საქართველოში ინტერპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიგლამ ბ.-ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ქვემო ქართლში თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კიევის ინტერპოლის მიერ 10.12.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1979წ. დაბადებული დილგამ ბ. დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

დილგამ მ. საკონტროლი გამშვებ-პუნქტზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

დიგლამ ბ.-ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0