„არაჩვეულებრივი ხუთეული“ და გაძვირებული მედიკამენტები...

გამოწერა
რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე, რატომ ძვირდება მედიკამენტები, კარტელური გარიგებები თუ იმპორტზე დამოკიდებულება, რა პერსპექტივა აქვს ადგილობრივ წარმოებას?

წინამდებარე სტატიას ახლო წარსულის ერთი ეპიზოდის გახსენებით დავიწყებ: გაზაფხულის მოსვლამდე ორი დღით ადრე დეტალურად აღვწერე და მკითხველსაც დაწვრილებით ვუამბე აფთიაქში ჩემი სტუმრობის თავგადასავალი. კარგად მახსოვს, ვწუხდი, რომ თებერვლის თვის ბოლოს ჩემთვის საჭირო მედიკამენტებში, წინა თვესთან შედარებით, თითქმის 30 პროცენტით მეტი გადავიხადე. პატივცემულ მკითხველს ვეტყვი, რომ ჩემ მიერ შეძენილი ფარმაცევტული საშუალება ფასმატებით გამონაკლისი არ იყო და არც ახლა არის. გაძვირდა პრაქტიკულად ყველა მედიკამენტი, ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად. განსაკუთრებით მოიმატა იმპორტული მედიკამენტების ღირებულებამ.

წამლები - Sputnik საქართველო
უფასო მედიკამენტები სოციალურად დაუცველებისთვის

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, თუმცა სასურველი შედეგი არ ჩანს. სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები მუდმივად ძვირდება. ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ ევროპის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში წამლებზე ფასი, საქართველოსგან განსხვავებით, ბევრად იაფია. დიდი დრო არ გასულა, რაც მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თურქეთში ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან მკვეთრად განსხვავებულია და ჩვენში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა მეზობელ თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება. ინფორმაციას გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსგან განსხვავებით თურქეთი გონივრულად მოიქცა…

აფთიაქი - Sputnik საქართველო
რა ეღირება მედიკამენტები პენსიონერებისთვის ზაფხულიდან საქართველოში

დავით სერგეენკო: „მაშინ, როცა ჩვენ 2007-2010 წლებში მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა. პირველი — მან მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა კლინიკებში და ფარმაცევტულ წარმოებაში. მეორე — თურქეთი მოსახლეობის რაოდენობით საკმაოდ დიდი ბაზარია და სახელწიფოს მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს მოლაპარაკებები აქვს საერთაშორისო მწარმოებლებთან, რათა მათმა დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა აწარმოონ თურქეთში მედიკამენტები, რაც ხარჯებს ამცირებს. მესამე — რამდენიმე წლის წინ თურქეთი მონაწილეობდა რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში. როცა რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იმავე წამალს, ეს ფასდაკლების ბერკეტია…“

ერთ-ერთი აფთიაქი თბილისში - Sputnik საქართველო
მედიკამენტების ხარისხს საქართველოში ახალი სტანდარტებით შეამოწმებენ

საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის 70 პროცენტს ხუთი მსხვილი კომპანია აკონტროლებს. მათი ჩამოთვლა საჭირო არ არის. არსებითი ის არის, რომ ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ფარმაცევტულ ბაზარს სუსტ ოლიგოპოლიად ახასიათებს, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ არ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელური გარიგების სისტემასთან. ისმის პრეტენზიები ექიმების მიმართაც, რადგან არის ეჭვი, რომ ისინი პაციენტებს უფრო და უფრო მეტი დასახელების წამლებს უნიშნავენ. მედიკამენტების სიძვირეზე და მოგების ძალიან დიდ მარჟაზე მიუთითებენ დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მაშინ, როცა საშუალო ევროპელის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად მაღალია, ვიდრე საშუალო ქართველის, ჩვენში მედიკამენტებზე ფასნამატის მარჟა, სულ მცირე, ორჯერ აღემატება ევროპის ქვეყნების მარჟას. საქართველოში საშუალო ფასნამატი 100 პროცენტს აღემატება.

