თურქეთში სოციალური ქსელები დაბლოკილია

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშიTwitter
Twitter - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელების დაბლოკვას ოპოზიციური პროქურთული პარტიის ლიდერების დაკავებას უკავშირებენ.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. Twitter-ის მიკრობლოგის, Twitter-ის მესენჯერის, Facebook-ისა და Instagram-ის სოციალურ ქსელებსა და ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე ხელმისაწვდომობა მთელი თურქეთის მასშტაბით დაბლოკილია, აცხადებენ მონიტორინგის ჯგუფის Turkey Blocks წევრები, რომლებიც ინტერნეტში ცენზურას ადევნებენ თვალს.

ხედი ანკარაზე - Sputnik საქართველო
ანკარაში თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს

სოციალური ქსელების მუშაობის შეჩერების თაობაზე ცნობილი ხუთშაბათს, ღამით, მას შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციური პროქურთული პარტიის ლიდერები დააკავეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პერვინ ბულდანი პროქურთული ოპოზიციური „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ სხვა დეპუტატებთან ერთად დააკავეს.

სულ დაკავებულია თურქეთის პარლამენტის 16 დეპუტატი ამ პარტიიდან, მათ შორის, მისი თანათავმჯდომარეები სელაჰათინ დემირტაში და ფიგენ იუქსედაგი.

ყველა ახალი ამბავი
0