ფითრი

ფითრი „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე

1677
(განახლებულია 14:35 06.04.2020)
დრუიდები ფითრს „ყველაფრის მკურნალს" უწოდებდნენ. ასევე სჯეროდათ ფითრისა იაპონელებს, რომ ის ყველა სენისგან დაიცავდა მათ.

ფითრი, კერძოდ თეთრი ფითრი (Viscum album L.) – მარადმწვანე, პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახიდან. მისი ბუჩქები ბურთისებრი ფორმისაა, დატოტვილი. იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხვდება, არცთუ იშვიათად ვერხვზე, ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭზე და სხვა მერქნიან მცენარეებზე. 70-მდე სახეობა ბუნებრივად არის გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება — თეთრი ფითრი.

ფითრს უძველესი დროიდან მრავალი ლეგენდა უკავშირდება. მას ბუნების მაგიურ საჩუქრად მიიჩნევდნენ და დიდად აფასებდნენ. ანტიკურ თქმულებებში ამ მცენარეს „ოქროს რტოს" უწოდებდნენ. დრუიდების ტრადიციებით, ფითრის ტოტები ოქროს დანით უნდა მოეჭრათ. მათი რწმენით, განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა წმინდა მუხის ხეებზე მზარდ ფითრს, რომელიც იშვიათობას წარმოადგენდა. მისი შეგროვება ნამდვილი დღესასწაული იყო თავისი რიტუალური ცერემონიებითა და მსხვერპლშეწირვით. დრუიდები ფითრს „ყველაფრის მკურნალს" უწოდებდნენ და სწამდათ, რომ ამ მცენარისგან დამზადებული სასმელი უნივერსალური შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა.

მიიჩნეოდა, რომ ფითრს იდუმალი ენერგია გააჩნია, რომელიც ბოროტ ძალებს უმკლავდება. მისგან აკეთებდნენ ამულეტებს, რომლებსაც ატარებდნენ ქალები, რათა ოჯახში კეთილდღეობა გამეფებულიყო და მათი ნაყოფიერება წარმატებული ყოფილიყო, გაეგრძელებინათ გვარი. მას ასევე უნივერსალურ გასაღებად მიიჩნევდნენ, რომელსაც ნებისმიერი კარის გაღება შეეძლო.

სკანდინავიის ქვეყნებში მიიჩნევდნენ, რომ თუ მტრები ერთმანეთს იმ ხის ქვეშ შეხვდებოდნენ, რომელზეც ფითრი იზრდება, იარაღი უნდა დაეყარათ. სახლზე დაკიდებული ფითრის ტოტები მშვიდობის, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ასევე იცავდა ოჯახს ელვისა და ჭექა-ქუხილისგან, არ უშვებდა ოჯახში ავ სულებს. ფითრის რტოებს დებდნენ ჩვილის აკვანში, რომ ის ბოროტ ალქაჯებს არ მოეტაცათ. ინგლისელები ფითრს აჭმევდნენ ძროხებს ხბოს მოგების შემდეგ. ავსტრალიაში კარის ზღურბლზე დადებული ფითრის რტო ოჯახს ღამის კოშმარებისგან იცავდა. ასევე სჯეროდათ ფითრისა იაპონელებს, რომ ის ყველა სენისგან დაიცავდა მათ. ფითრს თესვის წინ მიწაში ფლავდნენ და სჯეროდათ, რომ ეს უხვი მოსავლის მიღებაში დაეხმარებოდათ.

კალენდულა, იგივე გულყვითელა და მისი სამკურნალო თვისებები>>

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დღემდეა შემორჩენილი ტრადიცია, საშობაოდ ფითრისგან დაამზადონ გვირგვინები და სახლის სამშვენისები, რაც, მათი რწმენით, იზიდავს წარმატებასა და ნაყოფიერებას. ასეთი გვირგვინი, როგორც ბედნიერების მომტანი, ოჯახში შემდეგ შობამდე ინახება.

ფითრის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ პლინიუსის შრომებში გვხვდება. ის ფითრს აღწერდა, როგორც ეპილეფსიური შეტევებისა და თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებას. შუა საუკუნეებში მას იყენებდნენ, როგორც ეფექტურ საშუალებას ჭრილობების, კანის წყლულოვანი დაზიანებების სამკურნალოდ, ასევე სისხლდენის შესაჩერებლად.

ნუში და მისი სასარგებლო თვისებები>>

ამასთან, ფითრის შემადგენლობაშია მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომლებსაც ძლიერი სამკურნალო თვისებები ახასიათებს. აზოტის შემცველი ნაერთები – გამა-ამინოცხიმოვანი მჟავა, აცეტილქოლინი, ქოლინი; ტერპენოიდები – ალფა-ამირინები, ბეტა-ამირინები, ბეტულინის მჟავა, ურსულინის მჟავა; ტრიტერპენული საპონინები – ემუთეროზიდი; ალკალოიდები – ტირამინი, ლუპანინი; ფლავონოიდები – იზორამნეტინი, კვერცეტინი, რამნეტინი; ჰისტამინები, ორგანული მჟავები – ყავის, ქლოროგენული, მანიტი; ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები.

