რონალდუ მეოთხედ დაჯილდოვდა „ოქროს ბურთით“, თუმცა მისაღებად ვერ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიპორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონათის თასით
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონათის თასით - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგში მეორე ადგილზე არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი გავიდა, რომელსაც უკვე ხუთჯერ აქვს მიღებული „ოქროს ბურთი“.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა, რომელსაც ფრანგული ჟურნალი France Football წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს, იუწყება Р-Спорт ფრანგული გამოცემის ვებ-გვერდზე განთავსებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით.

თავად რონალდუ პრემიის გადაცემის ცერემონიას ვერ დაესწრო, ვინაიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც იაპონიაში უნდა ჩატარდეს.

31 წლის ფეხბურთელისთვის ეს მეოთხე „ოქროს ბურთია“ — ორი France Football-ის ვერსიით (2008 და 2016), ორიც France Football-ისა და ფიფას ვერსიით (2013 და 2014).
რეიტინგში მეორე ადგილზე არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი გავიდა, რომელსაც უკვე ხუთჯერ აქვს მიღებული „ოქროს ბურთი“; მესამე პოზიცია კი საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდ ანტუან გრიზმანს ერგო, რომელსაც აღნიშნული პრემია არასდროს მიუღია.

კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო
რონალდუ მადრიდის „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი გახდა

ხმათა რაოდენობით რონალდუმ თითქმის ორჯერ გაუსწრო მესის – 745 ქულა 316-ის წინააღმდეგ.

„ოქროს ბურთი“, როგორც ჯილდო ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელს, France Football-მა 1956 წელს დააარსა. 2010 წელს ფიფამ და France Football-მა განაცხადეს, რომ აერთიანებდნენ ჯილდოებს — „ოქროს ბურთსა“ და „ფიფას წლის მოთამაშეს“, თუმცა ეს პარტნიორობა 2016 წლის სექტემბერში შეწყდა და მას შემდეგ „ოქროს ბურთის“ მფლობელებს კვლავ სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის საფუძველზე ავლენენ.

ყველა ახალი ამბავი
0