ბალი

ბალი - გემრიელი და სასარგებლო ხილი

360
(განახლებულია 12:49 10.06.2019)
როდესაც ბალს ჭამთ, არა მხოლოდ ტკბებით მისი გემოთი, არამედ ორგანიზმისთვისაც დიდი სარგებლობა მოგაქვთ: უმჯობესდება ძილი, გულის მუშაობა, მცირდება ცხიმი მუცელზე და არა მხოლოდ...

ბალი (Prunus avium) კურკოვანთა გვარის ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა. აქვს თეთრი ყვავილი, და კურკიანი ნაყოფი. ნაყოფი სხვადასხვა ფერისაა - მოთეთრო-მოყვითალოდან დაწყებული, მუქი წითელი ფერით დამთავრებული; არის მისი ათასზე მეტი სახეობა.

მიიჩნევა, რომ ბალი ცნობილი იყო ჯერ კიდევ 10 ათასი წლის წინ ანატოლიაში და თანამედროვე სკანდინავიური ქვეყნების ტერიტორიაზე.

ბლის კალორიულობა და შემადგენლობა

100 გრამი ბლის კალორიულობაა 52 კკალორია. ამასთან, ის კლავს შიმშილის გრძნობას, ამიტომ შესანიშნავი დესერტია მათთვის, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის.

ბალი შემადგენლობაშია: 82% წყალი, 16% ნახშირწყლები, 1% ცილები. პრაქტიკულად, არ არის ცხიმები (0,2%). მასში არის ვიტამინები: А, B1, B2, С, Е; მიკრო და მაკროელემენტები - კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, იოდი, ასევე, ორგანული მჟავები, შაქრები (ფრუქტოზა, გლუკოზა), პექტინის ნივთიერებები, დიდი რაოდენობით ანტოციანები - ფლავონოიდების ჯგუფის ნივთიერებები. ეს შემადგენლობა ბალს სამკურნალო პროდუქტების რიგს მიაკუთვნებს.

360
თემები:
სასარგებლო რჩევები (78)