ხაჭო

ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან

96
(განახლებულია 17:33 28.09.2020)
პროფესორი განმარტავს, რა სარგებლობა მოაქვს ხაჭოს და რატომაა მავნებელი ორგანიზმისთვის ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ხაჭო დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე, ებრძვის შემოდგომის დეპრესიას და აუმჯობესებს განწყობას, აცხადებს პროფესორი ალექსეი ბუევეროვი.

„არსებობს მონაცემები, რომ ხაჭოს, მასში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მამაკაცის პოტენციაზე. ამასთან არსებობს მცირე კვლევა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში ხაჭოს შეუძლია აამაღლოს განწყობა და დაგეხმაროთ შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში“, — აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭო მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ცილებითა და ცხიმებით და მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის ისეთი მიკროელემენტები, როგორებიცაა კალციუმი, მაგნიუმი და თუთია.

ამასთან ბუევეროვი განმარტავს, რომ ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტების მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.

„ჯობს მიირთვათ ნაკლები და ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო — 5 ან 9 პროცენტიანი. ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტებისგან მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. როდესაც ადამიანი ცხიმებს საკმარისი რაოდენობით არ იღებს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და იწყება ცხიმების დაგროვება. მეორეც: ცხიმგამოცლილი პროდუქტები უგემურია და ამიტომ მწარმოებელი მათში შაქარს ან შაქრის შემცვლელს ამატებს. ეს კი მავნებელია როგორც ნახშირწყების ცვლის, ისე სხეულის მასის მატების კუთხით. შეუძლია დიაბეტის განვითარებაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანი ამისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი“, — დააზუსტა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს.

 

96
თემები:
სასარგებლო რჩევები (319)
სერგეი ლავროვი

მთიან ყარაბაღში კონფრონტაციული რიტორიკა უნდა შეწყდეს: სერგეი ლავროვი

40
(განახლებულია 19:50 19.10.2020)
რუსმა დიპლომატმა ევროსაბჭოს სამდივნოში კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი სიტუაციას მთიან ყარაბაღში და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიუთითებს, რომ აუცილებელია შეწყდეს კონფრონტაციული რიტორიკა და ასევე საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში.

რუსმა დიპლომატმა ორშაბათს მოლაპარაკებები გამართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ–ბურიჩთან. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ევროსაბჭოს სამდივნოში კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი სიტუაციას მთიან ყარაბაღში და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

„დარწმუნებული ვართ, რომ ახლა ყველაზე მთავარი, რაც, ალბათ, არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, არის კონფრონტაციული რიტორიკის დაძაბვის შეწყვეტა როგორც მხარეებს შორის, ისე საერთაშორისო მოთამაშეთა პასუხისმგებლობის ხაზზე. ეს არ მოითხოვს რაიმე დიდ ძალისხმევას“, — აღნიშნა ლავროვმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიპლომატის თქმით, მომდევნო აუცილებელი ნაბიჯი — საომარი მოქმედებებისა და სამოქალაქო ობიექტებზე შეტევების შეწყვეტაა.

ლავროვის განმარტებით, იგივე მოთხოვნას შეიცავს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების – რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების განცხადებაც, იგივეა ნათქვამი მოსკოვის დოკუმენტშიც, რომელიც 10 ოქტომბერს გაფორმდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოსკოვის შუამავლობით, და იმავეს ამტკიცებს 18 ოქტომბერს ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებული დოკუმენტიც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაზავების დარღვევაში ადანაშაულებენ>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

40
თემები:
რუსეთი დღეს
„როსია სეგოდნიას“ პროექტების განახლებული ლოგოები

„როსია სეგოდნიამ“ „ბროლის პირამიდის“ პრემია მოიგო

11
(განახლებულია 11:20 17.10.2020)
„გთხოვთ, ისუნთქეთ!“ - ონლაინ-აქცია რუსი ექიმებისა და მოხალისეების მხარდასაჭერად, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეების გადასარჩენად იბრძვიან. აქცია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ არის ინიცირებული.

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. მედიაჯგუფმა Россия сегодня („როსია სეგოდნია“) გაიმარჯვა პრემიაში „ბროლის პირამიდა“, იუწყებიან სააგენტოს პრესსამსახურში.

„მედიაჯგუფმა Россия сегодня პრემია „ბროლის პირამიდის“ გამარჯვებულია. ჩვენ მივიღეთ ოქროს ჯილდო ნომინაციაში „წლის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

მედიაჯგუფის ეგიდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის 40-ზე მეტი პროექტი მოქმედებს. ეს არის დახმარება შვილად აყვანის კუთხით, პროექტი Найди меня, мама („მიპოვე, დედა“), შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო პროექტი SputnikPro და ა.შ.

„წლის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი პროექტი გახდა ონლაინ-აქცია რუსი მედიკოსების და მოხალისეების მხარდასაჭერად Пожалуйста, дышите! („გთხოვთ, ისუნთქეთ!“). აქციის პორტალი წარმოადგენს ფოტოების და მოკლე ისტორიების ბაზას მადლიერების სიტყვებით, რომლებიც ექიმების, მედმუშაკების, საავადმყოფოების და ჰოსპიტლების თანამშრომლებისა და მოხალისეების და „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადების მისამართით ისმის. პორტალზე წარმოდგენილი ყველა ისტორია მოგვაწოდეს პაციენტებმა, აქციის გმირების ახლობლებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა და უბრალოდ არაგულგრილმა ადამიანებმა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

„გთხოვთ, ისუნთქეთ!“ - ონლაინ-აქცია რუსი ექიმებისა და მოხალისეების მხარდასაჭერად, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეების გადასარჩენად იბრძვიან. აქცია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ არის ინიცირებული.

პრემია „ბროლის პირამიდა“ გადაეცემა კომპანიებისა და ადამიანების მართვის საუკეთესო გამოცდილების გავრცელების, ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროსადმი ყურადღების გამახვილების მიზნით, ასევე იმ ორგანიზაციების წახალისებისთვის, რომლებიც ადამიანური რესურსების სფეროში მოწინავე მეთოდებს და ტექნოლოგიებს ნერგავენ.

11
თემები:
რუსეთი დღეს
პოლიციელი თბილისის მეტროში მოქალაქეებს პირბადის ტარებაზე ამოწმებს

რა ელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას შეიძლება აიკრძალოს, მაგრამ არა ყველგან

0
(განახლებულია 13:16 20.10.2020)
ერთხელ უკვე იყო, როდესაც ქვეყანაში მთელი ტრანსპორტი გაჩერდა, მათ შორის, კერძო ავტომობილები, მაგრამ ახლა ასეთ ზომებს მიიღებენ იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვას არ გამორიცხავს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მეზვრიშვილმა განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვანი იქნება და დაწესდება იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება.

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად, უკვე რამდენიმე დღეა, ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1194 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში