ირანი ანუ ირანის ისლამური რესპუბლიკა, სპარსეთი - სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქია თეირანი. ესაზღვრება - ჩრდილო-დასავლეთით აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს. ქვეყნის ჩრდილოეთ მონაკვეთი გადის კასპიის ზღვაზე, სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი - ინდოეთის ოკეანის სპარსეთისა და ომანის ყურეებში. ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა. მე-16 საუკუნიდან ირანის რელიგია მაჰმადიანობა ხდება. ქვეყანაში 1979 წელს მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგად გაუქმდა მონარქია და ირანი ისლამურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ირანი რეგიონში ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა. ქვეყნის ეკონომიკას განვითარების მხრივ დასავლეთ აზიაში მეორე ადგილი უკავია.

ახალი ამბები ირანის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0