როგორ შევაჩეროთ ტაქიკარდია სულ რაღაც ერთ წუთში

© Sputnik / Alexander Imedashviliგულები მაღაზიის ვიტრინაზე
გულები მაღაზიის ვიტრინაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები ამბობენ, რომ ტაქიკარდიის შეჩერება სულ ერთ წუთშია შესაძლებელი. მათი თქმით, ამაში ორი მარტივი სავარჯიშო დაგვეხმარება.

ტაქიკარდია არითმიის სახეობაა, რომელსაც ახასიათებს გულის შეკუმშვების გაზრდა — წუთში 90-ზე მეტი დარტყმა. ტაქიკარდია ჯანმრთელ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ, სტრესულმა სიტუაციამ, ჟანგბადის უკმარისობამ, ჰაერის მომატებულმა ტემპერატურამ, წამლების, ალკოჰოლის, ყავის გავლენამ, მკვეთრმა ადგომამ საწოლიდან და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ შვიდ წლამდე ბავშვებში ტაქიკარდია ფიზიოლოგიურ ნორმად მიიჩნევა.

მწეველი ადამიანი - Sputnik საქართველო
ფილტვების გაწმენდის იოლი და ეფექტური მეთოდი მწეველებისთვის

პათოლოგიური ტაქიკარდია, უმეტესად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სხვა დაავადების შედეგია. ტაქიკარდიის ნიშნებია მოხშირებული გულისცემა, კისრის სისხლძარღვების პულსაცია, შფოთვა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა. მან შეიძლება გამოიწვიოს გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და სხვ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ტაქიკარდიის შეჩერება სულ ერთ წუთშია შესაძლებელი. მათი თქმით, ამაში ორი მარტივი სავარჯიშო დაგვეხმარება.

პირველი სავარჯიშო

ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის დროს ადამიანის გულისცემა ნელდება. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ავავსოთ თასი ცივი წყლით, შევიკავოთ სუნთქვა და რამდენიმე წამით სახე ცივ წყალში ჩავყოთ.

შაქარი - Sputnik საქართველო
სამდღიანი დიეტა ორგანიზმის ზედმეტი შაქრისგან გასაწმენდად

მეორე სავარჯიშო

ვალსალვას მანევრი — ამოსუნთქვის მცდელობა ცხვირისა და პირის ჰაერგამტარი გზების დროებით გადაკეტვისას. ესაა მე-17 საუკუნის იტალიელი ექიმისა და ანატომის ანტონიო მარია ვალსალვას მიერ შემუშავებული მეთოდი.

მეცნიერები გვირჩევენ ჩავისუნთქოთ ღრმად, დავძაბოთ მუცლის კუნთები, ცერა და საჩვენებელი თითები მოვიჭიროთ ცხვირზე, დავხუროთ პირი და დავხუჭოთ თვალები. შემდეგ დახურული პირითა და ცხვირით ვცადოთ ამოსუნთქვა, თან უნდა განვაგრძოთ მუცლის პრესის დაჭიმვა.

გაითვალისწინეთ: მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს სავარჯიშოები არ შეიძლება გამოვიყენოთ, როდესაც ტაქიკარდიას თან ახლავს ძლიერი ტკივილი მკერდში ან ჰაერის მწვავე უკმარისობა.

ყველა ახალი ამბავი
0