რა არის ქალის მთავარი ძალა

© Pexels / cottonbro studioქალი სინათლის სხივებში
ქალი სინათლის სხივებში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
ქალი ძალზე ძლიერია თავისი ფსიქიკით, ენერგეტიკით, ჭკუით. ქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია, ასეა ბუნებით დაწესებული, ხოლო ემოცია — ეს ძალაა. მთავარი კითხვა ისაა, საითაა ეს ემოცია მიმართული...
თუ გინდათ მესამე ათასწლეულის წარმატებული, ბედნიერი ქალბატონი გახდეთ, წაიკითხეთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც, შესაძლოა, დაგეხმაროთ იმ სტერეოტიპების დამსხვრევაში, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ, მეტ-ნაკლებად, მთელ მსოფლიოშია გაბატონებული.
ცხადია, გამზადებული ფორმულა იმისა, თუ როგორ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რას უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ბუნებაში, ან, საერთოდ, უნდა ვებრძოლოთ თუ, პირიქით — გამოვავლინოთ და სწორად წარვმართოთ, არ არსებობს. რამდენი ადამიანიცაა, იმდენია გემოვნება, ფაქტორი, მიზეზი, სიყვარული, მოწონება–არმოწონება და ა.შ. ჩვენ, უბრალოდ, შევეცდებით პროფესიონალების ზოგიერთი „ფორმულა-წესი“ წარმოგიდგინოთ, რაც ქალის არსის გაცნობიერებაში დაგვეხმარება, მის ნაკლოვანებებსა და მათი გამოსწორების გზებს დაგვანახებს.
მაშ ასე:
წესი პირველი: როგორც ამ საქმის პროფესიონალები ირწმუნებიან, პირველ რიგში, ქალი სოციალურად საინტერესო უნდა იყოს. საინტერესო უნდა იყოს საკუთარი თავისთვის, განვითარდეს და „წურბელის“ ფუნქცია არ უნდა შეითავსოს. ამიტომ ვისაც გათხოვება უნდა იმისთვის, რომ „წურბელასავით“ მიეკრას ვინმეს და კარგად მოკალათდეს, ეს მხოლოდ „მოკლემეტრაჟიანი ფილმია“.
პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
რატომ არ თხოვდებიან ქალები?
მსხვერპლის ან წურბელის როლს მორგებული ქალი, რაგინდ ლამაზიც არ უნდა იყოს, ძალიან მალე ხდება უინტერესო, რადგან ამ შემთხვევაში მისი როლი დედის ან მოსამსახურის როლში გადადის. შემდეგ ერევა ქალური დაუკმაყოფილებლობა და ამ ენერგიაზე ყველაფერი ნგრევას იწყებს — თავად, ოჯახი, გვერდით მდგომი მამაკაცი და მისი ბიზნესი ან საქმიანობა. ქალის სილამაზე მის ენერგიაშია.
წურბელები ჭაობში ცხოვრობენ, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთი ქალის ენერგია „დამდგარი“ და დამყაყებულია. ქალი — სუფთა წყალია, საიდანაც ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა გადმოედინება.
წესი მეორე: ქალი თვითონ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, სწორ გზაზე და სწორ გადაწყვეტილებაზე. მისთვის აუცილებელია შინაგანი მთლიანობის მოპოვება. თითოეული ქალი საკუთარ შინაგან გათიშულობას ნათლად შეიგრძნობს, მისი ცხოვრება სასტიკი წინააღმდეგობებით არის სავსე. დაუჯერებელია, როგორ შეუძლია მასში ანგელოზს ეშმაკთან ერთად მშვიდად იარსებოს. ქალი იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც წესები ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. მან თვითონ უნდა იპოვოს სწორი გზა, სწორი გადაწყვეტილება.
არც ასაკი, არც სილამაზე: რაში ვლინდება სექსუალობა>>
წესი მესამე: ქალს თავისი თავი ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიც არის და სწორედ ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული – უყვარს თუ არა მას საკუთარი თავი. ქალი სხვის შეყვარებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლის.
წესი მეოთხე: უნდა გახდეთ ქალი-ლიდერი. ქალი-ლიდერი — ესაა გონება, რომელიც ვლინდება ექსტრემალურ სიტუაციებში, სადაც სხვებს მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ. ბევრი დიდებული ქალბატონი, პირველ რიგში, პიროვნება იყო იმისგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა ის დედა ან ცოლი. ქალს ან შეუძლია სხვაგვარი ცხოვრება, ან რჩება ჩვეულებრივი, ნორმალური, კარგი ცოლის ფასეულობებით. ამას თითოეული თვითონ ირჩევს. ქალი-ლიდერი ბანალურ საკითხებზე არ საუბრობს.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში – დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება
ის ხედავს მამაკაცთა თამაშს, რომელსაც ქალის განდიდება ახასიათებს, რომ შემდეგ ის თამაშში ინსტრუმენტად გამოიყენოს. ათასწლეულების განმავლობაში მთელი ჩვენი კულტურა, ფილოსოფია, ეკონომიკა, სამართალი მამაკაცის გონების გავლენით ყალიბდებოდა და მისი პროდუქტი ხდებოდა. ამიტომ ახლა ქალები მამაკაცების შექმნილ ლოგიკურ ინსტრუმენტებს ნებისმიერ სფეროში იყენებენ. მომავალზე ფიქრისას, თუ საით მიექანება ეს სამყარო, აცნობიერებ, რომ თუ ქალი მასში თავისი ბუნებრივი გონებით არ ჩაერთვება, თავის წვლილს არ შეიტანს, ამ სამყაროს ცუდი ბოლო ელოდება. ქალის იდენტურობა მის პირველქმნილებაშია საძებნი – დედის, ქალიშვილის, საყვარლის როლების გარეშე. ქალის სილამაზისა და ენერგიის მთავარი როლი დაძაბულობის მოხსნაა — საკუთარი თავისგან, მამაკაცისგან, პლანეტისგან!
