერცხის ცილა ჭამოთ, და მეორე — დასაძინებლად ღამის 11 საათისთვის დაწვეთ. დილით თუ აიწონებით, აღმოაჩენთ, რომ 300 გრამი გაქვთ დაკლებული“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, ენდოკრინოლოგის თქმით, არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს, მკაცრი დიეტის შემთხვევაშიც კი.

ესენია:

ცილები — ქათმის, ინდაურის, ძროხის უცხიმო ხორცი, თევზეული, კვერცხის ცილა.

ეს ყველაფერი ის „სამშენებლო მასალაა“, რომლის გარეშეც ადამიანის ორგანიზმი გამოიფიტება. ცილა მნიშვნელოვანია არა მარტო კუნთებისთვის, არამედ ძვლების, კანის, მყესების, ჰორმონებისა და იმუნიტეტისთვის.

მცენარეული უჯრედისი — მწვანილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები.

უჯრედისი საჭმლის მომნელებელი სისტემის მშაობაზე აგებს პასუხს. მისი წყალობით, დიდხანს ნარჩუნდება სიმაძღრის შეგრძნება და სტაბილურდება ენერგეტიკული დონე. გარდა ამისა, უჯრედისი ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ასევე არის პროფილაქტიკა გულ-სისხლძრღვთა სისტემის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და კოლორექტალური კიბოსთვის.

ხილი და კენკრა — ეს მიკროელემენტებისა და ვიტამინების არაჩვეულებრივი წყაროა. მთავარია, აირჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომლეშიც ცოტა შაქარი და ბევრი უჯრედისია (მაგალითად, ბანანი). ყველაზე სასარგებლოა: ციტრუსები, კივი, ვაშლი და ყველანაირი კენკრა.

260
თემები:
ექიმი გირჩევთ
მზის ჩასვლა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო

0
(განახლებულია 08:03 31.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

არაერთი სიურპრიზი გელოდებათ. ესაა შემოქმედებითი ვნებების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და გრძნობების უეცარი „ამოფრქვევის“ დღე. აჯობებს, თუ არ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, არ გამართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს – შედეგის გათვლა შეუძლებელია.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი>>

ვერძი: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს. გრძნობების მოზღვავება იმდენად უეცარი იქნება, რომ მომზადებას ვერ მოასწრებთ.

კურო: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე დამყოლი და აუღელვებელი ჩანდეთ. გარშემომყოფებს კი არა, თქვენც შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მაინც – მოსალოდნელია გაღიზიანების უეცარი შემოტევა, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.

ტყუპი: ყველაზე ეფექტური გზა დღეს თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. არ ღირს გარემოებებზე შეწინააღმდეგება. უაზრობაა ბედთან კამათი და მით უმეტეს, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმის დაწყობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ გზადაგზა მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.

კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი, შესაძლოა, არცთუ ხელსაყრელად დაიწყოს და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ იყოს შესაფერისი, მაგრამ დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ნაცნობობის დროა, როდესაც არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ენდეთ ინტუიციას.

ლომი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლებელია ასეთმა დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით, კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.

ქალწული: დღე მთლიანობაში მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უდრო დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი მოვლენები, გაუგებრობებია მოსალოდნელია. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ადვილად პოულობთ საერთო ენას ყველასთან, მათ შორის ახლად გაცნობილ ადამიანებთანაც.

სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაღაც „თავქარიანი“ ექსპერიმენტების ჩატარებისგან. არ აჰყვეთ უკვე ნაცნობ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საფრთხის შემცველია ზედმეტი, გადაჭარბებული მოთხოვნები, ანუ დაკმაყოფილდით იმით, რაც დღეს გაქვთ.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გელოდებათ რამე განსაკუთრებული იარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.

მშვილდოსანი: შეგწევთ ძალა, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, დამეგობრება საინტერესო ადამიანებთან. ნათლად გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დაღლილობას ვერ იგრძნობთ – ენერგიით ხართ სავსე.

თხის რქა: საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. სერიოზული პრობლემები და სირთულეები, რომელთა გადალახვასაც ვერ შეძლებთ, არ გელოდებათ. ხართ მშვიდი და თავდაჯერებული, მაგრამ მოდუნება არ ღირს, რადგან ბედმა არაერთი შესანიშნავი შანსი შეიძლება მოგცეთ, რომ მეტოქეებსა და კონკურენტებზე გაიმარჯვოთ. სავარაუდოდ, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, მაგრამ მათი რეალიზების დაწყებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა.

მერწყული: დღეს ძალიან წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება, როდესაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

თევზები: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.

0