მწვანილი

მწვანილი, რომლის გაზრდაც შინ, წყალში შეგიძლიათ

423
(განახლებულია 17:46 06.03.2017)

სახლის პირობებში მინი-ბოსტნის გაშენება რთული სულაც არ არის. მით უმეტეს, რომ მას არც მიწა სჭირდება და არც დიდი ადგილი.

მხოლოდ წყლიანი ჭურჭელი და ცოცხალი ვიტამინების მუდმივი მარაგი გარანტირებული გექნებათ.

ნახეთ, რა მწვანილი შეგიძლიათ ამ სახით მოიყვანოთ:

 

423
თემაზე
მიირთვით კურკიანად, ანუ რომელი ხილის კურკაა სასარგებლო
ქართული ხარჩო ზამთრის საუკეთესო წვნიანების მსოფლიო ხუთეულში შევიდა
ბედნიერება სახლის კედელზე

ფსიქოლოგიური ტესტი: გჭირდებათ თუ არა მეუღლესთან ურთიერთობის შეცვლა

458
(განახლებულია 19:30 01.07.2020)
თუ გაინტერესებთ, გესაჭიროებათ თუ არა მეორე ნახევართან ურთიერთობის შეცვლა, გაიარეთ ჩვენი ტესტი და მიიღეთ ზუსტი პასუხი.
458
თემები:
ტესტები
მარტოობა

ტესტი: რამდენად ასოციალური ხართ, ანუ წარმოადგენთ თუ არა საფრთხეს

12043
(განახლებულია 14:01 01.07.2020)
გაინტერესებთ, რამდენად სოციალური ან, პირიქით, ასოციალური ბრძანდებით? გაიარეთ ტესტი და გაიგეთ, უქმნით თუ არა საფრთხეს საზოგადოებას

12043
თემები:
ტესტები
აზერბაიჯანის ტანკი

სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლები არ წყდება: განადგურებულია კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი - ვიდეო

0
(განახლებულია 09:46 15.07.2020)
შეტაკებებში, რომლებიც მესამე დღეა გრძელდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი და ოთხი სომეხი სამხედრო

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტოვუზის მიმართულებით სომხეთის სამხედრო ობიექტი და ტექნიკაა განადგურებული.

„საბრძოლო მოქმედებების დროს, ტოვუზის რაიონის მიმართულებით, 14 ივლისს ჩვენმა ქვედანაყოფებმა ზუსტი ცეცხლით გაანადგურეს სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ობიექტი“, — განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დარგიაჰლიმ.

მისი თქმით, ასევე განადგურებულია სომხედის სამხედრო ტექნიკა.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყებამ საკუთარ გვერდზე ოპერაციის დამადასტურებელი ვიდეოც განათავსა.

12 ივლისს დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, მესამე დღეა გრძელდება.

დაღუპულია აზერბაიჯანელი გენერალი – ვრცელდება ღამით შეტევის ვიდეო>>

ბაქოს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის გენერალ–მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზიაევი.  ერევნის მონაცემებით,  მათი მხრიდან დაღუპულია ორი ოფიცერი და ორი ჯარისკაცი, ხოლო დაჭრილია ხუთი სამხედრო.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ შეტაკების დაწყებასა და სროლებს. მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

 

0