მაგალითად, ალკალოიდი ვისკოტოქსინი აქტიურია სიმსივნური უჯრედების მიმართ, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. ტრიტერპენულ საპონინებს ჰემოლიტური ქმედებები ახასიათებს, ზრდის ჰემოგლობინს. ქოლინი, ვიტამინი B4 კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხოლო აცეტილქოლინი აუცილებელია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ფითრი ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს.

ფითრს იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ნევრალგია
  • ნეირობლასტომა
  • სისხლდენა ცხვირიდან
  • ენურეზი
  • ლიმფოსარკომა
  • ვარიკოზი
  • ჰიპერთირეოზი
  • ბრონქული ასთმა
  • ათეროსკლეროზი
  • იმპოტენცია
  • კუჭის კიბო
  • თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზი
  • თავის ტკივილი
  • ღვიძლის კიბო
  • ლეიკოზი
  • ლიმფოგრანულემატოზი
  • ჰემოროი
  • თორმეტგოჯა ნაწლავის კიბო
  • კუჭ–ნაწლავში სხვადასხვა პარაზიტების დროს
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ლიმფომა
  • ტუბერკულიოზი
  • ეპილეფსია
  • პაპილომა
  • ნევრინომა
  • ლეიკორეა (თეთრად შლა)
  • ჰიპერტონია
  • სილურჯე დაზიანების შედეგად
  • თირკმელების კიბო
  • სისხლდენა საშვილოსნოდან
  • უშვილობა

ფითრის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის, ორსულობის დროს. ფითრის შემადგენლობაში არის შხამიანი ნივთიერებები, ამიტომ ამ მცენარის გამოყენებისას აუცილებელია დოზის დაცვა. მოწამვლის ნიშნებია პირღებინება, მისი შეგრძნება, დიარეა.

1677
თემები:
სასარგებლო რჩევები (466)
შავფეხება ქრცვინი

წარმატებული ექსპერიმენტი: აშშ-ში კლონირებული ქრცვინი დაიბადა - ვიდეო

131
(განახლებულია 17:21 22.02.2021)
გადაშენების პირას მყოფი სახეობის შესანარჩუნებელი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, მეცნიერები სხვა ცხოველების კოლონირებასაც გეგმავენ

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა, პირველად ისტორიაში, გაქრობის პირზე მყოფი შავფეხება ქრცვინის კლონირება შეძლეს, იუწყება აშშ–ის თევზის რესურსებისა და ველური ცხოველების დაცვის სამსახური.

როგორც ირკვევა, ქრცვინი სახელად ელიზაბეტ ენი გასული წლის დეკემბერში დაიბადა, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავრცელდა.

​ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ კლონირებისთვის გამოიყენეს ქრცვინის გაყინული გენები, რომელიც 30 წლის წინ მოკვდა. ექსპერიმენტის შედეგად ორი კლონი დაიბადა, მაგრამ მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი.

ბუნების დაცვის არაკომერციული  ორგანიზაცია Revive & Restore–ში იმედი აქვთ, რომ ეს მეთოდი მომავალში შეიძლება წარმატებით იყოს გამოყენებული ბუნების დაცვისა და სხვადასხვა სახეობების შენარჩუნების კუთხით.

სხვა სახეობებს, რომლებიც ასევე საჭიროებს კლონირებას, მეცნიერები მიაკუთვნებენ მონღოლურ ველურ ცხენსა და გადაშენებულ მოხეტიალე მტრედს.

რაც შეეხება შავფეხა ქრცვინებს, ისინი 1967 წლიდანაა შესული გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჩამონათვალში მათი ძირითადი საკვების — მდელოს ძაღლთაგვების რაოდენობის შემცირების გამო, რომლებსაც ფერმერები ხოცავდნენ.

131
ძირტკბილას ყვავილი

ძირტკბილას სასარგებლო თვისებები

97
(განახლებულია 09:40 22.02.2021)
არაჩვეულებრივი მცენარე – ძირტკბილა აგიმაღლებთ იმუნიტეტს, დაგეხმარებათ შეებრძოლოთ გაციებას, ვირუსებსა და ბაქტერიებს, განსაკუთრებით ეფექტურია ხველებისა და ბრონქიტის დროს

ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra) — პარკოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.  მისი სამშობლოა სამხრეთ ევროპა და ნაწილობრივ – აზია. კარგად ხარობს საქართველოში.

ძირტკბილას, ძირითადად ფესვებს, უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. ის მოხსენებულია ჯერ კიდევ ებერსის პაპირუსში (ჩვ. წ. აღ.–მდე მე–16 ს.), შუმერების ცხრილებში, ძველბერძენი მეცნიერების ნაშრომებში.

