რონალდუ მადრიდის „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი გახდა

© photo: Sputnik / Aleander Nesterov / გადასვლა მედიაბანკშიკრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პორტუგალიელმა ფორვარდმა შვედურ „მალმესთან“ მატჩში თავისი მე–500 და 501–ე გოლები გაიტანა და მადრიდის „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ამის შესახებ ესპანური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ოთხშაბათს რონალდუმ შვედურ „მალმესთან“ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ეს გოლები მის კარიერაში მე–500 და 501–ე, ხოლო „რეალისთვის“ გატანილი – 323–ე და 324–ე გოლები იყო. ამ მაჩვენებლით მან ესპანელ ფორვარდ რაულს გაუსწრო — რომელსაც „რეალისთვის“ 323 ბურთი ჰქონდა გატანილი — და მადრიდის კლუბის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

რონალდუს ასევე სარეკორდო რაოდენობის — 82 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაში. ის „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს. 

რონალდუს მთავარ კონკურენტს, „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის კატალონიელთა კლუბისთვის 418 გოლი აქვს გატანილი. ნაკრებისთვის თამაშებში პორტუგალიელის ანგარიშზე 55 გატანილი ბურთია, ხოლო არგენტინელისა —  50 ბურთი.

 

ყველა ახალი ამბავი
0