თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მთავრობა ცენტრალური ხელისუფლებისგან დამატებით ტრანსფერს მიიღებს, რაც სოციალური პროგრამების მხარდაჭერასა და გაფართოებას მოხმარდება

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა, ქალაქის ბიუჯეტი 1 050 მილიონი ლარი იქნება.

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკრებულის განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. კალაძის თქმით, დედაქალაქი ცენტრალური ხელისუფლებისგან 225 მილიონი ლარის ოდენობის ტრანსფერს მიიღებს. 

მოხუცი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება

„ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ოდენობა იქნება 1 050 მილიონი ლარი, რომელსაც 2021 წლის იანვარში კიდევ 50 მილიონი ლარი დაემატება. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი იქნება 1,1 მილიარდი ლარი, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა კალაძემ.

მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერიისთვის პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც, კალაძის თქმით, დაახლოებით 350 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მერია მომავალშიც გააგრძელებს სოციალურ პროგრამებს, მათ შორის, უფასო სასადილოების, მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრისა და უსახლკაროთა თავშესაფრების ხელშეწყობის პროგრამებს.

ყველა ახალი ამბავი
0