დიდად არის დაფასებული ეს მცენარე აღმოსავლურ მედიცინაში. ჩინეთში ძირტკბილა, ჟენშენის მსგავსად, უძლიერეს მატონიზირებელ საშუალებად, ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტად მიიჩნევა. ტიბეტურ მედიცინაში მცენარის ფესვები შედის სხვადასხვა რთული ნარევების შემადგენლობაში, რომლებსაც ამზადებენ ნივთიერებათა ცვლის, კიბოს, გულის დაავადებების, ტუბერკულოზის მკურნალობისთვის.

ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი-გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილები (23%-მდე), რომლებიც მას აძლევენ ტკბილ გემოს, 4%-მდე ფლავონოიდები, გლიცირეტის მჟავა, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.

მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები>>

ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებში შედის საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთი და სხვა ნივთიერებები.

ძირტკბილას ხალხურ მედიცინაში იყენებენ ძირთადად შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ხველება, გაციება, ყივანახველა, ბრონქული ასთმა, პნევმონია, კუჭნაწლავის დაავადებები.

ძირტკბილას, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, რომლებიც აგებულებით სტეროიდულ ჰორმონებს ჰგავს, იყენებენ, როგორც ძლიერ საშუალებას სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს. 

ძირტკბილა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. 

ასევე, ძირტკბილა შეკრულობისას გამოირჩევა მსუბუქი გამხსნელი ეფექტით; არის შარდმდენი საშუალება. ის გამოიყენება სიმსივნეების პროფილაქტიკისა და მისი განვითარების შეჩერებისთვის. ძირტკბილა ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას ახდენს, ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ანტიალერგიული მოქმედება.

ძირტკბილას აქვს უნარი, შეახორცოს დაჩირქებული ჭრილობები. ადამიანებს, რომლებსაც ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი ან ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრბლემები აქვთ, სახალხო მკურნალები ამ მცენარის გამოყენებას ურჩევენ.

ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში>>

ძირტკბილას სამკურნალო თვისებები ამით არ შემოიფარგლება. მას ასევე იყენებენ ყელის ტკივილის, ართრიტის, დაბალი არტერიული წნევისა და დერმატიტის დროსაც კი. მას შეძლია ხელი შეუწყოს ადისონის (თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა) და ღვიძლის დაავადებების დროს, ასევე საჭმლით ან წამლით მოწამვლისას.

ძირტკბილას გამოყენება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს თირკმელების დაავადება, გაცხიმოვნება, ჰიპერტონია (ანუ მაღალი არტერიული წნევა), ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა, ჰიპოკალიემია (კალიუმის დაბალი შემცველობა), ასევე არასასურველია მისი მიღება ორსულობისას და სხვ.

ასევე, ამ მცენარის გამოყენება არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში (4–6 კვირაზე მეტხანს).

გთავაზობთ ძირტკბილასგან სამკურნალო ნაყენების დამზადების რამდენიმე რეცეპტს:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს თერმოსში დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ.

თუ ხშირად ცივდებით – იმუნიტეტის ამაღლებისთვის 

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ. კურსი ჩაიტარეთ 3–4 კვირის განმავლობაში.

ძირტკბილას ფესვები
ძირტკბილას ფესვები

პროსტატის ადენომისთვის

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ. რომ გაცივდება, გადაწურეთ. მიიღეთ 2–3 ჭიქა ჭამამდე 30–40 წუთით ადრე, დღეში სამჯერ.

ბრონქიტის, ბრონქულის ასთმის დროს

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ.

ნაბახუსევზე

დაღეჭეთ ფესვის პატარა ნაწილი, ეს მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

ალერგიული დერმატიტის, ეგზემის დროს

დაქუცმაცებული ფესვს დაასხით მდუღარე წყალი, თანაფარდობა – 1:10. გააჩერთ თერმოსში მთელი ღამე. დილით გადაწურეთ. კარგად დაასველეთ მასში ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე 1 საათით, დღეში 1–3–ჯერ. შეგიძლიათ დოლბანდით მიიმაგროთ.

97
თემები:
სასარგებლო რჩევები (466)
ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

0
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 160-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.918-ს მიაღწია.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 160 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 73 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცერცვაძე: ზუსტად ერთი წელი საქართველოში კორონავირუსის გამოჩენიდან – რა გააკეთა ქვეყანამ?>>

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ აჭარის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 33, აჭარა - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3,  მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265.523-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.520-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.849 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.510 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 719, იმერეთში - 278, აჭარაში - 173.

265 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 58, იმერეთში - 11, აჭარაში- 4. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 154 ადამიანი, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 25. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.816 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 312 პირი, იმერეთში - 664, აჭარაში - 386.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 160-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.918-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები