კარლ იუნგი

„ნორმალური" და „არანორმალური", ბავშვის ტვირთი და სევდიანი სიმართლე...

291
(განახლებულია 13:39 01.12.2017)
სევდიანი სიმართლე ისაა, რომ ადამიანის ცხოვრება უმოწყალო ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცების კომპლექსისგან შედგება - დღე და ღამე, დაბადება და სიკვდილი, ბედნიერება და ტანჯვა, სიკეთე და ბოროტება...

„სიბრძნის სიმფონია“ გთავაზობთ შვეიცარიელი ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლ გუსტავ იუნგის (Carl Gustav Jung, 1875-1961) მოსაზრებებს.

იუნგის ნაშრომებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და რელიგიურ სწავლებაზე, არქეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და სხვა დარგებზე.

• ჩვენი პიროვნება ჩვენ გარშემო სამყაროს ნაწილია და მისი საიდუმლო ამ სამყაროსავით უსაზღვროა.

• ხდება ხოლმე, რომ ხელები უმკლავდება ამოცანას, რომლის წინააღმდეგ ინტელექტი უძლურია.

• იცოდე საკუთარი ბნელი მხარე — საუკეთესო საშუალებაა, გაუმკლავდე სხვების ბნელ მხარეს.

• ნუ დააკავებ მას, ვინც შენგან მიდის. სხვა შემთხვევაში არ მოვა ის, ვინც შენკენ მოდის.

• ყველა ფსიქიკურ დაავადებას საფუძვლად უდევს ის, რომ ადამიანს სურვილი არა აქვს, დამსახურებულად იტანჯოს.

• თუ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მიიღეთ. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ რაღაც გასცეთ.

• სევდიანი სიმართლე ისაა, რომ ადამიანის ცხოვრება უმოწყალო ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცების კომპლექსისგან შედგება — დღე და ღამე, დაბადება და სიკვდილი, ბედნიერება და ტანჯვა, სიკეთე და ბოროტება. ჩვენ იმაშიც არ ვართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ერთი მეორეს გადაწონის, რომ სიკეთე ბოროტებაზე გაიმარჯვებს, ან სიხარული ტკივილს დაძლევს. ცხოვრება — ეს ბრძოლის ველია. ის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, ეს რომ ასე არ იყოს, სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდებოდა.

• ჩვენი ცხოვრების ბევრ კრიზისს ხანგრძლივი ქვეცნობიერი ისტორია აქვს. მას ნაბიჯ-ნაბიჯ გავდივართ და ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეს, რომელიც გვიგროვდება. მაგრამ იმას, რასაც შეგნებულად ვცდილობთ არ შევნიშნოთ, ხშირად „იჭერს" ჩვენი ქვეცნობიერი და ინფორმაციას სიზმრის სახით გვაწვდის.

• გვავიწყდება, რომ ცნობიერება მხოლოდ ზედაპირია, ჩვენი ფსიქიკური არსებობის მხოლოდ ავანგარდი. თავი — მხოლოდ ერთი ბოლოა, მას კი, ავანგარდს — ცნობიერს — მერყეობის, სისუსტეების, კომპლექსების, ცრურწმენებისა და მემკვიდრეობით მიღებული თვისებების დიდი კუდი მოსდევს. ჩვენ კი გადაწყვეტილებას თითქმის ყოველთვის წარსულის ფაქტორების გაუთვალისწინებლად ვიღებთ. და ხანდახან რელსებიდან გადავდივართ.

• იყო „ნორმალური" — უიღბლოს იდეალია, იმის, ვინც ზოგადი მოთხოვნილებების დონეზე ვერ შეძლო ასვლა. მაგრამ მათთვის, ვისი უნარებიც საშუალოზე ბევრად მაღალია, ვისთვისაც რთული არაა წარმატების მიღწევა… — ასეთი ადამიანებისთვის ნორმის ფარგლები პროკრუსტეს სარეცელს, აუტანელ მოწყენილობას, ჯოჯოხეთურ უიმედობასა და გამოუვალ მდგომარეობას ნიშნავს. შედეგად — ბევრი ხდება „ნერვოტიკი" იმის გამო, რომ, უბრალოდ, ნორმალურია იმ დროს, როცა სხვები ნევროზებით იტანჯებიან იმის გამო, რომ არ შეუძლიათ ნორმალური იყვნენ.

• ცუდი თვისებები, რომელთა არსებობასაც საკუთარ თავში ვერ ვამჩნევთ, გვგონია, რომ მხოლოდ სხვებს ახასიათებს. მათ ცოდვილ ცხოვრებას გვერდიდან ვუყურებთ და არც ვუშვებთ, რომ იგივე ცოდვები, შესაძლოა, ჩვენც გვამძიმებდეს.

• ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, ყოვლად აბსურდულადაც კი იქცევიან, რომ თვალი არ გაუსწორონ საკუთარ სულს. ისინი მიმართავენ ინდურ იოგებსა და სავარჯიშოებს, იცავენ მკაცრ დიეტებს, სწავლობენ მთელი მსოფლიოს ლიტერატურას — ამ ყველაფერს კი იმიტომ აკეთებენ, რომ გაექცნენ საკუთარ თავს, მათ მცირეოდენი რწმენაც კი არ აქვთ, რომ საკუთარ სულში რაიმე ღირებულს აღმოაჩენენ.

• ბავშვები უფროსის მაგალითზე იზრდებიან და არა მის სიტყვებზე.

• ყველაზე დიდი ტვირთი, რომელიც ბავშვს მხრებზე აწვება, ეს მისი მშობლების არაფრისმთქმელი, უაზროდ ჩავლილი ცხოვრებაა.

• მარტოობა განპირობებულია არა გარშემო ადამიანების არყოფნით, არამედ იმის გამო, რომ შეუძლებელია ადამიანებთან ილაპარაკო იმაზე, რაც შენთვის არსებითია, ან შენი შეხედულებები სხვებისთვის მიუღებელია.

• მაჩვენეთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი და მე მას განვკურნავ.

 

291
თემები:
სიბრძნის სიმფონია (50)