გენდერის არასწორი გაგება: თურქეთმა განმარტა, რატომ გავიდა სტამბულის კონვენციიდან

© AFP 2024 / BULENT KILICსაპროტესტო აქცია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ თურქეთში
საპროტესტო აქცია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ქვეყანაში ქალთა საპროტესტო გამოსვლები და სხვადასხვა ტიპის აქციები.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თურქეთი ქალთა უფლებების დაცვის სტამბულის კონვენციიდან იმის გამო გავიდა, რომ ეს დოკუმენტი ჰომოსექსუალიზმის ნორმასთან გათანაბრებისთვის გამოიყენება, იუწყება სააგენტო Anadolu თურქეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოზე დაყრდნობით.

თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
თურქეთმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია დატოვა

თურქეთმა შაბათს განაცხადა, რომ გადის სტამბულის კონვენციიდან. პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის შესაბამისი ბრძანებულება ოფიციალურ გამოცემა Rеsmi Gazete-ში გამოქვეყნდა. ამას ნეგატიური რეაქციები მოჰყვა აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, რომლებმაც თურქეთს მოუწოდეს, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის.

„თურქეთი 20 მარტს ცალმხრივად გავიდა სტამბულის კონვენციიდან... კონვენცია, რომელიც თავდაპირველად ქალთა უფლებების დაცვას ემსახურებოდა, მიითვისა ადამიანთა ჯგუფმა, რომლებიც ჰომოსექსუალიზმის ნორმალიზებას ცდილობენ, რაც თურქეთის სოციალურ და ოჯახურ ფასეულობებს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარებს გადაწყვეტილება კონვენციიდან გასვლის შესახებ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან აღინიშნება, რომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც სერიოზულადაა შეშფოთებული სტამბულის კონვენციით.

„ევროკავშირის ექვს წევრს (ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა და სლოვაკეთი) სტამბულის კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია. პოლონეთმა ასევე გადადგა ნაბიჯები კონვენციიდან გასასვლელად, რის საფუძვლადაც იქცა ლგბტ-თემის მცდელობა, მთელი საზოგადოებისთვის თავს მოეხვია თავისი წარმოდგენები გენდერის შესახებ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

​ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, ქვეყნის კონვენციიდან გასვლა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი უარს ამბობს ქალთა უფლებების დაცვასა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

  • „პრეზიდენტი ერდოღანი ხაზს უსვამს, რომ თურქეთი კვლავაც დაიცავს ყველა ქალის უფლებას და ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა — ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით — კვლავაც დარჩება მთავრობის ყურადღების ცენტრში“, — აღინიშნება პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

განცხადების თანახმად, თურქეთმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის კუთხით და ეს მექანიზმები მოქმედებს.

სტამბულის კონვენცია — სრული სახელწოდებაა: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია. დოკუმენტი ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს. კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცვა ოჯახური დანაშაულისგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე.

ყველა ახალი ამბავი
0