რა ეღირება მედიკამენტები პენსიონერებისთვის ზაფხულიდან საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პენსიონერებიც დაემატებიან და გარკვეული სახეობის მედიკამენტებს მინიმალურ ფასად მიიღებენ.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოში პენსიონერებმა ზაფხულიდან გარკვეული სახის მედიკამენტები, შესაძლოა, მინიმალურ ფასად მიიღონ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საუბარია ოთხი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ბრონქიალური ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო საშუალებებზე.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 სახეობის მედიკამენტის შეძენა 100 ათასი და უფრო დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შუძლიათ. ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში კი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პენსიონერებიც დაემატებიან, რომლებიც მედიკამენტებს საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასში შეიძენენ.

ერთ-ერთი აფთიაქი თბილისში - Sputnik საქართველო
მედიკამენტების ხარისხს საქართველოში ახალი სტანდარტებით შეამოწმებენ

ამასთან, აღნიშნული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი შესაძლებელია 23–დან 50–მდე გაიზარდოს.

„ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების დაფარვიდან გადავალთ ქრონიკული დაავადებების უმეტესობის დაფარვაზე", — განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას.

სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. ამ პროგრამის თანახმად, საქართველოს 600 ათასამდე მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერთა კატეგორიას ეკუთვნის, 1 ივლისიდან ყოველთვიურად საჭირო მედიკამენტებს იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0