წესი მეხუთე: შეჯიბრიდან გამოსვლა! ქალში ჩადებულია სხვაზე გამარჯვების სურვილი. სულ ერთია — ქალზე თუ მამაკაცზე. ამით ქალი მუდმივად ნერგავს უბედურებას და ამტკიცებს, რომ თვითონ არაფერ შუაშია. ის თავისთვის კი არა, არამედ უფრო თამაშისთვის ცხოვრობს.
ცხოვრების გზა - დედა, მამა, ბუნტი და დაღვინება...>>
მას იზიდავს ბრძოლა, თამაში, თეატრალობა, რითაც ავლენს საკუთარ თავს. ბუნებისგან მონიჭებული არაჩვეულებრივი ძალის მქონე ქალი უმიზნოდ ხარჯავს ამ ნიჭს. ქალი მამაკაცის ხელში სათამაშო არ არის, როგორც ბევრი მიიჩნევს. ის საკუთარი ფსიქოლოგიის მარიონეტია.
თუ ქალი საკუთარ თეატრზე უარს არ იტყვის, გააგრძელებს ემოციებით, გრძნობებით, შურისძიებით, მეტოქეობით გულმოდგინე თამაშს, მესამე ათასწლეულში აუცილებლად მარცხს იგემებს. ქალის დახმარება არავის შეუძლია. ერთადერთი, რაც მისთვის აუცილებელია — საკუთარ თავში უნდა გაერკვეს. ქალის ძალა მის გულწრფელობაშია.
გენეტიკური ჰოლოგრამა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გენი თუ წვრთნა? არჩევანი თქვენზეა...
წესი მეექვსე: თუ ქალი სხვას ვნებს, ეს ნიშნავს, რომ მან მიამიტურად უკვე დაანგრია საკუთარი თავი. საბედნიეროდ, ქალს თავის აღდგენის საკვირველი უნარი შესწევს. მისი ტრაგედია ისაა, რომ ტრიადას იმეორებს, სამ აქტს: წინადადება, შეტევა, დეპრესია. ეს ტრიადა სექსს, მორალურ ფასეულობებს, გრძნობებს, ბავშვებთან მიჯაჭვულობას ეფუძნება. ქალმა ეს თეატრი დედისგან ისწავლა და სიცოცხლისთვის განკუთვნილ დროს ამ სპექტაკლზე ხარჯავს. ის კარგავს თავის ინტელექტუალურ ძალას.
ქალმა თვითონ უნდა გაუგოს თავის თავს, მიიღოს ის, აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე. ქალმა უნდა გამოიღვიძოს. სიყვარული, სექსი, ოჯახი — ეს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ქალის ცხოვრება მხოლოდ ამ ასპექტებში არ არის. პირველ რიგში, ის პიროვნება უნდა გახდეს. ქალი — ეს უპირველესად პიროვნება, გონება, სულია.
იდეალური ქალი – ესაა საზოგადოებაში დედოფალი, სამზარეულოში დიასახლისი და საწოლში...>>
წესი მეშვიდე: ურთიერთობებს ეროტიზებულს ნუ გახდი. გააცნობიერე და მიიღე შენი ქალური ბუნება. მოძებნე ქალური კრეატიულობის ხერხები, აზროვნების ის განსაკუთრებული სახე, რომელიც მხოლოდ ქალს ახასიათებს. არ არის საჭირო, ირგვლივ არსებულ სცენარს მიესადაგო. ქალებს სწამთ, რომ ამ სამყაროში შესაძლებელია წარმატების მიღწევა მამაკაცის მანიპულირებით მაშინაც კი, როდესაც მათზე არიან დამოკიდებული. ეს ქალის მორიგი შეცდომაა, რომელიც მასვე ანადგურებს. უნდა გააცნობიეროთ, რა არის ქალის ჭეშმარიტი ბუნება.
ოჯახი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
ბედნიერი ოჯახი - სექსი, შეხედულებები, როლები...
ქალს მართვა სწყურია, მაგრამ როგორც კი სადავეებს იგდებს ხელთ, მამაკაცს ბაძავს. ქალი პირველობისკენ ისწრაფვის, მაგრამ ჩაიგდებს თუ არა ხელში ძალაუფლებას, მისი განკარგვა არ შეუძლია. მისთვის თვითონ თამაშია მნიშვნელოვანი და არა შედეგი. მას სურს სხვა ქალებზე აბსოლუტური უპირატესობის დადასტურება. უმეტეს შემთხვევაში ქალს სექსუალური ურთიერთობების საშუალებით სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, თითქოს ის სექსის ხელოვნებით მთელი მსოფლიოს დაპყრობას ცდილობს.
წარმატებული, დამოუკიდებელი ქალი თუ ფუნქციური აგრეგატი–ფერია>>
და, ბოლოს: ქალი ძალზე ძლიერია თავისი ფსიქიკით, ენერგეტიკით, ჭკუით. ქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია, ასეა ბუნებით დაწესებული, ხოლო ემოცია — ეს ძალაა. მთავარი კითხვა ისაა, საითაა ეს ემოცია მიმართული.
ყველა ახალი ამბავი
0