ვარსკვლავიანი ცა

საუკეთესო დედმამიშვილი ზოდიაქოს ნიშნების ტოპ–სამეული

7155
(განახლებულია 16:04 08.03.2018)
თუ თქვენი დედმამიშვილი ზოდიაქოს ამ სამი ნიშნიდან ერთ–ერთია, ნამდვილად გაგიმართლათ.
7155
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
ხედი გრემიდან

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 მარტი

162
(განახლებულია 10:31 06.03.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 6 მარტია, შაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს ფანტაზია უფრო კაშკაშა და საინტერესო იქნება, ვიდრე რეალობა. ბევრი მიანიჭებს უპირატესობას ვირტუალურ სამყაროში ჩაძირვას, იქნება ეს ოცნებების ღრუბლებში ფრენა, საინტერესო წიგნი, ახალი ფილმი, თამაში თუ ურთიერთობები ინტერნეტის მეშვეობით. ფანტაზია დიდ როლს შეასრულებს ჩვეულებრივ საქმეებშიც და მოსაწყენ ერთფეროვნებას ლამაზი ფერებით მოხატავს. ამასთან, სიფრთხილეც საჭიროა, რათა სასურველი სინამდვილედ არ მიიღოთ ან ვერ დაინახოთ ის, რაც ცხვირწინ დევს. ამიტომ ეს დღე ყველანაირი საქმიანობისთვის არ გამოდგება. ის საუკეთესოა შემოქმედების, გართობის, მეგობრობისა და სიყვარულისთვის.

ვერძი: როგორც იქნა, შეძლებთ და დაიკმაყოფილებთ ურთიერთობების სურვილს. რუტინისგან შვებას ეძებთ იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. თუ დღეს მხიარულება გინდათ, სახლში ჯდომა არაფერს მოგიტანთ და ამაზე წინასწარ უნდა იფიქროთ – დარეკოთ სადაც საჭიროა, იქ. მთავარია, მარტომ არ იმოქმედოთ – შემოიკრიბეთ ირგვლივ მეგობრები და წინ – გაექეცით ყოველდღიურ მოსაწყენ რეალობას და იმხიარულეთ.

კურო: დღეს ვინმემ ან რამემ, შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ. და არ არის გამორიცხული, რომ ეს ვინმე თქვენ თვითონ აღმოჩნდეთ. კალაპოტიდან თქვენი ამოგდება და მღელვარება ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია, მათ შორის, მცირეოდენ კრიტიკას გარშემომყოფების მხრიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, ასეთ რაღაცებზე ნერვები არ აიშალოთ და რაც მთავარია, პრობლემების რადიკალურად გადაჭრას არ შეეცადოთ. გახსოვდეთ, რომ თავის ტკივილის საუკეთესო საშუალება გილიოტინა არაა – ტკივილგამაყუჩებელი აბის მიღება სჯობს.

ტყუპი: დღეს თითოეული წუთით ტკბობას შეძლებთ. საქმეებისგან მოშორებით იქნებით, აჩქარების განწყობა არ გაქვთ და სამყაროსთან სრულ ჰარმონიას შეიგრძნობთ, გაიგებთ, რა არის ნამდვილი გრძნობები და ნამდვილი ცხოვრება. ამ მდგომარეობიდან გადაუდებელი საქმეებიც კი ვერ გამოგიყვანთ – დიდი ალბათობით, მოიფიქრებთ რამეს, რომ დაუყოვნებლივ გასაკეთებელი სამომავლოდ გადადოთ.

კირჩხიბი: დღეს სულ უბრალო წვრილმანებმაც კი შეიძლება გაგაღიზიანოთ. სწორედ წვრილმანებზეა საუბარი, რადგან თუ დიდ პრობლემას წააწყდით, მას მთელი სიმტკიცით დაუხვდებით. მცირე გაუგებრობა–უსიამოვნებების შემთხვევაში კი გრძნობებს გარეთ გამოსვლის უფლებას მისცემთ და თქვენი რეაქცია ავტომატური იარაღიდან გასროლილ ტყვიებს დაემსგავსება. ასე რომ, დღეს აჯობებს, თუ სერიოზული საკითხების გადაწყვეტას დაუთმობთ დროს და თან ისეთების, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით.

