თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ვიტამინი К, რომელიც ბევრად არაპოპულარულია А, С, D, Е და B ჯგუფის ვიტამინებთან შედარებით, ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ინა პიჩუგინა.
მისი თქმით, К ვიტამინი ორგანიზმის არაერთ პროცესში მონაწილეობს და ის მეტად აუცილებელია ადამიანისთვის. მაგალითად, ეს ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, თირკმელების ნორმალურად ფუნქციონირებაში, ის ასევე აუცილებელია ძვლოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილებისთვის.
„ვიტამინი K ბავშვის ჩვილობის ასაკიდან უზრუნველყოფს ჩონჩხის განვითარებას, ხოლო ხანდაზმულ ადამიანებს ოსტეოპოროზისგან იცავს“, — განმარტავს ექიმი.
ამასთან K ვიტამინს არანაკლები მნიშვნელობა აქვს სხეულის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების კუთხით.
როგორც პიჩუგინა ამბობს, К ვიტამინის ნაკლებობის დროს მცირდება ე.წ. ინტერლეიკინი, იმუნური სისტემა ზარალდება და ორგანიზმი სწრაფად დაბერებას იწყებს.
ექიმის რჩევით, К ვიტამინის დეფიციტი შეიძლება შეივსოს მწვანე პროდუქტების — ისპანახის, სალათის ფოთლების, კომბოსტოსა და მწვანილის მიღებით. გარდა ამისა, ეს ვიტამინი საკმარისი რაოდენობით შედის ღვიძლშიც.