გერმანიის ინტერპოლით ძებნილი რუსეთის მოქალაქე თბილისში დააკავეს

© photo: Interpol / FBინტერპოლი
ინტერპოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიაში მას ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობაში ედებოდა ბრალი.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოქალაქე ტატიანა პ. დააკავეს, რომელზეც გერმანიის ქალაქ ვისბადენის ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა 2011 წლიდან გამოაცხადა.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ინტერპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში მას ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობა ედება ბრალად. ქართველმა სამართალდამცველებმა ის მოსკოვში გაფრენის მცდელობისას დააკავეს.

ამ დროისთვის ტატიანა პ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში რუსეთის ინტერპოლით ძებნილი მოქალაქის დაკავების მეორე შემთხვევაა. მიმდინარე წლის აპრილში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს მაჰირ იბაოღლი ი., რომელსაც ინტერპოლის მოსკოვის ბიურო ეძებდა.

სამშობლოში მას თაღლითობა ედებოდა ბრალად.

ყველა ახალი ამბავი
0