ქალი აფთიაქში - Sputnik საქართველო
რატომ გაძვირდა მედიკამენტები - ექსპერტთა მოსაზრება

მოკლედ, მედიკამენტების ფასები პერმანენტულად მზარდია და ეს სერიოზული პრობლემაა. ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში მედიკამენტების სიძვირეს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში — უკონტროლო ფარმაცევტული ბაზარი, სადაც ობიექტური ფასი მედიკამენტებზე თავისუფალმა ბაზარმა კონკურენციის პირობებში უნდა წარმოშვას. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის შედეგის მომცემი გზა და ფასები მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო სერვისებზე მუდმივი უკმაყოფილების საგანია და ის პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას, რაც აბსოლუტური უმრავლესობაა ჩვენ ქვეყანაში. ექსპერტთა განცხადებით, ქართულ ბაზარზე პარადოქსული მდგომარეობაა. ერთი შეხედვით, უამრავი მომწოდებელია და ასევე გვაქვს ადგილობრივი წარმოებებიც, რამაც, წესით, მედიკამენტებზე ფასები უნდა შეამციროს კონკურენციის პირობებში, თუმცა პირიქით ხდება და ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი გახდა.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნები...

ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „ზოგადად, როცა ვამბობთ, რომ წამლები ძვირია, სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რას გულისხმობს სიძვირე და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ასეთ შეფასებას. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ ჰქონდა სხვადასხვა პერიოდში მედიკამენტების ბაზრის კვლევები, რა დროსაც მედიკამენტებზე ფასნამატი ხშირად 1000 პროცენტსაც კი აჭარბებდა და, ცხადია, ამ მოცულობის ფასნამატი ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მედიკამენტები ძვირია. ამ რეალობას კი სახელმწიფო ვერაფრით უპირისპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ძვირია მედიკამენტები, არის იმპორტზე დამოკიდებულება. ადგილობრივი წარმოება არ არსებობს, ან ძალზე სუსტია. როცა მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების უდიდესი ნაწილი იმპორტულია, ცხადია, რომ ფასები მეტწილად ვალუტის რყევებს ექვემდებარება. ხოლო ადგილობრივი წარმოების დეფიციტი პირდაპირ განაპირობებს სიძვირეს…“

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
რა სასმელს ან საკვებს ვაყოლებთ წამალს – ეს მნიშვნელოვანია!

საგულისხმოა ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველო ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების სიძვირითაც გამოირჩევა. ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ზუსტად რაიმეს თქმა რთულია, თუმცა ეს დაკავშირებული უნდა იყოს ფარმაცევტული კომპანიების წმინდა ბიზნეს–სტრატეგიასთან, რომლის მიზანიც, ცხადია, მოგების მაქსიმალიზაციაა. როცა ბიზნესმენი ხედავს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია და მას ფასის ფორმირებაში სრული თავისუფლება აქვს, აწესებს იმ ფასს, რომელიც მას მეტ მოგებას მოუტანს, ხოლო, მაგალითად, სომხეთში, ან სხვა ქვეყნის ბაზარზე, სადაც გააქვს ანალოგიური მედიკამენტები, მან იქაურ ბაზარს კონკურენტული ფასი უნდა შესთავაზოს, რათა შესაბამისი ბაზრის ნიშა დაიკავოს და გაყიდვები არ ჩაუვარდეს. შესაბამისად, შეიძლება შევხვდეთ შემთხვევებს, როცა აქ ადგილზე შეთავაზებული უფრო ძვირია, ვიდრე ანალოგიური საზღვარგარეთ…

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
წაიკითხე ქართულად - იმკურნალე სწორად

სპეციალისტების აზრით,  სახელმწიფოს შეუძლია ამ პროცესს ორი გზით დაუპირისპირდეს. პირველი, დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები საქართველოში წარმოებისა და ახალი სარეალიზაციო ქსელების გაჩენით, რაც ხელს შეუწყობს რეალური კონკურენციის დამკვიდრებას ბაზარზე და არა ფიქტიურის, როგორიც ახლა გვაქვს, სადაც კარტელური გარიგებების დიდი რისკი და ლოგიკური საფუძვლები არსებობს. მეორე, ეს არის ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როცა სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასნამატის ზედა ჭერს უწესებს იმპორტიორს, რომლის მაღლაც მას არ შეუძლია სარეალიზაციო ფასის დადება. ეს აპრობირებული მეთოდია ევროპაში და სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. იმის გამო, რომ მედიკამენტი არ არის მხოლოდ კომერციული პროდუქტი და მას უდიდესი სოციალური მნიშვნელობა გააჩნია და მასზე არსებობს მაღალი მოთხოვნა, სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ფასების ზრდის შესაჩერებლად ან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად…

ყველა ახალი ამბავი
0