ანკარაში თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს

© photo : Owegoo.comხედი ანკარაზე
ხედი ანკარაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წარმომადგენელთა დაკავება თურქეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, ანკარაში, დიარბაქირსა და მარდინში.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პერვინ ბულდანი პროქურთული ოპოზიციური „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ სხვა დეპუტატებთან ერთად დააკავეს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ პარტიის წარმომადგენელმა.

„პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პერვინ ბულდანი ასევე დაკავებულია ანკარაში“, — განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა.

სულ დააკავეს თურქეთის პარლამენტის 16 დეპუტატი ამ პარტიიდან, მათ შორის, მისი თანათავმჯდომარეები სელაჰათინ დემირტაში და ფიგენ იუქსედაგი.

თურქეთში ამბოხების ჩახშობის შემდეგ - Sputnik საქართველო
თურქეთში გიულენის მხარდაჭერაში ბრალდებულ 44 ფირმაში ჩხრეკა ტარდება

თურქეთის ხელისუფლებამ „ხალხთა დემოკრატიის პარტიას“ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირებში ბრალი არაერთხელ დასდო. მუშათა პარტიის ძირითადი მიზანია ქურთების უფლებების დაცვა და თურქეთის ტერიტორიაზე ქურთების ავტონომიის შექმნა. ანკარა და ვაშინგტონი პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

თურქეთში „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ ლიდერი სელაჰათინ დემირტაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ოპონენტად მიიჩნევა. დემირტაში 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და დაახლოებით ხმების 9 პროცენტი მიიღო.

პერვინ ბურდანი 1967 წელს დაიბადა. 1994 წელს მისი ბიზნესმენი ქმარი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში დაადანაშაულეს. მაშინ ის მის ორ მეგობართან ერთად გაიტაცეს. მოგვიანებით მათი ნაწამები ცხედრები აღმოაჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0