სამი ჩვევა, რომლებიც ღვიძლს აზიანებს – ექსპერტების მოსაზრება

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
ღვიძლის ფუნქციონირებას აზიანებს არა მხოლოდ ალკოჰოლის მიღება, არამედ ასევე სხვა, ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევებიც.
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ხილის ჭარბად მიღება, წამლების რეგულარული მიღება და ცხოვრების მჯდომარე წესი – ექსპერტების აზრით, ეს ის სამი ჩვევაა, რომლებსაც ღვიძლის სერიოზული დაზიანება შეუძლია, იუწყება РИА Новости პორტალ Focus–ზე დაყრდნობით.
სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ხილის ჭარბად მიღება ვნებს ღვიძლს. ექსპერტების რჩევაა, სერიოზულად მოვეკიდოთ ფრუქტოზის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგან მის სიჭარბეს ღვიძლის გაცხიმოვნება შეუძლია.
რაც შეეხება წამლების რეგულარულად მიღებას, გვერდითი ეფექტების რისკი, რაც ღვიძლზე ახდენს გავლენას, ჩვეულებრივ, დიდი არ არის, მაგრამ ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა დაღლილობა, მადის დაკარგვა და ტკივილი მუცლის არეში, დახმარებისთვის სპეციალისტს უნდა მივმართოთ.
უმოძრაოდ ცხოვრების გამო ორგანიზმი ცხიმს იკიდებს არა მხოლოდ კანქვეშ, არამედ შინაგანი ორგანოების ირგვლივაც, რამაც ანთება შეიძლება გამოიწვიოს. რეგულარული ფიზიკური აქტიურობა ღვიძლის გაცხიმოვნების რისკს ამცირებს.
ყველა ახალი ამბავი
0