ლომი: დღეს თქვენი მომხიბვლელობით ყველას გულის დაპყრობა შეგიძლიათ. ასევე დიდი დადებითი ემოციების სხვებისთვის გაზიარების უნარი გაქვთ, ხართ არაჩვეულებრივი ორატორი. თუ საკუთარი პროექტის სხვებისთვის წარდგენას, იდეების გაზიარებას აპირებდით, ან, უბრალოდ, გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვის სურვილი გქონდათ, ამაზე საუკეთესო დროს ვერ ნახავთ. და თუნდაც თქვენი მონათხრობი გადაჭარბებით ან ფანტაზიებით გაჯერებული წარმოადგინოთ, სწორედ ეს გახდება ჯადოსნური ჯოხი ირგვლივ მყოფების მოსახიბლავად.

ქალწული: დღეს მზად ხართ უამრავ მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს შეეჭიდოთ. განსაკუთრებით მიგიზიდავთ პირადი სივრცის მოწყობის პროექტები – სახლის, აგარაკისა თუ ავტომობილის. რომ იტყვიან, „ხელები მოგექავებათ“ რამის შეცვლის დიდი სურვილით. თუმცა, როგორც კი ერთი იდეის რეალიზებას შეუდგებით, მაშინვე გამოჩნდება მეორე, მერე მესამე... და სანამ გადაწყვეტთ, რომლით აჯობებს დაწყება, დღეც მიილევა...

სასწორი: სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად არცთუ კარგი დღეა. არ ხართ განწყობილი, რომ ისეთი საქმეები აკეთოთ, რომლებიც გამახვილებულ ყურადღებას საჭიროებს. სამაგიეროდ, თქვენს ფანტაზიას საზღვრები არ ექნება. გაგიჭირდებათ, გაუძლოთ ცდუნებას, რომ რამე ექსტრავაგანტული არ გააკეთოთ, ან რუტინას საკუთარი ოცნებების ფერად სამყაროში გაექცეთ. ისედაც, განა საჭიროა, შეეწინააღმდეგოთ იმას, რაც ესოდენ დიდ დადებით ემოციებს განიჭებთ?

მორიელი: დღეს გაგიჭირდებათ ფულთან დაკავშირებული რაღაც გაუგებრობის თავიდან აცილება. შესაძლოა, შეუმჩნევლად ბიუჯეტის ხარჯებს გადააჭარბეთ, იყიდეთ არასაჭირო ნივთი, ან საბანკო ანგარიშზე რაღავ გაურკვევლობა დააფიქსირეთ. ასეა თუ ისე, ამისთვის მზად უნდა იყოთ. და რაც არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში, ეს სიტუაციის დამოუკიდებლად გამოსწორების მცდელობაა – ასტროლოგების თქმით, ეს უარეს შედეგს გამოიწვევს. თუ დაცდა არ შეგიძლიათ, მაშინ თქვენი თანხის კონტროლის საქმეში ვინმეს ჩართვა მოგიწევთ.

მშვილდოსანი: დღეს შეიძლება თავში მოგივიდეთ იდეა, თუ როგორ შეცვალოთ რადიკალურად საკუთარი ცხოვრება. ეს გრანდიოზული გეგმები შეიძლება ეხებოდეს კარიერას, პირად ცხოვრებას ან სხვა რომელიმე სფეროს. თუნდაც ეს ჩანაფიქრი გენიალურად მოგეჩვენოთ, ასტროლოგები ვნებების დაცხრომას გირჩევენ: დიდია ალბათობა, რომ სასურველს სინამდვილედ იღებთ. აცადეთ თქვენს რევოლუციურ იდეებს „დაღვინება“, ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.

თხის რქა: თუ საკუთარ ძალებში სრულად არ ხართ დარწმუნებული, საქმეს ხელს ნუ მოკიდებთ. სამწუხაროდ, ასეთი ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ. ეს დღე არ მიესადაგება სთული ამოცანების გადაწყვეტას და მით უმეტეს, ახალი პროექტების დაწყებას. თქვენ, უბრალოდ, ვერ შეძლებთ სწრაფად ცვლად ვითარებაში ორიენტირებას. სამაგიეროდ, დღეს უსაზღვროდ ნათელი შეხედულება გექნებათ სამყაროზე და მზეს შავად მოქუფრულ ცაზეც კი დაინახავთ.

მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი ნახევრად მივიწყებული ოცნებები გაიხსენოთ. თუმცა, ისინი, შესაძლოა, ვითარებამ თვითონ გაგახსენოთ. ნამდვილად ღირს ფანტაზიების სამყაროში ჩაძირვა, სადაც არანაირი საზღვარი არ არსებობს და ყველაფერია შესაძლებელი. თქვენი წარმოსახვა ხატოვანი იქნება, ხოლო შემოქმედებითი პოტენციალი – უმაღლეს დონეზე. გამოგონება, შექმნა, ოცნებებში ფრენა – ეს ყველაფერი დღეს ბედნიერს გაგხდით, რასაც მოსაწყენ ყოფით საქმეებზე ვერ ვიტყვით.

ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...>>

თევზები: ასტროლოგები გირჩევენ, სიზმრებს სერიოზული ყურადღება მიაქციოთ, რომლებიც დღეს განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება. ზღვარი სიზმრებსა და რეალობას შორის გაფერმკრთალდება. თქვენი სიზმარი რაც არ უნდა ფანტასტიკის სფეროში, მაინც ყურადღების ღირსია. შესაძლოა, სამყარო ამ სახით რაღაც ღირებულ რჩევას გაძლევთ რომელიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, იყავით ყურადღებით!

162
ახალგაზრდა ქალები

ნახეთ იდეალური წონის ახალი სტანდარტები: თვალსაჩინო ცხრილი

209
(განახლებულია 21:35 05.03.2021)
სიტყვათშეთანხმება „იდეალური წონა“ ერთმანეთისგან განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. ზოგს ამ დროს 90-60-90 ზომების მქონე მოდელი უდგება თვალწინ და ზოგსაც პირიქით, გემრიელად ხორცსავსე ქალი.

ზოგი კი საერთოდაც ვერ გარკვეულა, რომელია იდეალური წონა და ვერ ხვდება, სად, რომელ ნიშნულზე გაჩერდეს.

საქმე ისაა, რომ თითოეულ ადამიანს ბუნებისგან დაჰყვება ცხიმოვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვისაც ეს უჯრედები უფრო მეტი აქვს, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მაძღრისად ჭამის შემთხვევაში თითოეული ცხიმოვანი უჯრედი ორად იყოფა, რითიც კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის რაოდენობა.

ჯანმრთელი წონა – ეს ის ნიშნულია, როდესაც ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. თუ ამ ნიშნულს გადააბიჯებთ, პრობლემებიც დაგეწყებათ: გულის "ფრიალი", სახსრების ტკივილი, ჰორმონების თამაში თუ მეორე ტიპის დიაბეტის წარმოშობის რისკი.

ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები საშუალოდ იმაზე 6 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე ოცი წლის წინ. შესაბამისად, შეიცვალა იდეალური წონის მაჩვენებელიც: ახლა ეს რიცხვი 5 კგ-ით მეტია.

ქვემოთ გთავაზობთ თვალსაჩინო ცხრილს, რომელიც ექიმებმა შეადგინეს და, გამომდინარე აქედან, შეიცავს რეალურ მაჩვენებლებს და არა იმას, რაც საზოგადოებამ დაადგინა ნორმად.

ნახეთ ეს ცხრილი და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი წონა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.

სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
209
თემები:
სასარგებლო რჩევები
თბილისის აეროპორტი

შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

0
ქვეყანაში შემოსვლა შემსუბუქდება მხოლოდ მათთვის, ვინც ავიარეისებით ჩამოვა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.

„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აქამდე კორონავირუსზე უარყოფითი შედეგის ამსახველი ცნობით საქართველოში შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და თურქეთის მოქალაქეებს, ასევე რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • საქართველოში ამ ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიდნენ საჰაერო გზით, დასაშვებია ტრანზიტი მესამე ქვეყნების გავლით;
  • საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი;
  • საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს უცხოეთის მოქალაქეებმა საკუთარი ხარჯით უნდა ჩაიტარონ განმეორებითი PCR–ტესტი;
  • სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წინ საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია და საკუთარი საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.).

იმ პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, აუცილებლად უნდა გაიარონ 12-დღიანი კარანტინი. ამ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე, ასევე ტესტის განმეორებით ჩატარება მესამე დღეს.

0