თურქეთმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია დატოვა

© photo: Sputnik / Andrey Steninთურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა გაგრძელდება.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. თურქეთი ტოვებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას“, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შესაბამისი განკარგულება ოფიციალურ გამოცემა Rеsmi Gazete-ში გამოქვეყნდა.

„თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2011 წლის 11 მაისს ხელმოწერილი და მთავრობის მიერ 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოქმედება თურქეთის რესპუბლიკის მიმართ შეწყდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მამაკაცი იარაღით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2020
თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა გაგრძელდება.

„ჩვენი ჭეშმარიტი ბრძოლა იმისათვის, რომ თურქი ქალის მდგომარეობა მივიყვანოთ საზოგადოებაში იმ დონემდე, რომელსაც ის იმსახურებს, ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებით გაგრძელდება. არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ამ უმაღლესი მიზნის მისაღწევად ვეძებოთ შველა გარეთ ან სხვებს მივბაძოთ. გადაწყვეტილება ჩენს ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებში არსებობს“, - დაწერა ოქტაიმ.

სტამბულში ხელმოწერილი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“ 2011 წლის 11 მაისს ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მიერ არის მიღებული. ის გახდა პირველი ევროპული შეთანხმება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლისკენ არის მიმართული.

თურქეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, შემდეგ მას კიდევ 33 ქვეყანა შეუერთდა.

კონვენციას ხშირად უწოდებენ სადავო დოკუმენტს, კერძოდ, კრიტიკოსების თვალსაზრისით, „გენდერის“ ცნების ბუნდოვანი განსაზღვრის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0