უფასო სასადილოების პროგრამაში 3 500 ბენეფიციარი ჩაერთვება

© photo: Sputnik / Vsevolod Tarasevich / გადასვლა მედიაბანკშისასადილო
სასადილო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის განმარტებით, მომლოდინე ბენეფიციარები „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამაში მომავალი წლიდან ჩაერთვებიან.

 

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს დედაქალაქში უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით  3,5 ათასი მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

დღეისათვის თბილისში 63 უფასო სასადილოთი 40 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს. უფასო სასადილოების ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები არიან, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-ზე ნაკლებია. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მომავალი წლიდან მათაც მიეცემათ, რაც მნიშვნელოვანია. ამ რთულ ვითარებაში ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა თითოეული ამ ადამიანისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 16 მარტიდან აღნიშნული სასადილოებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მომსახურების წესები შეიცვალა. გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ისინი ადგილზე მომსახურების ნაცვლად საკვებს ბინაზე იღებენ.

ამასთან, უფასო სასადილოების ყოველდღური დეზინფექცია და სტერილიზება საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0